bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 23
Deuteronomy 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 24 →
1
უფლის საკრებულოში ვერ შევა საჭურისი და ვერც კვერცხებდაზიანებული.
2
ბუში ვერ შევა უფლის საკრებულში; მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში.
3
ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის საკრებულოში; მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში,
4
იმიტომ, რომ არ შემოგეგებნენ თქვენ პურითა და წყლით გზაზე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან, და იმიტომ, რომ დაიქირავა შუამდინარეთის ფეთორელი ბალაამი, ძე ბეყორისა, შენს დასაწყევლად.
5
და არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსმენა ბალაამისა, და წყევლა კურთხევად შეგიცვალა, რადგან შეგიყვარა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა.
6
ნურასოდეს შენს იცოცხლეში ნუ ეძებ მათთვის მშვიდობასა და სიკეთეს.
7
ნუ შეიძულებ ედომელს, რადგან ის შენი მოძმეა. ნუ შეიძულებ ეგვიპტელს, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში.
8
ბავშვები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის კრებულში.
9
როცა სალაშქროდ გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაიბანაკებ, ერიდე ყოველგვარ ხინჯს.
10
თუ ვინმე იქნება თქვენში, რომელიც სუფთა არ იქნება ღამის დინების გამო, გავიდეს ბანაკს გარეთ და უკან არ შემოვიდეს,
11
საღამო ჟამს წყლით დაიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში.
12
ადგილი იქონიე ბანაკს გარეთ, სადაც შეგეძლება გასვლა და მოსაქმება;
13
ნიჩაბი გქონდეს სარტყელში და გარეთ მოსაქმებისას, მიწა ამოთხარე და ჩაფალი შენი განავალი;
14
რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შენს ბანაკში, რათა გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. და იყოს შენი ბანაკი წმიდა, და არ იხილოს მან იქ რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს.
15
არ გადასცე თავის ბატონს მონა, როცა მისგან გაქცეული თავს შემოგაფარებს.
16
შენთან იცხოვროს, შენს წიაღში, იმ ქალაქში, რომელსაც ამოირჩევს, მის ერთ-ერთ ბჭესთან, სადაც მოეწონება. არ შეავიწროვო იგი.
17
ნუ იქნება ტაძრის მეძავი ისრაელის ასულთაგან ნუ იქნება ტაძრის მსიძავი ისრაელის ძეთაგან.
18
არავითარი აღთქმისათვის არ შეიტანო მეძავის გასამრჯელო და მსიძავის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის.
19
არ მისცე შენს მოძმეს ვახშით არც ვერცხლი, არც სასმელ-საჭმელი, არც რაიმე ისეთი, რაც ვახშით გაიცემა.
20
უცხოელს შეგიძლია ვახშით ასესხო, ხოლო შენს მოძმეს არ ასესხო ვახშით, რათა აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომელშიც შედიხარ დასამკვიდრებლად.
21
თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, არ დაუყოვნო შესრულება, რადგან მოგკითხავს აღთქმულს უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება.
22
და თუ არ მიგიცია აღთქმა, არ დაგედება ცოდვა.
23
შენი პირიდან გამოსული სიტყვა დაიცავი, და შეასრულე, როგორც აღუთქვი უფალს, შენს ღმერთს, რაც ნებაყოფლობით აღუთქვი შენი პირით.
24
თუ შეხვალ შენი მოყვასის ვენახში, ყურძენი ჭამე რამდენიც გინდა, ოღონდ კალათით არ წაიღო.
25
თუ შეხვალ შენი მოყვასის ყანაში, ხელით რასაც გაგლეჯ, ის წაიღე, ოღონდ ნამგალს ნუ იხმარებ.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34