bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 25
Deuteronomy 25
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 26 →
1
თუ ორ კაცს რაიმე დავა ჩამოვარდებათ ერთმანეთში, სასამართლოს წინაშე წარდგნენ. და განსჯიან მათ; მართალს გაამართლებენ და მტყუანს ბრალს დასდებენ;
2
და თუ დამნაშავე გაჯოხვას იმსახურებს, წამოაქცევინოს მსაჯულმა და აცემინოს თავის თვალწინ მისი დანაშაულის კვალობაზე, სათვალავით.
3
ორმოცჯერ დაარტყან, მეტი არა, თორემ, თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენი მოძმე შენს თვალში.
4
კევრში შებმულ ხარს პირს ნუ აუკრავ.
5
თუ ძმები ერთად ცხოვრობენ და ერთი მათგანი უშვილოდ მოკვდება, მკვდრის ცოლი გარეთ არ უნდა გათხოვდეს უცხო კაცზე, არამედ მისი მაზლი შევიდეს მასთან და შეირთოს იგი ცოლად, და შეუსრულოს მაზლობის წესი.
6
და პირმშო, რომელსაც ქალი გააჩენს, ის აღუდგენს მკვდარი ძმის სახელს, რათა არ წარიხოცოს მისი სახელი ისრაელიდან.
7
მაგრამ თუ არ ისურვებს მაზლი თავისი რძლის შერთვას, ქვრივი უხუცესებთან ავიდეს ქალაქის კარიბჭესთან და თქვას: არა სურსო ჩემს მაზლს სახელი აღუდგინოს თავის ძმას ისრაელში, არა სურს მას ჩემი შერთვაო.
8
და დაიბარებენ მაზლს ქალაქის უხუცესები და მოელაპარაკებიან. და თუ ადგება ის და იტყვის: არ მსურს მისი შერთვაო,
9
მივა მასთან რძალი უხუცესთა თვალწინ და გახდის ფეხსაცმელს ფეხზე და სახეში შეაფურთხებს, და ეტყვის: ამის ღირსია კაცი, რომელიც არ აშენებსო თავისი ძმის სახლს.
10
და სახელად დაერქმევა მის მოდგმას „ფეხშველანი“
11
თუ კაცები წაიჩხუბებიან და ერთ-ერთის ცოლი ქმრის საშველად გავა და მოჩხუბარ კაცს სარცხვინელით დაითრევს,
12
ხელის მტევანი მოკვეთე ქალს, წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას!
13
ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – სწორი და მრუდე.
14
ნუ გექნება სახლში ორგვარი საწყაო – სწორი და მრუდე.
15
საწონი სრული და სწორი გქონდეს, საწყაო სრული და სწორი გქონდეს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს,
16
რადგან სძულს უფალს, შენს ღმერთს, ყველა უკანონობის მოქმედი.
17
გაიხსენე, რა გიყო ყამალეკმა გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდი,
18
როგორ დაგიხვდა გზაზე და კუდი მოგწყვიტა, როცა შენ დაღლილი და ღონემიხდილი იყავი, და არ შეეშინდა მას ღმერთისა.
19
და როცა დაგასვენებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენი გარეშემო მტრისაგან იმ ქვეყნაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, წაშალე სახელი ყამალეკისა ცისქვეშეთში; არ დაგავიწყდეს!
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34