bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 7
Job 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 8 →
1
განა კაცის ცხოვრება მძიმე სამსახურივით არაა ამქვეყნად? განა მისი ყოფა მოჯამაგირის ყოფას არა ჰგავს?
2
როგორც მონას სწყურია ჩრდილი, როგორც მოჯამაგირე ელის თავის გასამრჯელოს,
3
ასე მხვდა წილად ამაოების თვენი, და მწუხარების ღამენი მომეთვალა.
4
ვწევარ და ვამბობ: ‘როდის ავდგები?’ მაგრამ გრძელია ღამე, და ბორგვით ვიღლები განთიადამდე.
5
ჩემი ხორცი მატლებით და მიწის მტვრით შეიმოსა, ჩემი კანი სკდება და იხრწნება.
6
ჩემი დღენი ჯარაზე სწრაფად ბრუნავენ და უიმედოდ იწურებიან.
7
გახსოვდეთ, ერთი ამოსუნთქვაა ჩემი სიცოცხლე; არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად.
8
თვალები, რომელნიც მხედავენ, ვეღარ მიხილავენ, თვალებს მომაპყრობთ, მაგრამ მე უკვე აღარ ვიქნები!
9
როგორც ღრუბელი ქრება და უჩინარდება, ისე შავეთს ჩასული კაცი უკან არ ამოდის,
10
შინ აღარასდროს ბრუნდება, და აღარ არის მისი ხსოვნა მის მხარეში.
11
ამიტომაც არ დავდუმდები, ვილაპარაკებ შეჭირვებული სულით, ვიღაღადებ სულგამწარებული.
12
განა ზღვა ვარ ან ზღვის ურჩხული, მეთვალყურე რომ მომიჩინე?
13
როცა ვამბობ: ‘მანუგეშებს ჩემი საწოლი, და ჭმუნვას შემიმსუბუქებს ჩემი სარეცელი,’
14
მაშინ მაძრწუნებ სიზმრებით და მაშინებ ხილვებით.
15
ისე რომ, ჩემი სული უმალ დახრჩობასა და სიკვდილს ირჩევს, ვიდრე ამ სხეულში ყოფნას.
16
მომძულდა სიცოცხლე! მუდამ ხომ არ ვიცოცხლებ. დამეხსენ, რადგან ერთი ამოსუნთქვაა ჩემი დღეები.
17
რა არის ადამიანი, ასე რომ განადიდებ? მისკენ რომ მიგიპყრია გულისყური?
18
ყოველ დილას რომ დახედავ და სცდი ყოველ წამს?
19
როდემდე არ მომაშორებ მზერას? როდემდე არ დამეხსნები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?
20
მე თუ შევცოდე, შენ რა გავნე, ადამიანთა ზედამხედველო? რად მაქციე შენს სამიზნედ და რად ვიქეც შენს ტვირთად?
21
რატომ არ მომიტევებ ცოდვას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან მალე ჩავწვები მიწაში; ძებნას დამიწყებ, მაგრამ აღარ ვიქნები!“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→