bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 21
Deuteronomy 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 22 →
1
თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს დასამკვიდრებლად, ველზე დაგდებული მოკლული ნახო, და არავინ იცოდეს, ვინ მოკლა იგი,
2
გამოვიდნენ შენი უხუცესები და შენი მსაჯულები და გადაზომონ მანძილი იმ ქალაქებამდე, რომლებიც მოკლულის ირგვლივაა,
3
და რომელი ქალაქიც ახლოს იყოს მოკლულთან, იმ ქალაქის უხუცესებმა გაიყვანონ დეკეული, რომელიც არ უმუშავებიათ და არც უღელში ყოფილა შებმული,
4
და ჩაიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა დეკეული ღრანტე ხევში, რომლის ნაპირებიც არ დამუშავებულა და არც დათესილა, და იქ გადაუმტვრიონ კისერი.
5
და მოდგნენ ლევიანი მღვდლები, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ ემსახურონ მას, და უფლის სახელით აკურთხევდნენ, და მათი პირით წყდებოდეს ყველა დავა და ყველა ზარალი,
6
და მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა დაიბანოს ხელი ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე,
7
და განაცხადონ და თქვან: „ჩვენს ხელს არ დაუღვრია ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ უხილავს;
8
უფალო, შენ შეუნდე შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოსყიდული გყავს, და ნუ დატოვებ შენი ხალხის უდანაშაულო სისხლს ისრაელის წიაღში.“ და შეენდობათ მათ ეს სისხლი.
9
უნდა მოიცილო უდანაშაულო სისხლი შენი წიაღიდან, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.
10
როცა გახვალ ბრძოლაში შენი მტრების წინააღმდეგ და ხელში ჩაგიგდებს მათ უფალი, შენი ღმერთი, და ტყვეებად წამოასხამ მათ,
11
და დაინახავ ტყვეებში ლამაზ ქალს, შეგიყვარდება იგი და ცოლად წაყვანას დაუპირებ,
12
მიიყვანე შენს სახლში, და გადაიპარსოს ქალმა თავი და დაიჭრას ფრჩხილები,
13
გაიხადოს ტყვეობის სამოსელი და დაჯდეს შენს სახლში და ერთი თვე იტიროს თავისი მამა და თავისი დედა. მერე კი შედი მასთან და შეირთე, და გახდება ის შენი ცოლი.
14
და თუ აღარ ისურვებ მას, მაშინ გაუშვი ის თავის ნებაზე, ოღონდ გაყიდვით არ გაყიდო ვერცხლზე, არავის დაუმონო, რაკი დამორჩილებული გყავს.
15
თუ კაცს ორი ცოლი ეყოლება: ერთი საყვარელი, ხოლო მეორე საძულველი, და შესძენენ მას ვაჟებს: საყვარელი და საძულველი, პირმშოს კი საძულველი შობს,
16
ძეებისთვის თავისი ქონების განაწილების დღეს მამას არ შეუძლია საყვარლის ძეს პირმშოობა არგუნოს საძულველის პირმშოს წინაშე,
17
არამედ პირმშოდ აღიაროს საძულველის ძე, რათა მისცეს მას ორმაგი წილი ყველაფრიდან, რაც მას აბადია, რადგან იგი დასაბამია მისი ძალისა, მას ეკუთვნის პირმშოობის უფლება.
18
თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას და თავისი დედის ხმას, და თუმცა ტუქსავენ მას, მაგრამ ის არ უგონებს მათ,
19
დაიჭირონ მამამ და დედამ და მიიყვანონ თავისი ქალაქის უხუცესებთან, თავის კარიბჭესთან.
20
და უთხრან ქალაქის უხუცესებს: „ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი!“
21
და ქვით ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყოველმა კაცმა, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს ამას და შეშინდება.
22
თუ კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე,
23
მაგრამ არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ დამარხე იგი იმავე დღეს. რადგან ღვთისგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული, და ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34