bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 18
Job 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 19 →
1
მაშინ მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა:
2
„როდემდე ინადირებთ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ.
3
რატომ გვთვლი პირუტყვებად და გონებაჩლუნგებად?
4
საკუთარმა რისხვამ გსურს დაგფლითოს? შენი გულისთვის ხომ არ იქნება მიტოვებული მიწა, და დაიძრება კლდე თავისი ადგილიდან?
5
ურჯულოთა ნათელი იშრიტება და არ ელვარებს ალი მათი ცეცხლისა.
6
მათ კარავში ნათელი ბნელდება და მათი სანთელი მათ თავზე ქრება.
7
მოკლდება მათი ძლიერების ნაბიჯები, და საკუთარი რჩევა ამხობს მათ,
8
რადგან ფეხებით ბადეში იხლართებიან და მახეში აბიჯებენ.
9
მარყუჟი ქუსლით იჭერს მათ, და მახე იხელთებს მათ.
10
დამალულია მიწაზე მათთვის საბელი, დაგებულია ხაფანგი მათ ბილიკზე.
11
ყოველი მხრიდან აფრთხობენ მათ საშინელებები, და ფეხდაფეხ მისდევენ მათ.
12
შიმშილი ძალას აცლის, დაღუპვა მზადაა, მათ გვერდითაა.
13
კანს უჭამთ ნაწილ-ნაწილ, ასოებს უჭამთ სიკვდილის პირმშო.
14
ამოიძირკვებიან საიმედო კარვიდან, და საშინელებათა მეფესთან წაჰგვრიან მათ.
15
მათ კარავში აღარაფერი რჩება, მათ საბინადროს გოგირდი გადაეყრება.
16
ქვეშ ფესვები უხმებათ, მაღლიდან ტოტები უჭკნებათ.
17
ქრება მათი სახსენებელი ქვეყნიდან, და სახელი აღარა აქვთ ქუჩაზე.
18
განდევნილნი არიან ნათლიდან ბნელში, წუთისოფელს მოწყვეტილნი.
19
არც ნაშიერი, არც შთამომავალი არ ეყოლებათ თავის ხალხს შორის. არც ნამატი დაურჩებათ საბინადროში.
20
მათი ბედის გამო განცვიფრდებიან დასავლეთში, და აღმოსავლეთში მყოფთ შეიპყრობს ძრწოლა.
21
სწორედ ასეთია უღვთოთა საცხოვრებლები და ასეთია მათი ადგილი, ვინც ღმერთს არა სცნობს.“
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42