bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 40
Job 40
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 41 →
1
და მიმართა უფალმა იობს და თქვა:
2
„გაბედავს სხვისი შეცდომის მაძიებელი შეედავოს ყოვლადძლიერს? ღმერთის მამხილებელმა პასუხი უნდა გასცეს!“
3
მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
4
„აჰა, არარაობა ვარ მე, რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ.
5
ერთხელ ვთქვი და აღარას ვიტყვი მეორედ, და აღარას დავძენ.“
6
და მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა:
7
„შემოისარტყლე წელი ვაჟკაცურად, შეგეკითხები და მითხარი.
8
ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე?
9
ნუთუ ღვთისდარი მკლავი გაქვს, და მისი მსგავსი ხმით შეგიძლია ჭექა?
10
აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, შარავანდი და ბრწყინვალება შეიმოსე.
11
გადმოაფრქვიე მძვინვარება შენი რისხვისა, დახედე ქედმაღალს და დაამდაბლე.
12
დახედე ყოველ ქედმაღალს, დაამცირე და გათელე უკეთურნი მათსავე ადგილზე.
13
ჩამარხე მტვერში ერთიანად, მათი სახე ქვესკნელში მობურე.
14
მაშინ მეც ვაღიარებ, რომ გიხსნის შენი მარჯვენა.
15
აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ხარივითა ძოვს ბალახს.
16
აჰა, მის წელშია მისი ძალა და მისი ღონე მისი მუცლის კუნთებში.
17
კედარივით დრეკს თავის კუდს, ბარძაყის ძარღვები გადაგრეხილი აქვს,
18
მისი ძვლები ბრინჯაოს მილებია. მისი სახსრები რკინის წნელებივითაა.
19
ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს.
20
რადგან მთები აძლევენ საზრდოს, და იქ შეიქცევს თავს ველის ყოველი ცხოველი.
21
ლოტოსებს ქვეშ გაწოლილა, ლერწმისა და ჭაობის საფარში.
22
ლოტოსები ჩრდილს ჰფენენ მას, გარს ძეწნები ახვევია.
23
აჰა, წყალს სვამს მდინარისას და არ ჩქარობს, არ კრთება, მშვიდადაა, მის პირს იორდანეც რომ მიასკდეს.
24
ვინ შეიპყრობს მას? ვინ გაუხვრეტს ცხვირს ჩანგლებით?
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42