bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Job 8
Job 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 9 →
1
მაშინ მიუგო ბილდად შუხელმა:
2
„როდემდე ილაპარაკებ ასე? შენი პირიდან გამოსული სიტყვები ცარიელი ქარია!
3
ნუთუ ღმერთი გაამრუდებს სამართალს, და ყოვლადძლიერი გაამრუდებს სიმართლეს?
4
თუ შენმა შვილებმა შესცოდეს მის წინაშე, მან ისინი გადასცა მათსავე ურჯულოებას.
5
შენ რომ ღმერთი გეძებნა და ყოვლადძლიერს შევედრებოდი,
6
წრფელი რომ ყოფილიყავი, ახლა იფხიზლებდა ის შენთვის და აღგიდგენდა შენი სიმართლის ადგილს.
7
და თუ შენი დასაწყისი მცირე იყო, შენი დასასრული დიდად გაიზრდება.
8
ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების ნაკვლევი.
9
რადგან გუშინდელნი ვართ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე.
10
განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან? და გულიდან არ ამოიღებენ სიტყვებს?
11
ნესტის გარეშე თუ იზრდება ჭილი? უწყლოდ თუ ამოდის ლერწამი?
12
იგი ჯერ ნორჩია და მოუჭრელი, და მაინც ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.
13
ასევეა ყველას ბილიკები, ვინც ღმერთს ივიწყებს. და უღვთოთა იმედი გაქარწყლდება.
14
რადგან წარიკვეთება მათი სასო და მათი იმედი ობობის ქსელს დაემსგავსება.
15
მიეყდნობა თავის სახლს, ის კი ვერ გაუძლებს, მოეჭიდება მას და ვერ დაიჭერს.
16
ცოდვილი ნედლია მზის ამოსვლამდე, ბაღნარზეა გადმოშლილი მისი ყლორტები.
17
ქვების გროვაშია ჩახლართული მისი ფესვები, ქვის ლოდებშია ჩაჭედილი.
18
მაგრამ თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, ბაღი უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო.
19
აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული, მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.
20
ხედავ, ღმერთი არ მოიძულებს უმანკოს, და არ შეეწევა ბოროტმოქმედებს.
21
კვლავ აგივსებს პირს სიცილით, და ბაგეებს აგივსებს სიხარულის ყიჟინით.
22
შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან და ურჯულოთა კარავი აღარ იქნება!“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42