bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 9
Deuteronomy 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 10 →
1
ისმინე, ისრაელ, დღეს შენ გადალახავ იორდანეს, რათა მიხვიდე და დაიმორჩილო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დაეპატრონო ზეცამდე გამაგრებულ დიდ ქალაქებს,
2
დიდი და ახოვანი ხალხის – ყანაკელთა, მიწა-წყალს, რომლებიც იცი და რომლებზე ნათქვამიც გაგიგონია: წინ ვინ დაუდგებაო ყენაკის ძეთ?
3
იცოდე, დღეს რომ უფალი, შენი ღმერთი, წინ გიძღვის, როგორც მშთანთქმელი ცეცხლი, ის გაანადგურებს მათ და მოდრეკს მათ შენს წინაშე, და შენ განდევნი მათ და ადრე და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.
4
ნუ იტყვი გულში, როცა განდევნის მათ უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო! რადგან ამ ხალხების უღვთოების გამო დევნის უფალი მათ თქვენი პირისაგან.
5
შენი სიმართლის და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი უღვთოების გამო დევნის იმ ხალხს უფალი, შენი ღმერთი, შენი პირისაგან, რათა შეასრულოს სიტყვა, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს.
6
იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად; არა, თქვენ ჯიუტი ხალხი ხართ.
7
გახსოვდეს და ნუ დაივიწყებ, თუ როგორ არისხებდი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში იმ დღიდან, რა დღესაც გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, ვიდრე მოაღწევდი ამ ადგილამდე, გაუთავებლად რომ ეურჩებოდი უფალს.
8
და ხორებშიც არისხებდით უფალს, და ისე განრისხდა უფალი თქვენზე, რომ ამოძირკვა დაგიპირათ.
9
როცა მთაზე ავედი, რომ მიმეღო აღთქმის ქვის დაფები, იმ აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ, დავყავი მთაზე 40 დღე და 40 ღამე, პური არ მიჭამია და წყალი არ დამილევია.
10
და მომცა უფალმა მე ორი ქვის დაფა, ღვთის თითით დაწერილი; და ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გითხრათ უფალმა მთაზე შუაგული ცეცხლიდან თქვენი შეკრების დღეს.
11
40 დღისა და 40 ღამის ბოლოს მომცა უფალმა ორი ქვის დაფა, აღთქმის დაფები.
12
და მითხრა უფალმა: „ადექი და წადი აქედან მალე, რადგან წახდა შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც მე ვუბრძანე მათ და გაიკეთეს ჩამოსხმული კერპი.“
13
და კვლავ მითხრა უფალმა: „ვიხილე მე ეს ხალხი, და აჰა, ურჩი ხალხია იგი.
14
დამანებე და გავანადგურებ და წავშლი მათ სახელს ცისქვეშეთიდან, და შენგან მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნი.“
15
მოვბრუნდი და წამოვედი მთიდან. და ცეცხლი ეკიდა მთას, და აღთქმის ქვის ორი დაფა ორივე ხელით მომქონდა.
16
და დავინახე, რომ თქვენ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, – გაიკეთეთ ჩამოსხმული ხბო, მალე გადაუხვიეთ გზიდან, რომელიც გიბრძანათ უფალმა.
17
და მოვკიდე ხელი ქვის დაფებს და დავანარცხე ორივე ხელით და დავამსხვრიე თქვენს თვალწინ.
18
და მე კვლავ დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, 40 დღე და 40 ღამე პური არ მიჭამია და წყალი არ დამილევია მთელი თქვენი ცოდვების გამო, რითაც შესცოდეთ უფლის თვალში, ბოროტების ჩასადენად და მის განსარისხებლად.
19
რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომლითაც განრისხდა უფალი თქვენზე, რათა გაენადგურებინეთ. და ისმინა უფალმა ჩემი ამჯერადაც.
20
და ძლიერ განრისხდა უფალი აარონზე და სურდა მისი დაღუპვა; და მაშინ მე კვლავ ვილოცე აარონისთვის.
21
ავიღე თქვენი ნაცოდვარი – ხბო, თქვენ რომ გაგეკეთებინათ და დავწვი ცეცხლში, და დავნაყე და დავფქვი, მტვრად ვაქციე და მთიდან მომდინარე ნაკადულში ჩავყარე.
22
თაბერაყში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში თქვენ არისხებდით უფალს.
23
და როცა თქვენ გამოგაგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან ამ სიტყვებით: „ადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მე მოგეცით,“ თქვენ წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის, ბრძანებას და არ ერწმუნეთ მას, და არ ისმინეთ მისი ხმა.
24
ურჩნი იყავით თქვენ უფლის წინაშე იმ დღიდან, რაც მე გაგიცანით.
25
და მე დამხობილი ვიყავი უფლის წინაშე 40 დღე და 40 ღამე, რადგან უფალმა თქვენი განადგურება გადაწყვიტა.
26
და ვლოცულობდი უფლის მიმართ და ვამბობდი: „უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ხალხს და შენს სამკვიდროს, რომელიც შენ გამოისყიდე შენი დიდებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან ძლიერი ხელით!
27
გაიხსენე შენი მსახურნი: აბრაამი, ისააკი და იაკობი! ნუ მიხედავ ამ ხალხის სიჯიუტეს და მის უკეთურებას, და მის ცოდვებს,
28
რომ არ თქვას იმ ქვეყანამ, საიდანაც შენ გამოგვიყვანე: ვერ შეძლოო უფალმა მათი მიყვანა იმ ქვეყანაში, რომელიც აღუთქვა მათ, და მათი სიძულვილის გამო გამოიყვანა ისინი, რათა დაეხოცაო უდაბნოში.
29
შენი ხალხია ის და შენი სამკვიდრო, რომელიც შენ გამოიყვანე შენი დიადი ძალით და შენი აღმართული მკლავით.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34