bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 2
Deuteronomy 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 3 →
1
და გავბრუნდით, და გავწიეთ უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მიბრძანა უფალმა. და დიდხანს ვუარეთ გარს სეყირის მთებს.
2
და მითხრა მე უფალმა:
3
„გეყოფათ ამ მთის შემოვლა, გადაუხვიეთ ჩრდილოეთისკენ.
4
და ამ ხალხს გადაეცი: თქვენ გაივლით თქვენი ძმების, ესავიანთა, საზღვარზე, რომლებიც ცხოვრობენ სეყირში, და ეშინიათ თქვენი, მაგრამ გაფრთხილდით,
5
ომს ნუ დაუწყებთ მათ! მათი მიწის ერთ ნატერფალსაც კი არ მოგცემთ მე, რადგან სეყირის მთა ესავს მივეცი სამკვიდროდ.
6
საჭმელი იყიდეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალი იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით.
7
რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გაკურთხათ ყოველ თქვენს საქმეში, რაკი იცოდა ყოველი თქვენი გზა-კვალი ამ დიდ უდაბნოში. უკვე 40 წელია უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთანაა და არაფერი მოგკლებიათ.“
8
და ჩავუარეთ ჩვენს ძმებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყარაბას გზით, ელათიდან და ყეციონ-გებერიდან, გადავუხვიეთ, და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით.
9
და მითხრა მე უფალმა: „ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ დაუწყებ, არ მოგცემ მისი ქვეყნიდან სამკვიდრებელს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.“
10
უწინ ემიმები ცხოვრობდნენ იქ; ის იყო დიდი, ძლიერი და მრავალი ხალხი, როგორც ყანაკელები.
11
რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც, როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელნი მათ ემიმებს უწოდებდნენ.
12
უწინ სეყირში მკვიდრობდნენ ხორიელნი, რომლებიც ესავიანებმა იქიდან აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დასახლდნენ მათ ნაცვლად, – ისევე მოექცნენ, როგორც მოექცნენ ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრო ქვეყანას, რომელიც მისცა მათ უფალმა.
13
„ახლა ადექით და გადალახეთ ზერედის ნაღვარევი!“ და გადავლახეთ ზარედის ნაღვარევი.
14
და კადეშ-ბარნეაყიდან წასულებს, ვიდრე ზერედის ნაღვარევს მივადგებოდით, 38 წელი დაგვჭირდა; ამასობაში გაწყდა მეომარ კაცთა მთელი თაობა ბანაკში, როგორც დაფიცებული ჰქონდა უფალს მათთვის.
15
უფლის ხელი მისწვდა მათ, რათა მთლიანად ამოეწყვიტა ისინი ბანაკში, და აკი გაწყდნენ კიდეც!
16
და როცა მთლიანად მოისრა მეომარი კაცი,
17
მითხრა მე უფალმა:
18
„ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ყართან,
19
და მიუახლოვდები ყამონიანთა ადგილებს, მაგრამ ნუ შეავიწროებ, ნუ წაეკიდები მათ, რადგან არ მოგცემ ყამონიანთა ქვეყნიდან სამკვიდროს, რადგან ლოტის ძეთ მივეცი იგი სამკვიდროდ.“
20
რეფაიმთა ქვეყნად ითვლება ისიც. იქ რეფაიმები ცხოვრობდნენ უწინ. მაგრამ ყამონელნი მათ უწოდებენ ზამზუმიელებს.
21
დიდი, ძლიერი და მრავალრიცხოვანი ხალხი იყო ყანაკელებივით, მაგრამ მოსპო ისინი უფალმა ყამონელთა თვალწინ და ყამონელნი დამკვიდრდნენ იქ და მათ ნაცვლად დასახლდნენ,
22
უფალმა ისევე გააკეთა ყამონელთათვის, როგორც ესავიანთათვის, რომლებიც სეყირში ცხოვრობენ, როცა მოსპო მათ თვალწინ ხორიელნი და იქ მათ ნაცვლად დაამკვიდრა ესავიანები, რომლებიც დღევანდელ დღემდე იქ მკვიდრობენ.
23
და ყავიმელნი, რომლებიც ცხოვრობდნენ ღაზის შემოგარენ სოფლებში, მოსრეს ქაფთორელებმა, რომლებიც გამოვიდნენ ქაფთორიდან და დასახლდნენ მათ ნაცვლად.
24
„ადექით და გასწიეთ, – უთხრა უფალმა, – გადალახეთ არნონი ხეობა. აჰა, ხელთ ჩაგიგდეთ სიხონი, ხეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა: იწყეთ იქ დამკვიდრება, და ეომეთ მას.
25
დღეიდან შენს წინაშე შიშსა და ძრწოლას მოვგვრი ხალხებს მთელს ცისქვეშეთში; ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, თავზარი დაეცემა და ძრწოლა შეიპყრობს.“
26
და გავუგზავნე მოციქულნი კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს, სამშვიდობო სიტყვებით, ეთქვათ მისთვის:
27
„გადავივლი შენს ქვეყანაზე, გზიდან არ გადავუხვევ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ;
28
საჭმელი ვერცხლით მომყიდე და შევჭამ; წყალიც ვერცხლით მომეცი და შევსვამ. მხოლოდ ფეხი დამადგმევინე შენს მიწაზე –
29
როგორც მომექცნენ მე ესავიანები, რომელნიც მკვიდრობენ სეყირში, და მოაბელები, რომლებიც მკვიდრობენ ყარში, – ვიდრე გადავალ იორდანეს გაღმა იმ ქვეყანაში, რომელიც უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, მოგვცა ჩვენ.“
30
მაგრამ არ ინება სიხონმა, ხეშბონის მეფემ, ჩვენი გატარება იქ, რადგან გაუმძვინვარა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, სული და გაუჯიუტა გული, რათა თქვენს ხელში ჩაეგდო, როგორც დღეს ხედავ.
31
და მითხრა უფალმა მე: „აჰა, მე ვიწყებ სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემას. იწყე მის ქვეყანაში დამკვიდრება.“
32
და გამოვიდა სიხონი ჩვენს შესახვედრად, ის და მთელი მისი ჯარი, საომრად იაჰაცში.
33
და მოგვცა ის უფალმა, ჩვენმა ღმერთმა. და შევმუსრეთ ის და მისი ძენი და მთელი მისი ჯარი.
34
და დავიპყარით ყველა მისი ქალაქი იმ დროს და დავარისხეთ ყველა ქალაქი, და ერთიანად მუსრი გავავლეთ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს, ცოცხალი არავინ გაგვიშვია.
35
მხოლოდ საქონელი დავიტაცეთ და ნადავლი იმ ქალაქებიდან, რომლებიც დავიპყარით.
36
ყაროყერიდან, რომელიც არნონის ველის ზემოთაა, და ქალაქიდან, რომელიც ველზეა, გალაადამდე არ ყოფილა ჩვენთვის მიუდგომელი ქალაქი. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
37
მხოლოდ ყამონიანთა ქვეყანას არ დასცემიხარ, არც იაბოკის სანაპიროებს, არც მთის ქალაქებს და არც ყველა იმას, რაც არ ბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34