bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 12
Deuteronomy 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 13 →
1
აჰა, წესები და კანონები, რომელთაც უნდა ასრულებდეთ მთელი თქვენი დღე და მოსწრება იმ ქვეყანაში, სამკვიდროდ რომ მოგცათ უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა,
2
გაანადგურეთ ყველა ის ადგილი, სადაც ის ხალხები, რომელთაც თქვენ განდევნით, თავიანთ ღმერთებს ემსახურებოდნენ, მაღალ მთებსა და ბორცვებზე, და ყველა ფოთლოვანი ხის ძირას.
3
და დააქციეთ მათი სამსხვერპლოები, და დალეწეთ მათი ძეგლები, და მათი აშერები დაწვით ცეცხლით, და მათი ღმერთების ქანდაკებები დაჩეხეთ და მოსპეთ მათი სახელი იქიდან.
4
ხოლო ასე ნუ მოექცევით უფალს, თქვენს ღმერთს.
5
მხოლოდ იმ ადგილს მიმართეთ და იქ მიდით, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი ერთ-ერთი ტომის სამკვიდროდან თავისი სახელის დასადებად, თავის სავანედ.
6
და იქ მიიტანეთ თქვენი სრულადდასაწველი და თქვენი საკლავი, თქვენი მეათედები, თქვენი ხელის აღსამართავი და თქვენი აღთქმული, თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირავები ცხვრისა და ფურის პირველმოგებული.
7
და ჭამეთ იქ უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარეთ თქვენ და თქვენმა სახლმა თქვენი ნაამაგარით, რომელიც გიკურთხათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
8
არ გააკეთოთ ყოველივე ის, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ დღეს, – თითოეული ჩვენთაგანი თავის ჭკუაზე,
9
რადგან ჯერ კიდევ არ შესულხართ იმ ქვეყანაში, სადაც მშვიდობიანად იცხოვრებთ, იმ სამკვიდროში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
10
მაგრამ როცა გადახვალთ იორდანეს და დასახლდებით ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გიმკვიდრებთ, და სადაც დაგასვენებთ მტერთაგან, და უშიშრად იცხოვრებთ,
11
მაშინ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, მიიტანეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ: თქვენი სრულადდასაწველი და თქვენი საკლავი, თქვენი მეათედები, და თქვენი ხელის აღსამართავები და ყოველი რჩეული თქვენს აღთქმულთაგან, რაც კი აღუთქვით უფალს.
12
და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე თქვენ და თქვენმა ძეებმა, და თქვენმა ასულებმა, და თქვენმა მსახურებმა, და თქვენმა მხევლებმა, და ლევიანმა, რომელიც თქვენს კარიბჭესთან დგას (რადგან არა აქვს თავისი წილი და სამკვიდრო თქვენგან განსხვავებით).
13
გაფრთხილდი, არ აღავლინო შენი სრულადდასაწველი ყველგან, სადაც თვალი მიგიწვდება,
14
არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი შენს ერთ-ერთ ტომში; იქ აღავლინე შენი სრულადდასაწველი, და იქ გააკეთე ყველაფერი, რასაც მე გიბრძანებ.
15
ოღონდ ყოველთვის, როცა გულით მოისურვებ, შეგიძლია, დაკლა საკლავი და უფლის, შენი ღმერთის, კურთხევით ჭამო ხორცი, რომელიც მან მოგცა შენს ქალაქებში. გაუწმიდურებულსაც და გასუფთავებულსაც შეუძლია ჭამოს, როგორც ჭამენ ქურციკს და როგორც ჭამენ ირემს.
16
ოღონდ სისხლი არ ჭამოთ, ის წყალივით დაღვარეთ მიწაზე.
17
არ შეგიძლია, ჭამო შენს ქალაქებში პურის, ღვინისა და ზეთის მეათედი და შენი ცხვრისა და ფურის პირველმოგებული, და ყოველი შენი აღთქმული შესაწირავი, რომელიც აღთქმული გაქვს – შენი ნებაყოფლობითი შესაწირავები და შენი ხელის აღსამართავი.
18
არამედ მხოლოდ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ჭამეთ ის იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, შენ და შენმა ძემ და შენმა ასულმა, შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა, და ლევიანმა, რომელიც შენს ქალაქში ცხოვრობს. და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის, წინაშე მთელი შენი ნაამაგრით.
19
იცოდე, არ მიატოვო ლევიანი, ვიდრე ცოცხლობ შენს მიწაზე.
20
როდესაც გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვარს, როგორც გაუწყა და იტყვი: შევჭამო ხორცს, რადგან გული მიგივა ხორცის საჭმელად, მაშინ შენი გულის სურვილისამებრ ჭამე ხორცი.
21
თუ შორს იქნება შენგან ის ადგილი, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად, როგორც მე გიბრძანე, დაკალი შენი ზვარაკი ან ცხვარი, რომელიც მოგცა უფალმა, და ჭამე შენს ქალაქში, როცა მოგესურვება,
22
ოღონდ, როგორც ქურციკსა და ირემს ჭამენ, ისე ჭამეთ ის; გაუწმიდურებულსაც და გასუფთავებულსაც შეუძლიათ ჭამონ ის.
23
მხოლოდ მკაცრად ეკრძალე, რათა არა ჭამო სისხლი, რადგან სისხლი სულია და არ უნდა ჭამო სული ხორცთან ერთად.
24
არ ჭამო ის, წყალივით დაღვარე მიწაზე;
25
არ ჭამოთ ის, რათა კარგად იყვნეთ შენ და, შენს შემდეგ, შენი ძენი, რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია უფლის თვალში.
26
ოღონდ აიღე შენი წმიდა შესაწირავები, რაც გექნება, და შენი აღთქმული მსხვერპლები და მიდი იმ ადგილას, რომელსაც გამოარჩევს უფალი.
27
და შესწირე შენი სრულადდასაწველი, ხორცი და სისხლი, უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველზე. შენი სხვა მსხვერპლის სისხლი უნდა დაიღვაროს უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველზე, ხორცი კი ჭამე.
28
დაიცავი და გაიგონე ყველა ეს სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებ, რათა კარგად იყვნეთ შენ და შენი შვილები, შენს შემდეგ, უკუნისამდე, რადგან იმას გააკეთებ, რაც კარგი და სწორია უფლის, შენი ღმერთის თვალში.
29
როდესაც მოსრავს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომლებთანაც შენ მიდიხარ, რომ განდევნო ისინი შენი პირისაგან, და განდევნი მათ, და დასახლდები მათ მიწაზე,
30
გაფრთხილდი, არ გაება მახეში მას შემდეგ, რაც მოისპობიან შენი პირისაგან, და არ დაუწყო ძებნა მათ ღმერთებს და არ თქვა: როგორც ეს ხალხები ემსახურებიან თავიანთ ღმერთებს, მეც ისე მოვიქცევიო.
31
და არ მოექცე უფალს, შენს ღმერთს, ასე, რადგან ყველა სისაძაგლეს, რაც უფალს სძულს, ისინი თავიანთ ღმერთებს უკეთებდნენ. ისინი თავიანთი ღმერთების გულისთვის იმასაც კი აკეთებდნენ, რომ ცეცხლში უწვავდნენ თავიანთ ძეებსა და ასულებს.
32
ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიბრძანებთ, შეასრულეთ. ნურც რამეს მიუმატებთ მას და ნურც რამეს მოაკლებთ.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34