bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 11
Deuteronomy 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 12 →
1
და გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და მუდამ იცავდე, რაც გიბრძანა დასაცავად; იცავდე მის წესებს და მის კანონებს და მის მცნებებს.
2
გახსოვდეს ეს დღეს, რაც არ უნახავთ თქვენს ძეთ, რომელთაც არც იციან და არც უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი დიდება, მისი ძლიერი ხელი და მისი აღმართული მკლავი,
3
მისი სასწაულები და მისი საქმენი, რაც ეგვიპტეში დააწია ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას,
4
და რაც უყო ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და მის ეტლებს, როგორ შთაანთქმევინა ისინი მეწამული ზღვის წყალს, როცა ისინი დაგედევნენ; და მოსპო ისინი უფალმა დღემდე,
5
და რასაც უდაბნოში გიშვრებოდათ, ვიდრე ამ ადგილს მოაღწევდით,
6
და რაც მან უყო დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის ძეთ, როცა გააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი და მათი სახლები და მათი კარვები და მთელი სიმდიდრე, რაც კი ებადათ მთელს ისრაელში.
7
რადგან თქვენმა თვალმა იხილა უფლის ყველა დიდი საქმეები, რაც მან მოიმოქმედა.
8
მაშ დაიცავით ყველა მისი მცნება, რომელთაც მე გაუწყებთ დღეს, რათა გაძლიერდეთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გადიხართ გაღმა;
9
და რათა იდღეგრძელოთ იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს და მათ შთამომავლობას, ქვეყანაში, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
10
რადგან ქვეყანა, სადაც შენ მიდიხარ, რომ დაიმკვიდრო, არა ჰგავს ეგვიპტის ქვეყანას, საიდანაც თქვენ გამოხვედით, სადაც თესავდი თესლს და რწყავდი შენი ფეხით, როგორც რწყავენ ბაღ-ბოსტანს.
11
ხოლო ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც გაღმა გადიხარ, მთა-ველიანი ქვეყანაა და წვიმის წყლით ჟივდება,
12
ქვეყანა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი, ზრუნავს გამუდმებით. უფლის, შენი ღმერთის, თვალი ტრიალებს მასში წლიდან წლამდე.
13
და თუ შეიგონებთ ჩემს მცნებებს, რომელთაც მე გიცხადებთ დღეს, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულით და მთელი თქვენი სულით,
14
მაშინ მივცემ თქვენს ქვეყანას თავის დროზე შემოდგომისა და გაზაფხულის წვიმებს. და თქვენც მოიწევთ თქვენს მარცვლეულს, ღვინოსა და ზეთს.
15
და შენს სერებზე გავაჩენ ბალახს შენი პირუტყვისათვის, – და აღარ იშიმშილებთ.
16
მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და რომ არ გადაიხაროთ უცხო ღმერთებისაკენ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ მათ.
17
თორემ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და დახშავს ცას, და არ მოვა წვიმა, და მიწა აღარ მოგცემთ ნაყოფს, და მალევე გადაშენდებით ამ მშვენიერი ქვეყნიდან, რომელსაც უფალი გაძლევთ თქვენ.
18
და ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სულში, და შეიბით იგი ნიშნად მაჯაზე, და იყოს ის თქვენს შუბლსაკრავებში.
19
და ასწავლეთ ის თქვენს შვილებს, ელაპარაკეთ მათ შინ და გარეთ, გზაზე სვლისას, დაწოლისას და ადგომისას.
20
და წააწერეთ ის თქვენი სახლების წირთხლებსა და თქვენს კარიბჭეებს,
21
რათა გამრავლდნენ თქვენი და თქვენი შვილების დღენი იმ მიწაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, ვიდრე ცა და დედამიწას იარსებებს.
22
რადგან, თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ ბრძანებას, რომელთაც ახლა მე გაუწყებთ შესასრულებლად, გეყვარებათ უფალი, თქვენი ღმერთი, და ივლით მისი გზით და მას მიეკვრებით,
23
მაშინ განდევნის უფალი ყველა ამ ხალხს თქვენი პირისაგან და თქვენ დაეუფლებით თქვენზე მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ხალხებს.
24
ყოველი ადგილი, სადაც თქვენ ფეხს დასცემთ, თქვენი იქნება – მთელი ქვეყანა უდაბნოდან ლიბანამდე, მდინარიდან – მდინარე ევფრატიდან – დასავლეთის ზღვამდე თქვენი სამფლობელო იქნება.
25
წინ ვერავინ დაგიდგებათ. თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დასცემთ, როგორც მან აღგითქვათ.
26
აჰა, მე დღეს გთავაზობთ კურთხევას – ან შეჩვენებას:
27
კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც მე გაუწყებთ დღეს,
28
ხოლო შეჩვენებას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გაუწყებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
29
და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მაშინ აღავლინე კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება – ღებალის მთაზე,
30
რომლებიც აქვეა, იორდანეს გაღმა, მზის დასავლის გზისკენ, ქანაანელთა ქვეყანაში, რომლებიც ყარაბაში ცხოვრობენ, გილგალის ახლოს, მორეს მუხნარის ახლოს.
31
რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ, და დაიმკვიდრებთ მას და იქ დასახლდებით,
32
დაიცავით შესასრულებლად ყველა მცნება და სამართალი, რომელსაც მე გაუწყებთ თქვენ დღეს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34