bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 39
Job 39
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 40 →
1
თუ იცი ნიამორთა დაბადების ჟამი? თვალს თუ ადევნებ ფურ-ირემთა მშობიარობას?
2
აღრიცხავ მათ თვეთა აღვსებას? და თუ იცი ჟამი მათი მოგებისა?
3
ჩაიმუხლებენ, დაყრიან ნაშიერთ, შობის ტკივილისგან თავისუფლდებიან;
4
კაჟდებიან მათი ნუკრები, ველად იზრდებიან, გადიან და აღარ ბრუნდებიან.
5
ვინ გაუშვა კანჯარი ნებაზე? და ვინ ახსნა კანჯარს საკვრელი?
6
რომელსაც მე სახლად ტრამალი მივეცი და სამყოფლად – მლაშობი?
7
ის არად აგდებს ქალაქის გნიასს, არ ესმის მენახირის შეძახილები.
8
მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.
9
ინებებს გარეული ხარი შენს სამსახურს? თუ გაათევს შენს ბაგაზე?
10
გარეულ ხარს სახნავში თუ შეაბამ აპეურით? თუ დაგიფარცხავს ის ველებს შენს უკან?
11
დაენდობი მას, რაკი დიდია მისი ძალა? მიანდობ სამუშაოს?
12
თუ გჯერა, რომ თესლს დაგიბრუნებს და შენს კალოზე მოგიგროვებს?
13
შენ მიეცი სირაქლემას მხიარულად მოფრიალე ფრთა და ყანჩას ნაკრტენი და ბუმბული?
14
რადგან ის თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს და მათ მტვერში ათბობს,
15
და ავიწყდება, რომ ფეხით შეიძლება დალეწონ და ველის მხეცებმა გათელონ.
16
ულმობლად ექცევა ის თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ იყვნენ, ამაო გარჯა არ ენაღვლება.
17
რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და წილად არ არგუნა გონება.
18
რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მის მხედარს.
19
შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფარით მისი კისერი?
20
შენ ახტუნავებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია!
21
მიწას თხრის ის ველზე და ხარობს ძლიერებით, და მძლავრად ეგებება იარაღს.
22
შიშს დასცინის და არ კრთის და მახვილისგან პირს არ იბრუნებს.
23
მის თავზე ჩხრიალებს კაპარჭი, ელავს შუბი და ჰოროლი.
24
შმაგად და მძვინვარედ ნთქავს მიწას და არ წყნარდება საყვირის ხმაზე.
25
ბუკის ცემაზე ამბობს: ‘აჰა!’ და შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა შეძახილსა და ყიჟინს.
26
შენი სიბრძნით არის, ქორი რომ ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს?
27
შენი ბრძანებით ფრენს ორბი აღმა და მაღლა იკეთებს თავის ბუდეს?
28
კლდეზე ბუდობს და ღამეს ათევს კლდის ქიმსა და სიმაგრეზე.
29
იქიდან ეძებს თავის საზრდოს; მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ მას,
30
მისი მართვენი სისხლს სვამენ, და სადაც ლეშია, იქ არის ისიც.“
← Chapter 38
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 40 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→