bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 15
Job 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 16 →
1
მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2
„განა თავქარიანად უნდა პასუხობდეს ბრძენკაცი? განა აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
3
უსარგებლო მსჯელობით და სიტყვებით უნდა დაობდეს, რომლებშიც არავითარი სიკეთე არ არის?
4
შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას, და აბრკოლებ ლოცვას ღმერთის წინაშე,
5
რადგან შენი უკეთურება წვრთნის შენს ბაგეს და ცბიერთა ენა აგირჩევია.
6
შენივე პირი გამტყუნებს, მე კი არა, და შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7
პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
8
ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
9
ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ? რას ხვდები ისეთს, ჩვენ რომ ვერ მივმხვდარვართ?
10
ჩვენს შორის თმაჭაღარაც არის და მოხუცებულიც, მამაშენს რომ აღემატება დღეებით.
11
მცირეა შენთვის ღვთის ნუგეში და თვინიერი სიტყვა, შენთან მოუბარი?
12
სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად ახამხამებ თვალებს?
13
ღმერთის წინააღმდეგ რომ მიმართავ შენს სულს და ასეთი სიტყვები ამოგდის პირიდან?
14
რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს ქალის ნაშობი?
15
აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა,
16
მეტადრე საძაგელი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
17
გეტყვი და მომისმინე, ნანახს მოგიყვები,
18
რაც ბრძენკაცებს სმენიათ და რაც არ დაუმალავთ მათთვის მამებს.
19
მათ, მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, და არ გაუვლია უცხოს მათ შორის.
20
იტანჯება ურჯულო მთელი თავისი დღე და მოსწრება, და წელთა რიცხვი დაფარულია მტარვალისათვის,
21
შიშის ზარია მათ ყურებში, მშვიდობის დროსაც მათ ესხმის დამღუპველი.
22
არ სწამთ მათ, რომ წყვდიადიდან დაბრუნდებიან, განწირულნი არიან მახვილისათვის.
23
დაწანწალებენ ლუკმაპურისთვის, მაგრამ სად არის? იციან, რომ შავი დღე შერჩებათ ხელში.
24
აძრწუნებთ მათ ვიწროება და გასაჭირი, სჯაბნიან მათ, მსგავსად საომრად გასული მეფისა.
25
რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართეს ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდნენ.
26
უტევდნენ მას ჯიუტად, თავისიანთი სქელკოპებიანი ფარით,
27
რადგან ქონით დაიფარეს სახე და ქონი მოიდეს თეძოებზე.
28
იცხოვრებენ აოხრებულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც დასანგრევადაა განწირული.
29
ვერ გამდიდრდებიან და ვერ გაძლებს მათი დოვლათი, და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში მათი მონაპოვარი.
30
ვერ გაექცევიან წყვდიადს, ალი დააჭკნობს მათ ყლორტებს, და მათ ყვავილს ქარი წაიღებს.
31
ნუ ირწმუნებენ ამაოებას ისინი, თავს ნუ მოიტყუებენ, რადგან ამაოება იქნება მათი საზღაური.
32
უდროოდ გათავდებიან და მათი ტოტები ვერ ამწვანდება.
33
ჩამოიბერტყავენ ვაზივით შემჭკნარ ისრიმს, და ზეთისხილივით, ყვავილს რომ ჩამოყრის,
34
რადგან ბერწია უღვთოთა კრებული, და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
35
მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს და მათი გული ამზადებს სიცრუეს.“
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42