bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 18
Deuteronomy 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 19 →
1
ლევიან მღვდლებს და ლევის მთელ ტომს, ისრაელიანთა სხვა ტომებივით არ ექნებათ წილი და სამკვიდრო ისრაელთან; მათი წილია საუფლო მსხვერპლი, და იმით უნდა იკვებონ.
2
ლევის ტომს სამკვიდრო წილი არ ექნება თავის მოძმეთა შორის. თვით უფალია მათი სამკვიდრო, როგორც აუწყა მან მათ.
3
აი რა უნდა განეკუთვნოს მღვდლებს ხალხისაგან, მათგან, ვინც მსხვერპლად სწირავს ხარს ან ცხვარს: თითოეულმა მისცეს მღვდელს ბეჭი, ყბები და კუჭი.
4
პირველმოწეული მარცვლეული, ღვინო, ზეთი შენი მოსავლიდან, და აგრეთვე ცხვრის პირველგანაპარსიდან მიეცი მღვდელს,
5
რადგან ის ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა შენი ტომიდან, რათა იდგნენ და მსახურებდნენ უფლის სახელით ის და მისი ძენი სამუდამოდ.
6
და თუ მოვა ლევიანი ისრაელის რომელიმე ქალაქიდან სადაც ის ცხოვრობდა, და მოვა თავისი სულის სურვილით იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი,
7
და იმსახურებს უფლის, შენი ღმერთის, სახელით, როგორც ყველა მისი მოძმე ლევიანი, რომლებიც იქ დგანან უფლის წინაშე,
8
მანაც მათი თანაბარი წილი უნდა მიიღოს საკვებად, თუნდაც მამამისის გაყიდული ქონებიდან ჰქონდეს რაღაც საარსებო.
9
როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, არ დაიწყო შენც იმ ხალხის მსგავსად სისაძაგლეების კეთება.
10
ნუ იქნება თქვენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, ჯადოქარი, მისანი, მარჩიელი, მსახვრალი,
11
გრძნეული, მესულთანე, ჯადოქარი და მკვდართა გამომხმობი,
12
ვინაიდან სისაძაგლეა უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენგან.
13
უნაკლო იყავი უფალთან, შენს ღმერთთან,
14
რადგან ის ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებსა და მისნებს უსმენენ. შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს, შენს ღმერთს.
15
ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენს შენ უფალი, შენი ღმერთი, შენი წიაღიდან, შენს მოძმეთაგან, მას უსმინე.
16
რადგან, როცა შენ შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებთან თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებო უფლის, ჩემი ღმერთის, ხმას და ამ დიდ ცეცხლს ნუღარ ვიხილავ, რომ არ მოვკვდეო.
17
მითხრა მე უფალმა: „კარგი ქნეს, ეს რომ გითხრეს შენ;
18
შენნაირ წინასწარმეტყველს აღვუდგენ მათ ძმათა წიაღიდან, შენს მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ.
19
ხოლო ის, ვინც არ გაიგონებს ჩემს სიტყვებს, რომელთაც ჩემი სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მე თვითონ დავსჯი მას.
20
ხოლო წინასწარმეტყველი, რომელიც გათავხედდება და ჩემი სახელით იმას ილაპარაკებს, რისი თქმაც მე მისთვის არ მიბრძანებია, და რომელიც ილაპარაკებს სხვა ღმერთების სახელით, სასიკვდილოდ მიეცით ის წინასწარმეტყველი.“
21
და თუ იტყვი შენს გულში: „როგორ გავიგებ სიტყვას, რომელიც უფალს არ უთქვამს?“
22
თუ წინასწარმეტყველი ილაპარაკებს უფლის სახელით და არ ასრულდება ის სიტყვა და არ ახდება, მაშინ ის სიტყვა არ უთქვამს უფალს. იგი თავხედურად უთქვამს წინასწარმეტყველს, – ნუ შეგეშინდება მისი.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34