bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 8
Deuteronomy 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 9 →
1
ყოველი მცნება, რომელსაც მე დღეს შენ გამცნებ, ეცადე, შეასრულო, რათა იცოცხლო და გამრავლდე, და მიხვიდე და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელიც შეჰფიცა უფალმა შენს მამებს.
2
გახსოვდეს მთელი გზა, რომლითაც გატარა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეს 40 წელიწადი უდაბნოში, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა შეეტყო, თუ რა გიდევს გულში, დაიცავდი მის მცნებებს თუ არა.
3
და გათვინიერებდა, გაშიმშილებდა, გაჭმევდა მანანას, რაც არ იცოდით, რა იყო ის, არც შენ და არც შენმა მამებმა, რათა შეგეცნო, რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.
4
ტანზე სამოსელი არ გაგცვეთია და ფეხი არ გაგსივებია მთელი ამ 40 წლის მანძილზე.
5
გახსოვდეს, რომ როგორც მამა წვრთნის თავის ძეს, ისე გწვრთნის შენ უფალი, შენი ღმერთი.
6
და დაიცავი მცნებანი უფლისა, შენი ღმერთისა, რათა მისი გზებით იარო და გეშინოდეს მისი.
7
რადგან უფალს, შენს ღმერთს, კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ, ქვეყანაში, სადაც წყლის ნაკადულები, წყაროები და მიწისქვეშა წყლები მოედინება მთასა და ბარში.
8
ხორბლისა და ქერის, ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის ქვეყანაში; ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,
9
ქვეყანაში, სადაც მაძღრად გექნება პური, და არაფერი დაგაკლდება; ქვეყანაში, რომლის ქვები რკინაა და მისი მთებიდან მოიპოვებ სპილენძს.
10
და როცა შეჭამ და გაძღები, აკურთხე უფალი, შენი ღმერთი, იმ მადლიანი მიწისათვის, რომელიც მოგცა.
11
და გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, ღმერთი შენი, დაიცავი მისი მცნებები, მისი წესები და კანონები, რომელთაც მე დღეს გაუწყებ.
12
და, როცა მაძღრისად შეჭამთ და აიშენებთ მშვენიერ სახლებს და შესახლდებით,
13
და როცა გაიმრავლებ ცხვარსა და ძროხას, ბევრი გექნება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე უხვად გექნება,
14
არ გაამაყდე და არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან;
15
რომელმაც გატარა დიდსა და საშინელ უდაბნოში, სადაც გესლიანი გველები, მორიელები და ხრიოკებია; სადაც არ იყო წყალი, მან კი სალი კლდიდან გამოადინა შენთვის წყალი;
16
ის უდაბნოში გკვებავდა მანანით, რასაც არ იცნობდნენ შენი მამები, რათა მოეთვინიერებინე და გამოეცადე, რათა სიკეთე ექნა ბოლოს შენთვის;
17
და რომ არ თქვა გულში: ჩემმა ძალამ და ჩემმა მტკიცე მკლავმა შემძინაო მე ეს ქონება!
18
უნდა გახსოვდეს უფალი, შენი ღმერთი, რადგან იგი გაძლევს ძალას ქონების შესაძენად, რათა შეასრულოს თავისი აღთქმა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს, როგორც დღემდე ასრულებს.
19
და თუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, და გაჰყვები უცხო ღმერთების კვალს და მოემსახურები, და თაყვანს სცემ მათ, დღეს ვფიცავ ცასა და მიწას, რომ უსათუოდ დაიღუპებით;
20
იმ ხალხებივით, რომელთაც უფალი ღუპავს თქვენს წინაშე, თქვენც დაიღუპებით, თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, ხმას.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→