bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 26
Deuteronomy 26
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 27 →
1
როდესაც შეხვალ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს და დაიმკვიდრებ მას და დასახლდები იქ,
2
აიღე მიწის ყოველი პირველნაყოფი, რომელსაც მოისთვლი ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ჩაალაგე კალათაში და წადი იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად.
3
და მიდი მღვდელთან, რომელიც იმ ჟამად იქნება, და უთხარი: „ვაცხადებ დღეს უფლის, შენი ღმერთის წინაშე, რომ მე მოვედი იმ ქვეყანაში, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა ჩვენს მამებს.“
4
გამოგართმევს მღვდელი კალათას ხელიდან და დადგამს უფლის, შენი ღმერთის, საკურთხევლის წინ.
5
და განაცხადებ და იტყვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „მოხეტიალე არამელი იყო მამაჩემი და ჩავიდა ეგვიპტეში, და ხიზნობდა იქ მცირერიცხოვანი ხალხით, და გადაიქცა იქ დიდ ერად, ძლიერ და მრავალრიცხოვნად.
6
ცუდად გვეპყრობოდნენ ჩვენ ეგვიპტელნი, და გვჩაგრავდნენ და მძიმე სამუშაოს გვაკისრებდნენ,
7
და შევღაღადეთ უფალს, ჩვენი მამების ღმერთს, და ისმინა უფალმა ჩვენი ხმა, და იხილა ჩვენი გაჭირვება, ჩვენი ჯაფა და ჩვენი ჩაგვრა,
8
და გამოგვიყვანა ჩვენ უფალმა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით, დიდი საშინელებით და ნიშნებით და სასწაულებით.
9
და მოგვიყვანა ჩვენ ამ ადგილას, და მოგვცა ეს ქვეყანა, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი.
10
და ახლა კი, აჰა, მოვიტანე პირველმოწეული ნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი, უფალო!“ და დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.
11
და გაიხარე ლევიანთან და ხიზანთან ერთად, რომელიც შენს წიაღშია, ყოველი სიკეთით, რაც კი მოუცია უფალს, შენს ღმერთს, შენთვის და შენი სახლისათვის.
12
როცა დაასრულო შენი მოსავლიდან ყოველი მეათედის გამოყოფა მესამე წელს – მეათედის წელს – მიეცი ლევიანს, ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, და მაძღრისად ჭამონ შენს კარიბჭეებთან.
13
და თქვი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე: „გავიტანე სახლიდან წმიდა წილი და კიდეც მივეცი იგი ლევიანსა და ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ყოველივე იმ შენი ბრძანებებისამებრ, რომელნიც მამცნე. არ გადამიხვევია შენი მცნებებიდან და არ დამვიწყნია.
14
არ მიჭამია ჩემი მწუხარებისას და არ გამომიყვია იგი გაუწმედურებისას, და მკვდრისთვის არ გამიცია. ვისმინე უფლის, ჩემი ღმერთის, ხმა და შევასრულე ყოველივე, რაც მიბრძანე.
15
გადმოიხედე შენი წმიდა სავანიდან, ზეციდან, და აკურთხე შენი ერი, ისრაელი, და მიწა, რომელიც ჩვენ მოგვეცი, როგორც შეჰფიცე ჩვენს მამებს, ქვეყანა, სადაც მოედინება რძე და თაფლი.“
16
ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას. დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.
17
დღეს შენ აღიარე უფლის წინაშე, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მისი გზებით და დაიცავ მის წესებსა და მის მცნებებს, და მის სამართალს, და ყურად იღებ მის ხმას.
18
და უფალმა აღგითქვა შენ დღეს, რომ შენ იქნები მისი რჩეული ერი, როგორც გელაპარაკა შენ, თუკი დაიცავ ყველა მის მცნებას,
19
და რომ აგამაღლებს თავის გაჩენილ ყველა ხალხზე მეტი დიდებით, სახელითა და პატივით, რათა იყო წმიდა ერი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, როგორც მან თქვა.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34