bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 29
Deuteronomy 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 30 →
1
აჰა, სიტყვები აღთქმისა, რომელიც გამოუცხადა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც დაუდო მათ ხორებში.
2
და მოუხმო მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა: „ყველაფერი იხილეთ, რაც დამართა უფალმა ეგვიპტის ქვეყანაში ფარაონს და ყველა მის მსახურსა და მთელ მის ქვეყანას თქვენს თვალწინ!
3
ის დიდი განსაცდელები, რომლებიც იხილეს შენმა თვალებმა, ის დიდი ნიშნები და სასწაულები.
4
მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს შენთვის გული მისახვედრად, თვალნი სახილველად და ყურნი მოსასმენად.
5
და გატარებდი ორმოც წელიწადს უდაბნოში. არ გაგცვეთია ტანზე სამოსელი და ფეხზე – ხამლი.
6
პური არ გიჭამიათ და ღვინო და თაფლუჭი არ გისვამთ, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
7
და აჰა, როცა თქვენ მოხვედით ამ ადგილას, ჩვენს წინააღმდეგ საომრად გამოვიდნენ: სიხონი – ხეშბონის მეფე და ყოგი – ბაშანის მეფე, და ჩვენ დავამარცხეთ ისინი.
8
და ავიღეთ მათი ქვეყანა, და მივეცით ის სამკვიდროდ რეუბენის ტომს, გადის ტომსა და მანაშეს ნახევარტომს.
9
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ, რათა ხელი მოგემართოთ ყველა საქმეში, რასაც დაიწყებთ.
10
ყველანი დგახართ დღეს უფლის, თქვენი ღმერთის, წინაშე: თქვენი ტომების თავკაცნი, თქვენი უხუცესები, თქვენი განმკარგულებლები, მთელი ისრაელიანობა,
11
თქვენი პატარები, თქვენი ცოლები, შენი ხიზანი, რომელიც შენი ბანაკის წიაღშია – შეშის მჩეხავიდან წყლის მზიდავამდე,
12
რათა შემოხვიდე უფლის, შენი ღმერთის აღთქმაში და მის ფიცში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გიდებს დღეს,
13
რათა დაგაყენოს დღეს თავის ერად. და თვითონ შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და როგორც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს.
14
და მხოლოდ თქვენთან როდი ვდებ მე ამ აღთქმას და ამ ფიცს,
15
არამედ მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად დგას დღეს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე და მათთანაც, ვინც ჩვენთან ერთად არ არიან აქ დღეს.
16
რადგან თქვენ იცით, როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ეგვიპტის ქვეყანაში და როგორ გამოვაღწიეთ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ გამოიარეთ.
17
და თქვენ იხილეთ მათი სისაძაგლეები და მათი კერპები, რაც ჰქონდათ, ქვისა და ხისა, ვერცხლისა და ოქროსი.
18
ნუ იქნება თქვენში კაცი ან ქალი, ან საგვარეულო, ან ტომი, რომლის გულიც მიიქცევა დღეს უფლისაგან, ჩვენი ღმერთისაგან, რათა წავიდეს და ემსახუროს იმ ხალხების ღმერთებს! ნუ იქნება თქვენში ფესვი შხამისა და ძიმწარის აღმომაცენებელი!
19
ამ საწყევარი სიტყვების მომსმენი კაცი, თავს ნუ ინუგეშებს თავის გულში და ნუ იტყვის: მშვიდობა არ მომაკლდება, თუმცა კი ჩემი გულის ნებაზე დავდივარო. და ამგვარად ცოდვილი უცოდველს გადაიყოლებს.
20
არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან აღეგზნება მაშინ უფლის რისხვა და მისი შური იმ კაცზე, და ეწევა მას ყოველი წყევლა, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი, და წაშლის უფალი მის სახელს ცისქვეშეთიდან.
21
და გამოაცალკევებს მას უფალი დასაღუპად ისრაელის ყველა ტომიდან, ამ რჯულის გრაგნილზე დაწერილი აღთქმის ყოველი წყევლის თანახმად.
22
და იტყვის მომავალი თაობა, თქვენი ძენი, რომელნიც თქვენს შემდეგ გაჩნდებიან, და უცხოელი, რომელიც მოვა შორეული ქვეყნიდან და იხილავს ამ ქვეყნის წყლულებს და მის სნეულებებს, რითაც დაასნეულა იგი უფალმა,
23
ნახავენ გოგირდსა და მარილს, ნახანძრალ მიწას, სადაც უკვე აღარაფერი დაითესება და არ აღმოცენდება არც ერთი ღერი ბალახი, როგორც დაიქცა სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც დააქცია უფალმა რისხვითა და წყრომით.
24
და იტყვის ყველა ხალხი: ‘რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო მოხდა ეს დიდი რისხვა?’
25
და მიუგებენ: ‘იმიტომ, რომ მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის, აღთქმა, რომელიც მან დაუდო მათ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოჰყავდა.’
26
და წავიდნენ და ემსახურნენო სხვა ღმერთებს, და თაყვანი სცეს მათ, – ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ და რომლებიც უფალს არ უწილხვედრებია მათთვის.
27
და აღიგზნო რისხვა უფლისა იმ ქვეყანაზე, რათა მოევლინა მასზე მთელი წყევლა, რომელიც ამ გრაგნილზეა დაწერილი.
28
და განდევნა ისინი უფალმა მათი მიწიდან რისხვით, მძვინვარებითა და დიდი წყრომით. და გადაყარა სხვა ქვეყანაში, როგორც დღეს არიანო.
29
დაფარული უფალს, ჩვენს ღმერთს, ეკუთვნის, გაცხადებული კი – ჩვენ და ჩვენს შვილებს უკუნისამდე, რათა შევასრულოთ ამ რჯულის ყველა სიტყვა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34