bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 17
Deuteronomy 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 18 →
1
არ შესწირო უფალს, შენს ღმერთს, ზვარაკი ან ცხვარი, რომელსაც რაიმე ხინჯი აქვს, როგორიც არ უნდა იყოს ეს ხინჯი, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისათვის.
2
თუ აღმოჩნდება თქვენში, შენს რომელიმე ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, მამაკაცი ან დედაკაცი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის, შენი ღმერთის თვალში და გადაუხვევს მის აღთქმას,
3
წავა და მოემსახურება სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემს მათ: მზეს ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია,
4
და გეუწყება და მოისმენ, კარგად გამოიძიე. და თუ ეს სიმართლეა, სრული ჭეშმარიტებაა, და ეს სისაძაგლე მოხდა ისრაელში,
5
გაიყვანე შენს კარიბჭესთან ის მამაკაცი ან დედაკაცი, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა და ჩაქოლე.
6
ორი მოწმის, ან სამი მოწმის სიტყვით უნდა მოკვდეს, ვინც მოსაკლავია. ხოლო ერთი მოწმის სიტყვით არ შეიძლება მისი მოკვლა.
7
პირველად მოწმის ხელი უნდა შეეხოს მას მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის. და ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
8
თუ რაიმე მიზეზით გაგიძნელდა მკვლელობის, დავის და დასახიჩრების საქმეების გარჩევა შენს კარიბჭეებში, ადექი და ადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი,
9
მიდი ლევიან მღვდლებთან და მსაჯულთან, რომლებიც იქნებიან იმ დღეებში, და ჰკითხე და გეტყვიან სამსჯავროს განაჩენს.
10
და მოიქეცი იმ სიტყვისამებრ, რასაც გეტყვიან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, და ეცადე ყველაფერი შეასრულო, რასაც გასწავლიან.
11
მოიქეცი იმ რჯულისამებრ, რასაც გირჩევენ, და იმ სამართლისამებრ, რასაც გეტყვიან. არ გადაუხვიო სიტყვას, რომელსაც გეტყვიან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ.
12
ვინც თავხედურად მოიქცევა და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც უფლის, შენი ღმერთის, მსახურია, ან მსაჯულს, სასიკვდილოდ გადაეცით; და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან,
13
და მთელი ხალხი გაიგებს ამას, შეშინდება და აღარ გაკადნიერდება.
14
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, და დაიმკვიდრებ მას, დასახლდები იქ და იტყვი: „დავიდგენ მეფეს, ყველა იმ ხალხებივით, ჩემს ირგვლივ რომ არიანო“,
15
დაისვი მეფე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი; შენს მოძმეთაგან დაისვი მეფე; ნება არა გაქვს, უცხოელი დაისვა, რომელიც შენი მოძმე არ არის.
16
მეფემ არ უნდა გაიმრავლოს ცხენები და უკან არ უნდა დააბრუნოს ხალხი ეგვიპტეში ცხენების ამოსარეკად, ვინაიდან უფალმა გითხრათ თქვენ: „აღარ დაბრუნდეთ ამ გზით.“
17
მან არ უნდა იყოლიოს ბევრი ცოლები, რომ არ გაირყვნას მისი გული. და ვერცხლი და ოქრო არ გაიმრავლოს მეტისმეტად.
18
და როცა თავის სამეფო ტახტზე დაჯდება, გადაიწეროს ეს რჯულის წიგნი ლევიანი მღვდლებისაგან.
19
და თავისთან იქონიოს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს შიში უფლისა, თავისი ღმერთისა, რომ დაიცვას ამ რჯულის ყოველი სიტყვა და შეასრულოს მისი წესები.
20
რათა არ გაუმედიდურდეს თავის მოძმეებს და არ გადაუხვიოს მცნებას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დიდხანს იმეფონ მანაც და მისმა ძეებმაც ისრაელის მიწაზე.
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34