bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 27
Job 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 28 →
1
კვლავ განაგრძო იობმა თავისი სათქმელი და თქვა:
2
„ვფიცავ ღმერთს, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლადძლიერს, რომელმაც სული გამიმწარა.
3
რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია,
4
ჩემი ბაგეები არ იტყვიან ტყუილს და ჩემს ენას არ დასცდება სიცრუე.
5
ღმერთმა დამიფაროს, ვთქვა, რომ მართლი ხართ! სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას!
6
ჩემი სიმართლე მტკიცედ მიჭირავს და არ გავუშვებ ხელს. არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება.
7
მტერი ჩემი იყოს ურჯულოსავით, და მოწინააღმდეგე ჩემი უკეთურივით.
8
რადგან რა არის უღვთოს იმედი, როცა ღმერთი მოიკვეთს მას, როდესაც ღმერთი წარსტაცებს სულს?
9
განა შეისმენს მის ღაღადს ღმერთი, როცა მას გასაჭირი ეწევა?
10
ინეტარებს განა ყოვლადძლიერში და ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?
11
მე თქვენ გასწავლით ღმერთის ხელის შესახებ, რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავფარავ.
12
აჰა, თქვენ ყველას ნანახი გაქვთ და მაშ რაღად ლაპარაკობთ ასე?
13
ასეთია ურჯულო კაცის ხვედრი ღმერთთან, და მტარვალთა ხვედრი, ყოვლადძლიერისაგან რომ ერგებათ:
14
თუ ვაჟები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისათვის, და მისი შთამომავალნი პურით ვერ გაძღებიან.
15
მის შთამომავალს სიკვდილი დაასამარებს, და მათი ქვრივები ვერ დაიტირებენ მათ.
16
თუნდაც მტვერივით დააგროვოს ვერცხლი და თიხასავით დააგროვოს სამოსი,
17
ის კი მოამზადებს, მაგრამ მართალი შეიმოსავს, ვერცხლი კი უდანაშაულოს ერგება წილად.
18
ობობასავით იშენებს სახლს, და დარაჯივით იკეთებს ქოხს.
19
წვება მდიდარი და არაფერი აკლია, თვალებს გაახელს და აღარაფერი აქვს.
20
დაატყდება საშინელებანი ნიაღვარივით, და ღამით გრიგალი გაიტაცებს მას.
21
წაიღებს მას აღმოსავლეთის ქარი, და წარხვეტს მას მისი ადგილიდან.
22
და მოისვრის მას და არ შეიბრალებს. განა გაექცევა მის ხელს?
23
ხალხი ტაშს შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მას თავისი ადგილიდან.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42