bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 31
Deuteronomy 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 32 →
1
და წავიდა მოსე და ელაპარაკა ეს სიტყვები მთელ ისრაელს,
2
და უთხრა მათ: „120 წლისა ვარ მე დღეს. აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. და უფალმა მითხრა: ვერ გადახვალო შენ იორდანეზე.
3
თქვენ თავად უფალი, თქვენი ღმერთი, გაგიძღვებათ წინ. ის გაანადგურებს იქ მცხოვრებ ხალხებს თქვენს წინაშე და დაგამკვიდრებთ იმ მიწაზე. იესო წაგიძღვებათ თქვენ, როგორც უფალმა თქვა.
4
და ისევე მოექცევა უფალი იმ ხალხებს, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს – ამორეველთა მეფეებს – და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი.
5
და თქვენს ხელში ჩაყრის მათ უფალი, და თქვენ მოექეცით მათ ისე, როგორც მე გაუწყეთ.
6
გამაგრდით და განმტკიცდით, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი, მოდის თქვენთან ერთად. ის არ დაგაგდებთ და არ მიგატოვებთ.“
7
და მოუხმო მოსემ იესოს და უთხრა მთელი ისრაელის წინაშე: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ამ ხალხს იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს, და შენ დაუმკვიდრებ მათ იმ მიწას.
8
თავად უფალი წაგიძღვება შენ, იგი იქნება შენთან, არ დაგაგდებს და არ მიგატოვებს. ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.“
9
და დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, რომლთაც უფლის აღთქმის კიდობნის ტარება ევალებოდათ, და – ისრაელის ყველა უხუცესს.
10
და უბრძანა მოსემ მათ ასე: „მეშვიდე წელს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე,
11
როცა მთელი ისრაელი გამოცხადდება უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევს, წაიკითხეთ ეს რჯული მთელი ისრაელის წინაშე მათ გასაგონად.
12
შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შეასრულონ და დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
13
და მათმა შვილებმა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ეს, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ იცოცხლებთ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“
14
და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მოახლოვდა შენი სიკვდილის ჟამი. მოუხმე იესოს და დადექით საკრებულო კარავთან, და მე დავარიგებ მას.“ და წავიდნენ მოსე და იესო და დადგნენ საკრებულო კარავთან.
15
და გამოეცხადა უფალი მათ კარავში, როგორც ღრუბლის სვეტი, და დადგა კარვის შესასვლელთან.
16
და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, შენ მალე მიიძინებ შენს მამებთან, ეს ხალხი კი ადგება და სამეძაოდ აეკიდება იმ ქვეყნის უცხო ღმერთებს, რომელშიც ის შედის, და მე მიმატოვებს, და დაარღვევს ჩემს აღთქმას, რომელიც დავუდე მას.
17
და აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, და მივატოვებ და დავუმალავ ჩემს სახეს, შთაინთქმება ის და შეემთხვევა მრავალი უბედურება და გაჭირვება. და იტყვის იმ დღეს: იმიტომ ხომ არ შემემთხვა ეს უბედურება, რომ ღმერთი არ არის ჩემშიო?
18
და მე დავუმალავ ჩემს სახეს იმ დღეს ყველა იმ ბოროტების გამო, რომელსაც იზამენ, სხვა ღმერთებისკენ პირმიქცეულნი.
19
და ახლა ჩაიწერეთ ეს გალობა, და ასწავლეთ ისრაელიანთ იგი, ჩაუდევი მათ ბაგეებში, რომ მემოწმებოდეს ეს სიმღერა ისრაელიანებთან,
20
რადგან მე მათ შევიყვან იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და შეჭამენ ისინი და გაძღებიან და გასუქდებიან, და მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ, და მათ მოემსახურებიან, და განმარისხებენ, და ჩემს აღთქმას დაარღვევენ.
21
და, როცა შეემთხვევათ მათ მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს სიმღერა მოწმედ იქნება მათ წინაშე, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; მე ვიცი მათი ზრახვა, რომელსაც ისინი განიზრახავენ დღეს, სანამ შევიყვანდე იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი.“
22
და ჩაწერა მოსემ ეს სიმღერა იმ დღეს და შეასწავლა იგი ისრაელის ძეთ.
23
და უბრძანა უფალმა იესო ნავეს ძეს და უთხრა: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეიყვან ისრაელის ძეთ იმ ქვეყანაში, რომელიც მე მათ ფიცით აღვუთქვი, და მე ვიქნები შენთან.“
24
და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა გრაგნილში,
25
ასე უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ:
26
„აიღეთ ეს რჯულის გრაგნილი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით, და იყოს იქ მოწმედ თქვენს წინააღმდეგ.
27
რადგან მე ვიცი თქვენი ურჩობა და თქვენი სიჯიუტე: და აჰა, როცა მე ვცხოვრობ თქვენთან დღეს, ეურჩებით უფალს, და რაღას იზამთ ჩემი სიკვდილის შემდეგ?
28
შემიკრიბეთ თქვენი ტომების ყველა უხუცესი და თქვენი ზედამხედველნი და მე ვიტყვი მათ გასაგონად ამ სიტყვებს, და მათ წინააღმდეგ მოწმედ მოვიყვან ცასა და მიწას.
29
მე ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ გაირყვნებით და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელიც მე გიბრძანეთ. და შეგემთხვევათ უბედურება მომავალ დღეებში, რადგან ბოროტებას ჩაიდენთ უფლის თვალწინ და განარისხებთ მას თქვენი ხელის ნამოქმედარით.“
30
და წარმოთქვა მოსემ ისრაელის მთელი კრებულის გასაგონად ამ სიმღერის სიტყვები ბოლომდე:
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34