bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 27
Deuteronomy 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 28 →
1
და უბრძანეს მოსემ და უხუცესებმა ისრაელიანთ: „დაიცავით ყოველი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებთ დღეს.
2
და იმ დღეს, როდესაც გადახვალთ იორდანეზე, იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი გაძლევთ, აღმართეთ დიდი ლოდები, კირით შეათეთრეთ,
3
და ზედ დააწერეთ ყოველი სიტყვა ამ რჯულისა, როგორც კი გადახვალთ იორდანეზე, იმ ქვეყანაში შესასვლელად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი გაძლევთ, სადაც მოედინება რძე და თაფლი, როგორც თქვა უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა.
4
და როცა გადახვალთ იორდანეზე, დადგით ღებალის მთაზე ის ლოდები, რომლებზეც მე გიცხადებთ დღეს, და კირით შეათეთრეთ ისინი.
5
და აუგე იქ საკურთხეველი უფალს, შენს ღმერთს, ქვის საკურთხეველი, კვერი არ მიაკარო ქვას.
6
მთლიანი ქვებით ააგე უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველი და აღუვლინე მასზე სრულადდასაწველები უფალს, შენს ღმერთს.
7
და შესწირე სამშვიდობო მსხვერპლები, და ჭამე იქ, და გაიხარე უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
8
და დაწერე ქვებზე ამ რჯულის ყველა სიტყვა გარკვევით.“
9
და უთხრეს მოსემ და ლევიანმა მღვდლებმა მთელ ისრაელს: „გაიგონე და ისმინე, ისრაელ! დღეს გახდი შენ უფლის, შენი ღმერთის, ერი.
10
და ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიცხადებ.“
11
და უბრძანა მოსემ ხალხს იმ დღეს და უთხრა:
12
„ესენი იდგნენ გერიზიმის მთაზე ხალხის საკურთხებლად, როცა გადახვალ იორდანეს: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.
13
და ესენი იდგნენ ღებალის მთაზე დასაწყევლად: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულუნი, დანი და ნაფთალი.
14
და ლევიანები ეტყვიან მთელს ისრაელს ხმამაღლა:
15
‘წყეულიმც იყოს კაცი, რომელმაც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, სისაძაგლე უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’
16
‘წყეულიმც იყოს მაგინებელი თავისი მამისა და დედისა!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
17
‘წყეულიმც იყოს, ვინც მოყვასის მიჯნა გადასწიოს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
18
‘წყეულიმც იყოს, ვინც ბრმას აურიოს კვალი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
19
‘წყეულიმც იყოს, ვინც სამართალი გაუმრუდოს ხიზანსა და ქვრივ-ობოლს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
20
‘წყეულიმც იყოს, ვინც თავისი მამის ცოლთან დაწვეს, რადგან კალთა გადაუწია მამას.’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
21
‘წყეულიმც იყოს, ვინც პირუტყვთან დაეცეს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
22
‘წყეულიმც იყოს, ვინც თავის დასთან ან თავისი მამის ასულთან, ან თავისი დედის ასულთან დაწვეს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
23
‘წყეულიმც იყოს, ვინც თავის სიდედრთან დაწვეს!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
24
‘წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
25
‘წყეულიმც იყოს, ვინც ქრთამი აიღოს კაცის მოსაკლავად და უცოდველი სისხლის დასაღვრელად!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
26
‘წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს რჯულის ამ სიტყვებს და არ შეასრულებს მათ!’ და იტყვის მთელი ერი: ‘ამინ!’
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34