bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 38
Job 38
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 39 →
1
მაშინ მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა:
2
„ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის?
3
წელი შემოისარტყლე ვაჟკაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი:
4
სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება,
5
ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი?
6
რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,
7
როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?
8
ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან?
9
როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად?
10
როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი?
11
და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’
12
ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი,
13
რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან?
14
იგი იცვლება, როგორც თიხა საბეჭდავის ქვეშ, და ისინი დგანან, როგორც სამოსელი.
15
და წაერთმევათ უკეთურთ ნათელი, შემართული მკლავი შეიმუსრება.
16
თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე?
17
თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს?
18
თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?
19
სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი?
20
რომ მიაღწიო მის საზღვარს და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს.
21
იცი შენ, რადგან მაშინ დაიბადე, და დიდია რიცხვი შენი დღეებისა!
22
თუ შესულხარ თოვლის საგანძურებში, და სეტყვის საგანძურები თუ გიხილავს,
23
ძნელბედობისთვის რომ მოვიმარაგე, ბრძოლისა და ომის დღისათვის?
24
რა გზით ნაწილდება ნათელი, და როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი მიწაზე?
25
ვინ გახსნა კალაპოტი ნიაღვრისათვის და გზა – ჭექა-ქუხილთათვის,
26
რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე და უდაბნოში, სადაც ადამიანის ჭაჭანება არ არის?
27
რათა გააძღოს უდაბური და ხრიოკი და აღმოაცენოს მწვანე ბალახი.
28
თუ ჰყავს წვიმას მამა? ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?
29
ყინული ვისი საშოდან გამოვიდა? და ციური ჭირხლი ვინ დაბადა?
30
წყალი ქვასავით იყინება, და იკვრის უფსკრულის ზედაპირი.
31
თუ შეკრავ ხომლის საკვრელებს ან ორიონის საბელებს თუ გახსნი?
32
თუ ამოიყვან თანავარსკვლავედს თავის დროზე, და თუ წარუძღვები დათვს თავის ბელებთან ერთად?
33
თუ იცი ცათა კანონები? ან თუ დაადგენ მის წესს მიწაზე?
34
ღრუბელს თუ მიაწვდენ ხმას, რათა წყლის თქეშმა დაგფაროს?
35
ელვებს თუ წარავლენ, რომ წავიდნენ და გითხრან: ‘აქა ვართ?’
36
ვინ ჩადო გულში სიბრძნე? და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?
37
ვისა აქვს სიბრძნე ღრუბლების დასათვლელად, და ვინ წამოაქცევს ცის რუმბებს,
38
როცა მტვერი შენივთდება და გოროხები ერთმანეთს ეწებება?
39
შეგიძლია ლომს მსხვერპლი მოუნადირო, და შიმშილი მოუკლა ლომის ბოკვერებს,
40
როცა ბუნაგებში გაწოლილან ან თავიანთ საფარში წვანან?
41
საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან, და საზრდოს საძიებლად დაძრწიან?
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42