bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 7
Deuteronomy 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 8 →
1
როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ და განდევნის მრავალრიცხოვან ხალხებს იქიდან – ხეთელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და ქანაანელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს – შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანსა და ძლიერს,
2
და ხელში ჩაგაგდებინებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და დაამარცხებ მათ, დაარისხე ისინი, არ შეკრა მათთან კავშირი და არც დაინდო.
3
არ დაუმოყვრდე მათ, შენი ასული არ მისცე მის ძეს და მისი ასული არ მოუყვანო შენს ძეს ცოლად;
4
რადგან განაშორებენ შენს ძეს ჩემგან, და მსახურებას დაუწყებენ უცხო ღმერთებს, და აღიგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და სწრაფად გაგანადგურებთ.
5
არამედ ასე მოექეცით მათ: დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები და მათი ძეგლები დაამსხვრიეთ, მათი აშერები აკაფეთ, და მათი ქანდაკებები დაწვით ცეცხლში.
6
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლის, შენი ღმერთისათვის. შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყო მისთვის უნჯ ხალხად ყველა ხალხთაგან, რომელნიც დედამიწის ზურგზე არიან.
7
მრავალრიცხოვნების გამო ვერ ამოგირჩევდათ თქვენ უფალი – თქვენ ხომ ყველა სხვა ხალხებზე მცირერიცხოვანი ხართ,
8
არამედ, თქვენდამი მისი სიყვარულის გამო ამოგირჩიათ, და კიდევ იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, – აი ამიტომ გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის, ხელიდან.
9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ერთგული ღმერთი, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას მის მოყვარულთათვის და მის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე.
10
და მიაგებს მის მოძულეებს მისაგებელს მათ დასაღუპად. არ დააგვიანებს, თავის მოძულეს პირადად მიუზღავს.
11
მაშ დაიცავი მცნებები, წესები და კანონები, რომელთაც მე გაუწყებ დღეს შესასრულებლად.
12
და თუ შეისმენთ ამ სამართალს და დაიცავთ და შეასრულებთ, უფალი, შენი ღმერთი, შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რაც შეჰფიცა შენს მამებს.
13
და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; ცხვარ-ძროხის ნამატს იმ ქვეყანაში, რომელიც შენთვის მოსაცემად აღუთქვა შენს მამებს.
14
კურთხეული იქნები ყველა ხალხზე მეტად. თქვენში არ იქნება უნაყოფო, და არც თქვენს პირუტყვში – ბერწი.
15
და აგაშორებს უფალი ყოველგვარ სატკივარს. არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნებებს, რაც ნანახი გაქვს და იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.
16
და მოსპობ ყველა ხალხებს, რომელთაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს. არ დაინდოს შენმა თვალმა ისინი. და არ ემსახურო მათ ღმერთებს, რადგან მახე იქნება ეს შენთვის.
17
თუ გონებაში გაგივლის: ჩვენზე მრავალრიცხოვანი არიან ეს ხალხები და როგორ შევძლებთ მათ განდევნასო?
18
ნუ შეუშინდები მათ. გაიხსენე, რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა ფარაონსა და მთელ ეგვიპტეს,
19
გაიხსენე ის დიდი განსაცდელები, რაც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და აღმართული მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იგივეს გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხებს, რომლისაც გეშინია.
20
კრაზანასაც მიუსევს უფალი, შენი ღმერთი, ვიდრე არ გაანადგურებს მათ, ვინც შენ გადაგირჩა და დაგემალა.
21
ნუ უფრთხი მათ, რადგან უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის, დიადი და მრისხანე ღმერთი.
22
თანდათანობით განდევნის უფალი, შენი ღმერთი ამ ხალხებს შენგან. შენ არ მოგეცა მათი სწრაფად მოსპობის ხელმწიფება, რათა არ აოხრდეს ის ქვეყანა და არ მოზვავდეს ველის ნადირი.
23
და დაყრის მათ უფალი, შენი ღმერთი, და შეარყევს მათ დიდი შერყევით, ვიდრე ერთიანად არ განადგურდებიან.
24
და ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს, და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთიდან. წინ ვერავინ დაგიდგება, ვიდრე არ გადააშენებ მათ.
25
ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებები. ნუ ისურვებ წასაღებად, ვერცხლსა და ოქროს, ზედ რომ აკრავთ, რათა მახედ არ გექცეს, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის.
26
და ნუ შეიტან სისაძაგლეებს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. შეიძულე და შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→