bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 19
Deuteronomy 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 20 →
1
როცა მოსპობს უფალი, შენი ღმერთი, ხალხებს, რომელთა ქვეყანასაც შენ გაძლევს, და განდევნი მათ და დასახლდები მათ ქალაქებში და მათ სახლებში,
2
სამი ქალაქი გამოყავი შენს მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად;
3
განიმზადე გზა და სამ ნაწილად გაყავი შენი ქვეყნის მიწა-წყალი, რომელსაც გიწილადებს უფალი, შენი ღმერთი. და ის ქალაქები იქნება თავშესაფარი მათთვის, ვისაც უნებლიე კაცისკვლა შეემთხვევა.
4
და აი, რომელ მკვლელს შეუძლია თავი შეაფაროს იქ და გადარჩეს: იმას, ვისაც უნებლიეთ შემოაკვდება თავისი მოყვასი, რომლის მტრობაც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ;
5
ანდა ვინც თავის მოყვასთან ერთად ტყეში წავიდა შეშის მოსაჭრელად და, ცული რომ მოუღერა ხეს მოსაჭრელად, ცულს ტარი გასძვრა, მოხვდა მის მოყვასს ნაჯახი და მოკლა; ის კაცი უნდა გაიქცეს ერთ-ერთ იმ ქალაქში, რათა გადაირჩინოს თავი,
6
რომ შორი გზის გამო მესისხლე ცხელ გულზე არ გამოეკიდოს მკვლელს, არ მიეწიოს და არ მოკლას; ის კი სიკვდილს არ იმსახურებს, რადგან არ ჰქონია თავის მოყვასთან მტრობა არც გუშინ და არც გუშინწინ.
7
ამიტომ გიბრძანე: სამი ქალაქი გამოყავი-მეთქი.
8
და როცა გააფართოებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს, და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა მათ,
9
თუ დაიცავ ყველა ამ მცნებებს, რომელთაც გიბრძანებ დღეს, რომ შეიყვარო უფალი, შენი ღმერთი, და იარო მისი გზებით მთელი სიცოცხლე, იმ სამ ქალაქს კიდევ სხვა სამი ქალაქი მიუმატე.
10
და ნუ დაიღვრება უცოდველი სისხლი შენს მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ, და არ იქნება შენზე სასისხლო ცოდვა.
11
ხოლო თუ ვინმე შეიძულებს თავის მოყვასს და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და მოკლავს, და თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს,
12
კაცები გაგზავნონ იმ ქალაქის უხუცესებმა, და მოაყვანინონ ის იქიდან, და გადასცენ მესისხლეს, რათა მოკლან.
13
წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, და ჩამორეცხე ისრაელს ის უცოდველი სისხლი და კარგი იქნება შენთვის.
14
არ გადაწიო შენი მოყვასის მიჯნა, წინაპრებმა რომ დასვეს შენს სამკვიდროში, რომელსაც დაიმკვიდრებ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
15
საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულის დასამტკიცებლად, და რაიმე ცოდვისათვის, რითაც შესცოდავს; ორი მოწმის პირით ან სამი მოწმის სიტყვით გადაწყდეს საქმე.
16
თუ გამოვა ბოროტი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ, რათა რაიმე ბრალი დასწამოს მას,
17
წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდელთა და მსაჯულთა წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან,
18
და კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა. და თუ ეს მოწმე ცრუ მოწმეა და ცილი დასწამა თავის მოძმეს,
19
გაუკეთეთ მას, რისი გაკეთებაც ჰქონდა განზრახული თავისი მოძმისათვის. და ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
20
და სხვა დანარჩენები რომ გაიგებენ ამას, შეშინდებიან, და აღარ ჩაიდენენ ამგვარ ბოროტებას შენს წიაღში.
21
წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34