bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 32
Job 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 33 →
1
და შეწყვიტა სამმა კაცმა იობისათვის პასუხის გაცემა, რადგან მართალი იყო იგი თავის თვალში.
2
მაშინ განრისხდა ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან. განრისხდა იობზე იმის გამო, რომ მან თავი ღმერთზე მართლად ჩათვალა.
3
ხოლო თავის სამ მეგობარზე ის იმის გამო განრისხდა, რომ თუმცა საპასუხო ვერ უპოვნეს, მაგრამ მაინც იობი გაამტყუნეს.
4
ელიჰუ იცდიდა, რომ იობს დალაპარაკებოდა, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.
5
რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის პირს პასუხი არ ჰქონდა, განრისხდა.
6
და მიმართა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ, და უთხრა: „წლებით მე უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მომეხსენებინა.
7
მე ვთქვი: დღეებმა უნდა ილაპარაკონ და სიბრძნე წელთა სიმრავლემ უნდა ასწავლოს-მეთქი.
8
მაგრამ კაცში იმყოფება სული, და სუნთქვა ყოვლადძლიერისა მას აგონიერებს.
9
დღეგრძელნი ყოველთვის როდი არიან ბრძენნი, და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.
10
ამიტომ ვამბობ: მისმინეთ, რათა მეც ვთქვა ჩემი აზრი.
11
ვუცდიდი მე თქვენს სიტყვებს, ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას, როცა სათქმელს ეძებდით.
12
გაკვირდებოდით თქვენ, და აჰა, არ იყო თქვენს შორის მამხილებელი, პასუხი რომ მიეგო იობისთვის.
13
ნუ იტყვით: ‘სიბრძნე ვიპოვეთ, ღმერთი მოიგერიებს მას და არა კაცი.’
14
არ მოუმართავს მას ჩემს წინააღმდეგ სიტყვები, და არც მე მივმართავ მას თქვენი სიტყვებით.
15
სასო წარეკვეთათ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სიტყვები;
16
უნდა ველოდო, რადგან შეწყვიტეს ლაპარაკი, რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ?
17
გავცემ მეც ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს აზრს.
18
რადგან სავსე ვარ სიტყვებით, სული შიგნიდან მაწვება.
19
აჰა, ჩემი შინაგანი მაჭარივითაა, რომელსაც თავი დაუცეს და ხეთქავს ახალ ტიკს.
20
ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა: გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ.
21
პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ ვემლიქვნელები.
22
რადგან მე მლიქვნელობა არ ვიცი – უმალ ჩემმა გამჩენმა წამიყვანოს!
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→