bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 16
Deuteronomy 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 17 →
1
დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან, ღამით.
2
და დაკალი საპასექო მსხვერპლი უფლის, შენი ღმერთისათვის, შენი ცხვარ-ძროხიდან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თავისი სახელის იქ დასავანებლად.
3
არ მიატანო საპასექო მსხვერპლს საფუარიანი პური. შვიდ დღეს ჭამე ხმიადთან, გაჭირვების პურთან, ერთად, იმის სამახსოვროდ, რომ ნაჩქარევად გამოხვედით ეგვიპტის ქვეყნიდან, ასე გემახსოვრება ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე მთელი შენი სიცოცხლე.
4
და არ იპოვებოდეს საფუარიანი მთელს შენს საზღვრებში ამ შვიდ დღეს. და დილამდე არ დარჩეს შეუჭმელი ის ხორცი, რომელსაც შენ მსხვერპლად შესწირავ პირველ საღამოთი.
5
ნუ დაკლავ საპასექო მსხვერპლს შენს რომელიმე ქალაქში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს,
6
არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად – იქ დაკალი საპასექო მსხვერპლი საღამოს, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის ჟამს.
7
და გაამზადე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენი კარვებისაკენ.
8
ექვს დღეს ჭამე ხმიადი და მეშვიდე დღეს დღესასწაულია უფლისა, შენი ღმერთისა. არანაირი საქმე არ აკეთო.
9
შვიდი შვიდეული გადაითვალე, ნამგალს რომ შეიტანენ ყანაში იმ დღიდან დაიწყე შვიდეულების ათვლა,
10
და გადაუხადე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, შენი ნებით და შენი შესაძლებლობით, რის გამოც გაკურთხებს შენ უფალი, შენი ღმერთი.
11
და გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მსახურებმა, შენმა მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, და ხიზანმა და ქვრივ-ობოლმა, რომელნიც თქვენში არიან, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის იქ დასავანებლად.
12
და გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში, და დაიცავი და შეასრულე ეს წესები.
13
იზეიმე კარვობის დღესასწაული შვიდ დღეს, როცა მორჩები კალოობასა და ყურძნის წურვას.
14
და გაიხარეთ ამ დღესასწაულზე შენ და შენმა ძეებმა, შენმა ასულებმა, შენმა მონა-მხევლებმა და ლევიანმა, რომელიც შენს კარზეა; შენმა ხიზანმა და ქვრივ-ობოლმა.
15
შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთის სახელით, იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს იგი, რადგან გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, უხვი მოსავლითა და შენი ხელის ყოველი საქმის წარმატებით, და მუდამ გახარებული იქნები.
16
წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყველა შენი მამაკაცი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევს: უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე. და არავინ მოვიდეს უფლის წინაშე ხელცარიელი,
17
ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის.
18
მსაჯულები და ზედამხედველები დაიყენე შენი ტომებიდან ყველა შენს ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი.
19
არ გაამრუდო სამართალი, მიკერძოება არ გამოიჩინო და ქრთამი არ აიღო, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და აუკუღმართებს მართალთა საქმეებს.
20
სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს მიჰყევი, რათა იცოცხლო და დაიმკვიდრო ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
21
არ დარგო ნერგი აშერასათვის, რა ხისაც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის, საკურთხეველთან, რომელსაც შენ ააგებ.
22
და არ აღიმართო სვეტი, რადგან სძულს იგი უფალს, შენს ღმერთს.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34