bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 1
Deuteronomy 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 2 →
1
ეს არის სიტყვები, რომლებიც ელაპარაკა მოსე მთელ ისრაელს იორდანეს გაღმა, ყარაბას უდაბნოში, სუფის პირდაპირ, ფარანსა და თოფელს, ლაბანსა, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის,
2
რომელიც 11 დღის სავალზეა ხორებიდან, სეყირის მთის გავლით, კადეშ-ბარნეაყამდე.
3
მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვის პირველ დღეს, უთხრა მოსემ ისრაელიანებს ყოველივე, რაც უბრძანა მას უფალმა მათთვის სათქმელად.
4
ეს იყო მას შემდეგ, რაც განგმირეს სიხონი, მეფე ამორეველთა, რომელიც მკვიდრობდა ხეშბონში, და ყოგი, მეფე ბაშანისა, რომელიც მკვიდრობდა ყაშთაროთსა და ედრეყში.
5
იორდანეს გაღმა, მოაბელთა ქვეყანაში, დაიწყო მოსემ განმარტება ამ რჯულისა და თქვა:
6
უფალმა, ღმერთმა ჩვენმა, გვითხრა ხორებში: „გეყოთ ამ მთაზე ცხოვრება;
7
გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარე ევფრატამდე.
8
აჰა, გაძლევთ თქვენ ამ ქვეყანას. მიდით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მოცემაც გულით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, და მათ მოდგმას.“
9
და მე მაშინ ასე გითხარით: „არ შემიძლია მარტოს თქვენი ტარება!
10
უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაგამრავლათ, და აჰა, დღეს ურიცხვნი ხართ, როგორც ცის ვარსკვლავები.
11
უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, გამრავლოთ თქვენ ათასგზის მეტად, ვიდრე დღესა ხართ, და გაკურთხოთ, როგორც დაგპირდათ!
12
მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი და თქვენი ტვირთი და თქვენი შუღლი?
13
ამოირჩიეთ თქვენი ტომებიდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ წინამძღვრებად.“
14
ამაზე თქვენ მიპასუხეთ: კარგ საქმეს გვთავაზობო.
15
და ავიყვანე მთავრები თქვენი ტომებიდან, ბრძენი და გამოცდილი კაცები და დაგინიშნეთ ისინი წინამძღვრებად, ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და თქვენი ტომების ზედამხედველებად.
16
და მე ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს მაშინ: „მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად, როგორც ძმასა და ძმას შუა, ასევე მათსა და ხიზანთა შუა.
17
ნუ იქნებით მიკერძოებულნი სასამართლოზე: ერთნაირად მოუსმინეთ ძლიერსა და სუსტს. ნუ შეუშინდებით კაცს, რადგან სამართალი ღვთისაა! საქმე, რომელიც გემძიმებათ, მე წარმომიდგინეთ, და მოვისმენ მას.“
18
იმჟამადვე გამცნეთ ყველაფერი, რაც უნდა შეგესრულებინათ.
19
და ავიყარეთ ხორებიდან, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და გავიარეთ მთელი ეს დიდი და საშინელი უდაბნო, რომელიც იხილეთ ამორეველთა მთისაკენ მიმავალ გზაზე, და მივედით კადეშ-ბარნეაყამდე.
20
და იქ გითხარით მე თქვენ: „თქვენ მოხვედით ამორეველთა მთამდე, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევს.
21
აჰა, გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი, ამ ქვეყანას. წადით, დაიმკვიდრეთ, როგორც გვითხრა ჩვენ უფალმა, ჩვენი მამების ღმერთმა. ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით!“
22
მაგრამ თქვენ ყველანი მოხვედით ჩემთან და მითხარით: „გავგზავნით კაცებს ჩვენს წინ, რათა დაზვერონ ის ქვეყანა და მოგვიტანონ ამბავი იმ გზისა, რომლითაც უნდა ვიაროთ, და იმ ქალაქებისა, რომლებშიც შესვლა მოგვიწევს.“
23
მე მომეწონა ეს გეგმა, და ამოვირჩიე 12 კაცი, თითო ტომიდან თითო.
24
და გაემგზავრნენ ისინი და გადაიარეს მთა, მივიდნენ ეშქოლის ხეობამდე და დაზვერეს იგი,
25
და მოკრიფეს ხილი იმ ქვეყნისა, ჩვენ მოგვართვეს და ამბავი მოგვიტანეს: ნაყოფიერია ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, ჩვენი ღმერთი, გვაძლევსო.
