bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 3
Job 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 4 →
1
ამის შემდგომ გახსნა იობმა ბაგე და დაწყევლა თავისი გაჩენის დღე.
2
და თქვა იობმა:
3
„დაიქცეს ის დღე, მე რომ დავიბადე, და ის ღამე, მე რომ ჩავისახე!
4
დაე, დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას ღმერთმა ზეგარდმო და აღარ ინათოს მასზე ნათელმა!
5
სიკვდილის ბნელმა და წყვდიადმა მოიცვას ის, ღრუბლებმა დაფარონ, შეაძრწუნოს ის დღის სიშავემ!
6
დაე, უკუნეთმა შთანთქას ის ღამე, არ ჩაითვალოს წლის დღეთა შორის; და, არც თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!
7
აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ისმოდეს მხიარული შეძახილები.
8
დღის მაწყევრებმა დაწყევლონ იგი, მათ, რომელთაც ძალუძთ ლევიათანის გამოღვიძება!
9
დაე, დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, და ვერ იხილოს სხივი ცისკრისა.
10
რადგან დედაჩემის საშოშივე არ ჩამიკეტა მან კარი, და არ განმარიდა ამ სატანჯველს.
11
რატომ არ მოვკვდი გაჩენისთანავე, მუცლიდან გამოსვლისთანავე რად არ გავთავდი?
12
რატომ მიმიღეს მე მუხლებმა, და რად მაწოვეს ძუძუ?
13
მაშინ ხომ ვიწვებოდი დამშვიდებული, მოსვენებული ვიქნებოდი ძილში,
14
ქვეყნიერების მეფეებთან და მრჩევლებთან, სასახლეებს რომ აღადგენენ თავისთვის.
15
ან მთავრებთან, რომელნიც ოქროთი და ვერცხლით ივსებენ სახლებს.
16
ან რატომ არ დამმარხეს და არ გადამმალეს უდღეური ჩვილივით, ნათელი რომ არ უნახავს?
17
ბოროტნი იქ აღარ შფოთავენ, და მოქანცულნი განისვენებენ იქ.
18
იქ მშვიდად არიან ტუსაღები და ზედამხედველთა ხმა არ ესმით მათ.
19
მცირენი და დიდნი იქ არიან, და მონა თავისუფალია თავისი ბატონისაგან.
20
რისთვის მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, –
21
მათ, რომელნიც სიკვდილს ნატრობენ და ვერ პოულობენ, თუმცა დამარხულ განძზე მეტად ეძებენ,
22
რომელნიც უზომოდ გახარებულნი და აღტაცებულნი არიან საფლავის პოვნით?
23
რისთვის მიეცა ნათელი იმ კაცს, ვისი გზაც დაფარულია და რომელიც ყველმხრივ შებორკა ღმერთმა?
24
რადგან ოხვრა მქცევია საზრდოდ, და ჩემი ქვითინი წყალივით იღვრება.
25
რადგან მეწია შიში, რომელიც მზარავდა, და რაც მაძრწუნებდა, ის დამემართა.
26
აღარ მაქვს სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება, – მხოლოდ ვაება.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
Recommended Reading
Commentary
Job Commentaries
→
Devotional
Job Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→