bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 20
Job 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 21 →
1
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და თქვა:
2
„მომხედე! მაიძულებენ ჩემი ფიქრები პასუხს, და ამის გამოა, რომ ვჩქარობ;
3
რადგან ჩემს შეურაცხმყოფელ შენიშვნას ვისმენ, და ჩემი გონების სული მათქმევინებს პასუხს.
4
ხომ იცი ეს ძველთაგან, მას აქეთ, რაც ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე,
5
რომ ურჯულოთა ლხენა ხანმოკლეა, და უღვთოს სიხარული – წამიერი.
6
თუნდაც ცად ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
7
თავისი განავალივით გაქრება სამუდამოდ, და მისი მნახველნი იკითხავენ: ‘სადაა იგი?’
8
სიზმარივით გაფრინდება და ვერავინ იპოვის, ღამეულ ჩვენებასავით გაუჩინარდება.
9
თვალი, მისი მნახველი, ვეღარ იხილავს მას, და ვეღარც მისი ადგილი დაინახავს მას.
10
მისი ძენი ღარიბ-ღატაკთა მომადლიერებას ეცდებიან, და საკუთარი ხელით დააბრუნებენ დოვლათს.
11
მათი ძვლები, სავსე სიჭაბუკით, მათთან ერთად იქცევიან მტვრად.
12
თუმცა ბოროტება ეტკბილებათ პირში და ენის ქვეშ ინახავენ,
13
თუმცა ზოგავენ მას, არ გადმოაგდებენ და პირში იჩერებენ,
14
მაინც გადაექცევათ საჭმელი სიმწარედ მუცელში, ასპიტთა შხამად მათ ნაწლავებში.
15
ყლაპავენ დოვლათს, მაგრამ ამოანთხევენ, ღმერთი გამოუდევნის მათ მუცლიდან.
16
ასპიტთა შხამს შეისრუტავენ, უნასის ენა მოჰკლავს მათ.
17
ვერ იხილავენ ნაკადულებს, მდინარეებს, თაფლისა და ერბოს მდინარეებს.
18
დააბრუნებენ ნაოფლარს და ვერ ჩაყლაპავენ. ნავაჭრის დოვლათიდან ვერ ნახავენ კმაყოფილებას.
19
რადგან ჩაგრავდნენ და ივიწყებდნენ ღარიბ-ღატაკებს, სახლს ანგრევდნენ და არ აშენებდნენ.
20
ვინაიდან არ ასვენებდათ მუცელი, მათთის სასურველს ვერაფერს გადაარჩენენ.
21
არაფერი მორჩენიათ შეუსანსლავი, ამიტომ ვერ გასტანს მათი კეთილდღეობა.
22
თავიანთი სისავსის სიუხვეში ვიწროდ იქნებიან, ყოველი გატანჯული ხელი მისწვდება მათ.
23
მუცელს რომ ამოიყორავენ, ღმერთი მოუვლენს მათ თავისი რისხვის ცეცხლს და აწვიმებს მათზე.
24
გაექცევიან რკინის იარაღს, – განგმირავს მათ ბრინჯაოს მშვილდი.
25
გამოიძრობენ და გამოვა მათი სხეულიდან ისარი, და ელვა გამოვა მათი ნაღველადან, თავზარი დაეცემა მათ.
26
სრული წყვდიადი იქნება მათი განძი. შეჭამს მათ დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მათი კარვის ნარჩენებს.
27
გააცხადებს ზეცა მათ დანაშაულს და მიწა აღდგება მათ წინააღმდეგ.
28
მათი სახლის დოვლათი გადაივლის და წაილეკება მისი რისხვის დღეს.
29
ეს არის წილი ურჯულო კაცისა, ხვედრი, ღმერთის მიერ ნაბრძანები.“
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42