bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 15
Deuteronomy 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 16 →
1
ყოველ მეშვიდე წელს გქონდეს პატიების წელი.
2
პატიება ნიშნავს, რომ მევალემ უნდა აპატიოს თავის მოყვასს სესხი, რადგან პატიების წელი უფლის სახელით ცხადდება.
3
უცხოელს შეგიძლია მოსთხოვო ვალი, მაგრამ შენს მოძმეს უნდა აპატიო.
4
თუმცა, არავინ იქნება თქვენში გლახაკი, რადგან კურთხევით გაკურთხებს უფალი იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად,
5
ოღონდ თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, და დაიცავ შესასრულებლად ყველა იმ მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს.
6
რადგან უფალი, შენი ღმერთი, გაკურთხებს შენ, როგორც გაუწყა, რომ შენ ასესხებ მრავალ ხალხებს, შენ კი არ ისესხებ. შენ იბატონებ ბევრ ხალხებზე, ისინი კი არ იბატონებენ შენზე.
7
თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე ქალაქში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ნუ გაიქვავებ გულს და ნუ გაძუნწდები შენი ღარიბი მოძმის მიმართ,
8
არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება.
9
გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: მოახლოვდაო მეშვიდე წელი, პატიების წელიწადი, და უარი არ უთხრა შენს გლახაკ მოძმეს, თორემ ის უფალს შესჩივლებს და ცოდვა დაგედება.
10
მიცემით მიეცი მას, და რომ ასესხებ, გულს ნუ შეიწუხებ – და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმესა და ნაამაგარში.
11
რადგან არ დაილევა გლახაკი შენს ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი უპოვარის მიმართ შენს ქვეყანაში.
12
თუ მოგეყიდოს შენი ებრაელი მოძმე, ქალი ან კაცი, ექვსი წელი გემსახუროს, და მეშვიდე წელს გაათავისუფლე.
13
და როცა გაათავისუფლებ, ხელცარიელი არ გაუშვა.
14
დაასაჩუქრე შენი ფარიდან, შენი კალოდან და შენი საწნახლიდან; რითაც გაკურთხა უფალმა, შენმა ღმერთმა, მიეცი მას.
15
გახსოვდეს, რომ შენც მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და გამოგიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა. ამიტომ გიბრძანებ ამ სიტყვას დღეს.
16
და თუ გეტყვის, რომ არ უნდა შენგან წასვლა, რადგან მან შეგიყვარა შენ და შეიყვარა შენი სახლი, და რომ, კარგად არის შენთან,
17
მაშინ აიღე სადგისი, ყური მიადებინე კარებზე და გაუხვრიტე. და შენი მსახური იქნება სამუდამოდ. ასევე მოექეცი შენს მხევალსაც.
18
ნუ გეძნელება მისი გათავისუფლება, რადგან მოჯამაგირის ორმაგი ქირა დაიმსახურა შენგან ექვს წელიწადში. და აკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმეს, რასაც ხელს მოჰკიდებ.
19
შესწირე უფალს, შენს ღმერთს, ყოველი პირველმოგებული მამალი შენი ცხვარ-ძროხიდან. არ ამუშაო შენი პირველმოგებული სახარე და არ გაპარსო შენი ცხვრის პირველმოგებული.
20
უფლის, შენი ღმერთის, წინაშე ჭამეთ იგი ყოველ წელიწადს შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
21
და თუ რაიმე ხინჯი ექნება პირუტყვს – სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ნაკლი, ნუ შესწირავ უფალს, შენს ღმერთს.
22
შენს კარიბჭეებში ჭამე იგი. გაუწმიდურებულსაც და გასუფთავებულსაც შეუძლია ჭამოს იგი ისევე, როგორც ქურციკი და ირემი.
23
ოღონდ მისი სისხლი არ ჭამო, წყალივით დაღვარე მიწაზე.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34