26
მაგრამ თქვენ არ ინებეთ იქ ასვლა და წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას,
27
და დრტვინავდით თქვენს კარვებში, და ამბობდით: „ჩვენ უფალს ვძულვართ და იმიტომ გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპად.
28
სად უნდა წავიდეთ? ჩვენმა ძმებმა გული გაგვიტეხეს და გვითხრეს: იქაური ხალხი ჩვენზე ბრგეა და მაღალი, ცამდე აზიდული სიმაგრეებით გარშემორტყმული დიდი ქალაქები აქვთ და ყანაკელნიც ვიხილეთო იქ.“
29
მე გითხარით თქვენ: „ნუ ძრწით და ნუ გეშინიათ მათი.
30
უფალი, თქვენი ღმერთი, წინ მიგიძღვით. ის იბრძოლებს თქვენთვის ისევე, როგორც ეგვიპტეში გააკეთა თქვენს თვალწინ,
31
და ამ უდაბნოში, როგორც თავად იხილეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც თავისი შვილი ატაროს კაცმა, ისე გატარებდათ მთელ გზაზე, რომელიც განვლეთ, ვიდრე მოხვიდოდით ამ ადგილამდე.
32
ამის შემდეგაც არ ერწმუნეთ უფალს, თქვენს ღმერთს,
33
რომელიც წინ მიგიძღვოდათ, რათა დასაბანაკებელი ადგილი მოენახა თქვენთვის, – ღამით ცეცხლივით მიდიოდა, რათა ეჩვენებინა თქვენთვის სწორი გზა, დღისით კი ღრუბლის სახით მიდიოდა.“
34
გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვები, განრისხდა და დაიფიცა:
35
„ამ უკეთური თაობიდან ვერავინ იხილავს იმ კეთილ ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი თქვენს მამებს.
36
მხოლოდ ქალებ იეფუნეს ძე იხილავს მას. მას და მის ძეთ მივცემ მიწას, რომელსაც ფეხი დაადგა, რადგან ბოლომდე უფლის ერთგული იყო.“
37
მეც განმირისხდა უფალი თქვენს გამო და ასე მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ.
38
იესო, ნავეს ძე, რომელიც შენს წინაშე დგას, შევა იქ. გაამხნევე, რადგან ის დაუმკვიდრებს ისრაელიანთ იმ ქვეყანას.
39
და თქვენი ძუძუზე მყოფნი, რომლებზეც ამბობდით, მტრის ნადავლი გახდებიანო, და თქვენი ჩვილები, რომლებიც დღეს ავსა და კარგს ვერ არჩევენ, ისინი შევლენ იქ, და მათ მივცემ იმ მიწას, და ისინი დაიმკვიდრებენ მას.
40
თქვენ კი მიბრუნდით და გაემგზავრეთ უდაბნოში, მეწამული ზღვის გზით.“
41
მაშინ თქვენ პასუხად მომიგეთ: „შევცოდეთ უფალს! წავალთ და ვიბრძოლებთ, როგორც გვიბრძანა უფალმა, ღმერთმა ჩვენმა.“ და აისხით თითოეულმა თქვენი საჭურველი, და დაუფიქრებლად გადაწყვიტეთ მთაზე ასვლა.
42
მაშინ მითხრა უფალმა, რომ თქვენთვის მეთქვა: „ნუ ახვალთ მთაზე და ნუ შეებრძოლებით, რადგან არა ვარ თქვენს შორის და დაგამარცხებთ მტერი!“
43
მე გადმოგეცით, მაგრამ არ ისმინეთ, წინ აღუდექით უფლის ბრძანებას, გაკადნიერდით და ახვედით მთებში.
44
და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ ამორეველნი, რომელნიც მკვიდრობდნენ იქ, და დაგესივნენ, როგორც ფუტკარმა იცის, და გმუსრავდნენ სეყირიდან ხორმამდე.
45
და როცა დაბრუნდით, ტიროდით უფლის წინაშე, მაგრამ ყურად არ იღო უფალმა თქვენი ქვითინი და არ შეისმინა თქვენი.
46
და დიდხანს იყავით კადეშში, საკმაოდ დიდხანს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34