bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 29
Job 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 30 →
1
და განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა:
2
„ნეტავ ისე ვიყო, როგორც წარსულ თვეებში, როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი;
3
როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში ვიკვლევდი გზას.
4
როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს;
5
როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი შვილები მეხვივნენ;
6
როცა ჩემს ტერფებს რძეში ვიბანდი, და კლდე ღვარად ადენდა ჩემთვის ზეთის ნაკადებს;
7
როდესაც გავდიოდი ქალაქის კარიბჭესთან, ვემზადებოდი მოედანზე დასაჯდომად,
8
დამინახავდნენ ჭაბუკები და იმალებოდნენ, ხოლო მოხუცები წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;
9
მთავარნი თავს იკავებდნენ სიტყვის თქმისაგან და პირზე ხელს იფარებდნენ;
10
დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.
11
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა,
12
რადგან ვიხსნიდი ღატაკს, შველას რომ ითხოვდა, და ობოლს, შემწე რომ არ ჰყავდა.
13
კურთხევა განწირულისა ჩემზე მოდიოდა, და ქვრივის გულს ვახარებდი.
14
სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი.
15
ბრმისათვის თვალები ვიყავი, და კოჭლისთვის – ფეხები;
16
გლახაკისთვის მამა ვიყავი; და ჩემთვის უცნობი საქმეს ვიძიებდი.
17
უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და მოტაცებული კბილებიდან გამომიგლეჯია.
18
მაშინ ვფიქრობდი: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღეები.
19
ჩემი ფესვი გადგმულია წყლებისაკენ და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.
20
ჩემი დიდება კვლავ აღდგება და ხელში მშვილდი განმიახლდება.’
21
მისმენდნენ და მელოდნენ, და ჩემს რჩევაზე დუმდნენ;
22
ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს ამბობდნენ, და მათზე ეწვეთებოდა ჩემი ნათქვამი;
23
წვიმასავით მელოდნენ, და როგორც გაზაფხულის წვიმას, პირს მიშვერდნენ;
24
გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, და ჩემი სახის ნათელი არ მოუქუფრავთ.
25
გზას ვურჩევდი მათ და მთავრად ვიჯექი; და ვიყავი, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი!
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42