bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 3
Deuteronomy 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 4 →
1
და გადავუხვიეთ, და ავედით ბაშანის გზით. და გამოვიდა ყოგი, ბაშანის მეფე, მთელი თავისი ჯარით ჩვენთან საომრად ედრეყში.
2
და მითხრა უფალმა მე: „ნუ გეშინია მისი, რადგან მე ხელში ჩაგიგდე იგი და მთელი მისი ჯარი და მისი ქვეყანა. და ისე მოექცევი მას, როგორც სიხონს მოექეცი, ამორეველთა მეფეს, რომელიც ხეშბონში ცხოვრობდა.“
3
და ხელში ჩაგვიგდო უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგი, ბაშანის მეფე, და მთელი მისი ჯარი. და მოვსპეთ იგი ისე, რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი.
4
და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი მაშინ; არ დარჩენილა ქალაქი, მათთვის რომ არ წაგვერთმია – ეს იყო 60 ქალაქი და მთელი არგობის მხარე და ყოგის სამეფო ბაშანში.
5
ყველა ეს ქალაქი გამაგრებული იყო მაღალი გალავნებით, კარიბჭეებით და ურდულებით; ამას გარდა – მრავალი უგალავნო ქალაქი.
6
შევმუსრეთ ისინი და დავარისხეთ – ისევე მოვექეცით, როგორც სიხონს, ხეშბონის მეფეს. იმ ქალაქებში ერთიანად შევმუსრეთ კაცი და ქალი, დიდი და პატარა.
7
მაგრამ საქონელი და ნადავლი იმ ქალაქებისა დავიტოვეთ.
8
და წავართვით იმ დროს ქვეყანა ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმა – არნონის ველიდან ხერმონის მთამდე.
9
(ციდონელები ხერმონს სირიონს უწოდებენ, ამორეველნი კი – სენირს).
10
ავიღეთ ბარის ყველა ქალაქი და მთელი გალაადი, მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეყამდე, ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში.
11
რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთაგან. აჰა, მისი სარეცელი რკინის სარეცელია, ის ყამონიანთა რაბათშია: ცხრა წყრთაა მისი სიგრძე და ოთხი წყრთაა მისი სიგანე, მამაკაცის წყრთით.
12
ეს ქვეყანა დავიპყარით მაშინ ყაროყერიდან, რომელიც არნონის დინებასთანაა; და ნახევარი გალაადის მთისა მისი ქალაქებიანად რეუბენიანებს და გადელებს მივეცი.
13
დანარჩენი გალაადი და მთელი ბაშანი, ყოგის სამეფო, მივეცი მანაშეს ნახევარტომს. (არგობის ყველა მიდამოს, მთელი ბაშანით, ძველად რეფაიმების ქვეყანას უწოდებდნენ.
14
იაირმა, მანაშეს ძემ, დაიპყრო არგობის მთელი მხარე, გეშურელთა და მაყაქათელთა საზღვრებამდე, და ბაშანს უწოდა თავისი სახელი: სოფლები იაირისა, როგორც ამ დღემდეა.)
15
და მაქირს მივეცი გალაადი.
16
ხოლო რეუბენის ტომსა და გადის ტომს მიწა მივეცი გალაადიდან არნონის ველამდე, ველის შუაწელამდე და მდინარე იაბოკამდე, რომლის იქითაც ყამონელები ცხოვრობენ.
17
ასევე მათ მივეცი ყარაბა და იორდანე საზღვრად, ქინერეთიდან ყარაბას ზღვამდე – მარილოვან ზღვამდე, ფისგას ფერდობებამდე, აღმოსავლეთით.
18
და გიბრძანეთ მე თქვენ იმ დროს ასე: „უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მოგცათ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. ყველა, ვისაც ბრძოლა შეუძლია, შეიარაღებულნი წინ გაუძეხით თქვენს ძმებს, ისრაელიანთ.
19
მხოლოდ თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და საქონელი – ვიცი, რომ უამრავი საქონელი გყავთ – დარჩნენ თქვენს ქალაქებში, რომლებიც მე მოგეცით.
20
როცა დააბინავებს უფალი თქვენს ძმებს თქვენსავით და დაიმკვიდრებენ ისინიც ქვეყანას, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, აძლევს მათ იორდანეს გაღმა, მაშინ დაბრუნდით ყველანი თავ-თავის სამკვიდროში, რომელიც მე მოგეცით.“
21
და იესოს ვუთხარი მაშინ: „შენი თვალით გაქვს ნანახი ყოველივე, რაც დამართა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ამ ორ მეფეს. სწორედ იგივეს დამართებს უფალი ყველა სამეფოს, რომელზედაც შენ გადაივლი.
22
ნუ გეშინიათ მათი, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის.“
23
და ასე შევევედრე უფალს იმ დროს:
24
„უფალო, უფალო, შენ მიჩვენე მე, შენს მსახურს, შენი დიდება და შენი ძლიერი მარჯვენა. რომელი ღმერთია ცასა და მიწაზე, რომელიც შეძლებდა ისეთ საგმირო საქმეებს, როგორსაც შენ სჩადიხარ?
25
გთხოვ, გადამატარე მდინარე და მახილვინე ის კარგი ქვეყანა, რომელიც იორდანეს გაღმაა, და ის კარგი მთა, და ლიბანი!“
26
მაგრამ განრისხდა უფალი ჩემზე თქვენს გამო და არ ისმინა ჩემი, და მომიგო: „კმარა, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
27
ადი ფისგას მწვერვალზე და გაიხედე დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ და აღმოსავლეთისკენ, და დაინახე თვალით, რადგან არ გიწერია იორდანეს გაღმა გადასვლა.
28
და უბრძანე იესოს, და გაამხნევე იგი და გაამაგრე, რადგან ის გაუძღვება ამ ხალხს და დაუმკვიდრებს მათ ქვეყანას, რომელსაც შენ დაინახავ.“
29
და დავდექით ველზე, ბეთ-ფეღორის ახლოს.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→