bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 34
Job 34
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 35 →
1
და განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
2
„ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები, მცოდნენო, ყური დამიგდეთ!
3
რადგან ყური გამოცდის სიტყვებს, როგორც სასა გემოს უგებს საკვებს.
4
ავირჩიოთ, რაც სამართლიანია. ჩვენს შორის გავარკვიოთ, რა არის კეთილი.
5
რადგან იობმა თქვა: ‘მართალი ვარ და ღმერთმა წამართვა ჩემი სამართალი.
6
ტყუილი ვთქვა ჩემს სამართალზე? მოუშუშებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარ!’
7
ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას წყალივით რომ სვამდეს?
8
ავისმოქმედთა გუნდს რომ მისდევდეს? და უკეთურ ხალხთან იაროს?
9
რადგან მან თქვა: ‘არაფრად არგია კაცს, რომ ღმერთს აამოს.’
10
ამიტომ ისმინეთ ჩემი, გულისხმიერნო კაცნო! შორს არის ღმერთი ბოროტებისაგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისაგან!
11
რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და კაცს მისი გზისამებრ მიაგებს.
12
ჭეშმარიტად, ღმერთი არ იქმს ბოროტს და ყოვლადძლიერი არ ამრუდებს სამართალს!
13
ვინ ჩააბარა მას მიწა? ან ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
14
თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას,
15
ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა.
16
თუ შეგიძლია, ისმინე ეს, ყური უგდე ჩემი სიტყვების ჩქამს!
17
ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? და ნუთუ ბრალს დასდებ ძალმოსილ მართალს?
18
ვინ ეუბნება მეფეს: ‘არამზადავ!’ და დიდგვაროვანს: ‘უკეთურო!’;
19
ვინ არ მიჰკერძავს მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ მიიჩნევს, რადგან ყველანი მის ხელთა ქმნილებანი არიან?
20
ერთ წამში იხოცებიან ისინი; შუაღამისას ტორტმანებს ხალხი და იღუპება, და წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,
21
რადგან მისი თვალები ადამიანის გზებს დასცქერის და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
22
არ არსებობს არც ბნელი და არც წყვდიადი, სადაც დაიმალებოდა ავისმოქმედი;
23
რადგან იგი არ უწესებს კაცს ვადას ღმერთთან სამსჯავროზე მისასვლელად.
24
ის მუსრავს ძლიერთ განუკითხავად და სხვებს აყენებს მათ ნაცვლად,
25
რადგან იცის მათი ნამოქმედარი. ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;
26
უკეთურთ დალახვრავს სხვათა თვალთა წინ.
27
რადგან განუდგნენ მას და არ შეიმეცნეს მისი გზები.
28
მასთან მივიდა ღატაკთა ღაღადი, და დაჩაგრულთა ღაღადი მისწვდა მას.
29
როცა ის დუმს, ვინ არის მისი ბრალმდებელი? როცა სახეს იფარავს, ვინ არის მისი მხილველი? იქნება ეს ერი, თუ ერთი კაცი? –
30
რათა არ იმეფოს უღვთო ადამიანმა, ხალხის მახეში გამბმელმა.
31
ვინმეს თუ უთქვამს ღმერთისათვის: ‘მე მოვიხადე სასჯელი, აღარ შევცოდავ,
32
შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ’.
33
განა შენი განსჯით უნდა მიუზღავდეს იგი, რადგან შენ მას ეწინააღმდეგები? შენ უნდა აირჩიო და არა მე. მაშ თქვი, რაც იცი.
34
მეტყვიან გულისხმიერი კაცები და ბრძენნი, მე რომ მისმენენ:
35
‘უაზროდ ლაპარაკობს იობი და მის სიტყვებს გონიერება აკლია.’
36
ერთი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ავკაცთა მსგავსად რომ პასუხობს!
37
რადგან თავის ცოდვას უმატებს ამბოხს, ხელს ხელზე შემოჰკრავს ჩვენს შორის და სიტყვას ამრავლებს ღვთის წინააღმდეგ!“
← Chapter 33
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 35 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42