bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 33
Deuteronomy 33
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 34 →
1
ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები თავისი სიკვდილის წინ.
2
მან თქვა: „უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა.
3
უყვარს უფალს თავისი ხალხი! ყოველი წმიდა შენს ხელშია, უფალო, ყველა ისინი შენს ფეხებთან ტრიალებენ და ასრულებენ შენს ბრძანებებს.
4
რჯული მოსემ მოგვცა, უძღვნა იგი იაკობის კრებულს.
5
და დადგა მეფე იეშურუნის სათავეში, როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცნი, როცა ისრაელის ტომები შეიკრიბნენ.
6
იცოცხლოს რეუბენმა და ნუ მოკვდება; და იყოს მისი ხალხი რიცხვმრავალი!
7
და ეს თქვა იუდაზე: ‘ისმინე, უფალო, იუდას ხმა და მიიყვანე თავის ხალხთან იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის და მტერთაგან შემწედ შენ ეყოლები.’
8
და ლევიზე თქვა: ‘შენი თუმიმი და ურიმი დარჩეს შენს წმიდა კაცთან, რომელიც მასაში გამოსცადე, და ედავე – მერიბას წყლებთან,
9
რომელიც ამბობს თავის მამასა და დედაზე: მე ისინი არ მინახავსო, ხოლო თავის ძმებზე: მე მათ არ ვიცნობო, და თავის ძეზე, ლევიანებზე: მე მისი არაფერი ვიციო. რადგან ისინი იცავენ შენს ნათქვამს და ინახავენ შენს აღთქმას,
10
ასწავლიან შენს კანონებს იაკობს და შენს რჯულს აუწყებენ ისრაელს, საკმეველს დებენ შენს წინაშე და სრულადდასაწველს – შენს საკურთხეველზე.
11
აკურთხე, უფალო, მისი ძალა, და კეთილად მოხედე მისი ხელის ნაღვაწს. წელი მოსწყვიტე მის მოწინააღმდეგეებსა და მოძულეებს, რომ ფეხზე ვეღარ დადგნენ.’
12
და ბენიამინზე თქვა: ‘უფლის საყვარელი უშიშრად ცხოვრობს! უფალი მფარველობს მას დღენიადაგ, და იგი დავანებულია უფლის ბეჭთა შორის.’
13
და იოსებზე თქვა: ‘უფალმა აკურთხა მისი მიწა მაღლით ცის მადლიანი ძღვენით – ნამით – და ძირს განრთხმული უფსკრულების ძღვენით,
14
მზისგან მოცემული მადლიანი მოსავლითა და მთვარის მადლიანი ნაყოფით,
15
და ძველი მთების პირველნაყოფით, და საუკუნო ბორცვების მადლით,
16
და მიწის მადლით და მისი სისავსით. მაყვლოვანში დავანებულის წყალობა გადმოვიდეს იოსების თავზე და მის ძმათა შორის გამორჩეულის კეფაზე.
17
მას პირველნაშობი კუროს ბრწყინვალება აქვს, რქანი მისნი, რქა გარეული ხარისა; მით დარქენს ის ხალხებს მთელი ქვეყნის კიდემდე, რომლებიც არიან ათიათასები ეფრემისა და ათასეულები მანაშესი.’
18
და ზებულუნზე თქვა: ‘იხარე, ზებულუნ, შენი გამოსვლისას; და, ისაქარ, იხარე შენს კარვებში!
19
და მოიწვევენ მთაზე ხალხებს, იქ შესწირავენ სამართლის მსხვერპლს, რადგან ისინი ზღვათა სიუხვით საზრდოობენ და ქვიშაში დამარხული საგანძურებით.’
20
და გადზე თქვა: ‘კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და ბდღვნის ნადავლის თავ-ფეხს.
21
და აირჩია თავისთვის საუკეთესო წილი, რადგან იქ იყო გადანახული რჯულმდებლის წილი. მოვიდა იგი ხალხის თავკაცებთან ერთად და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს.’
22
და დანზე თქვა: ‘დანი ლომის ბოკვერია, ბაშანის მთებიდან გამოვარდნილი.’
23
და ნაფთალზე თქვა: ‘ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით. დასავლეთით და სამხრეთით დაემკვიდრება.’
24
და აშერზე თქვა: ‘კურთხეულია შვილთა შორის აშერი. თავისი ძმების სასურველი იქნება, დაე, ტერფები წმინდა ზეთში ჩადგას.
25
რკინისა და ბრინჯაოსა იქნება შენი კარიბჭის ურდულები; სიბერე შენი იქნება ვითარცა სიჭაბუკე შენი.’
26
არ არის იეშურუნის ღმერთის სადარი, რომელიც ზეცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში – თავისი დიდებით.
27
შენი თავშესაფარია ძველი ღმერთი, და მკლავი მარადიულისა საყრდენია შენი. მტრებს განდევნის შენი პირისგან და გეტყვის: მუსრი გაავლეო!
28
უშფოთველად ცხოვრობს ისრაელი, მარტო ცხოვრობს იაკობი პურისა და ღვინის ქვეყანაში; ცვარს აფრქვევს მისი ზეცა.
29
ბედი გქონია, ისრაელ! ვინ შეგედრება შენ, ერო, უფლის მიერ დაცულო, რომელიც შენი შეწევნის ფარია, და შენი დიდების მახვილი! შენი მტრები დაგემონებიან, და შენ ფეხით გადაჯეგავ მათი თაყვანისცემის გორაკებს.“
← Chapter 32
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 34 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→