bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 22
Job 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 23 →
1
მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2
„რას არგებს ღმერთს კაცი? განა ბრძენიც კი თავის თავს არა რგებს?
3
რა აზრი აქვს ყოვლადძლიერისთვის, შენ თუ მართალი ხარ? და რას მოუტანს მას, თუ წრფელია შენი გზები?
4
განა შენი ღვთისმოშიშების გამო გყვედრის შენ და შედის შენთან სამსჯავროში?
5
განა დიდი არაა შენი ბოროტება? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?
6
რადგან არაფრის გულისთვის ართმევდი გირაოს შენს ძმებს, და შიშველ-ტიტვლებს ხდიდი ტანსაცმელს.
7
წყურვილით დატანჯულს წყალს უკავებდი და მშიერს პურს არ აწვდიდი.
8
განა ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა, და წარჩინებული უნდა მკვიდრობდეს მასზე?
9
ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლებს მკლავებს უმსხვრევდი.
10
ამიტომ გახვევიან გარს მახეები და გაკრთობს ანაზდეული შიში.
11
იქნებ ბნელა და ვეღარ ხედავ, და წყლის ნიაღვარმა დაგფარა?
12
განა ღმერთი ცათა მწვერვალზე არ არის? ახედე ვარსკვლავებს, რა მაღალნი არიან!
13
და შენ ამბობ: ‘რა იცის ღმერთმა? ბნელ ღრუბელთაგან განიკითხავს?
14
ღრუბელნი საფარველად აქვს და ვერ იხედება, ცის კაბადონზე დადის.’
15
ნუთუ იმ ძველ გზას ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ,
16
რომელნიც უდროოდ იქნენ წარტაცებულნი, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა?
17
ისინი ეუბნებოდნენ ღმერთს: ‘გაგვეცალე!’ და: ‘ყოვლადძლიერი რას გვარგებს?’
18
მან კი სიკეთით აუვსო მათ სახლები. მაგრამ ურჯულოთა რჩევა შორსაა ჩემგან!
19
უყურებენ მართალნი და ხარობენ და უმწიკვლონი დასცინიან მათ.
20
ამბობენ: ‘აჰა, გამწყდარა ჩვენი მტერი და მათი ნარჩენი ცეცხლმა შთანთქა.’
21
დაუახლოვდი მას – და იყავი მშვიდობით; ასე მოვა სიკეთე შენთან.
22
მიიღე მისი პირიდან რჯული და მისი სიტყვები გულში ჩაიმარხე.
23
თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, კვლავ აშენდები, განაშორე უსამართლობა შენს კარავს.
24
თუ შენს ოქროს მტვერში ჩაყრი, და ოფირის ოქროს – ხევების ლოდებში.
25
და თუ ყოვლადძლიერი იქნება შენი ოქრო, და ძვირფასი ვერცხლი იქნება შენთვის,
26
მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს.
27
ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და აღასრულებ შენს აღთქმებს.
28
რასაც გადაწყვეტ, აგისრულდება, და შენს გზაზე ნათელი იბრწყინებს.
29
როცა დაგამდაბლებენ, იტყვი: ‘ამაღლება’ და ის იხსნის თვალდახრილს.
30
ის გადაარჩენს დამნაშავესაც; და გადარჩება ის შენს ხელთა სიწმიდით.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42