bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 22
Deuteronomy 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 23 →
1
შენი მოძმის დაკარგული ხარი ან ცხვარი რომ ნახო, დაიჭირე და პატრონს მიჰგვარე.
2
ხოლო თუ იგი შენთან ახლოს არ ცხოვრობს, ან შენ ვერ იცნო, ვისია პირუტყვი, შინ წაიყვანე და იქ გყავდეს, ვიდრე შენი მოძმე მოიკითხავდეს, და მაშინ დაუბრუნე.
3
ასევე მოექეცი მის სახედარს და ასევე მოექეცი მის სამოსელს, და ასევე მოექეცი შენი მოძმის ყველა დანაკარგს, რაც დაკარგა და შენ იპოვე, თვალს ნუ აარიდებ.
4
შენი მოძმის გზაზე დავარდნილი სახედარი ან ხარი რომ ნახო, თვალი არ აარიდო, მოეხმარე შენს მოძმეს მის წამოყენებაში.
5
დედაკაცმა არ ჩაიცვას მამაკაცის სამოსელი და არ შეიმოსოს კაცი ქალის სამოსლით, რადაგან სძულს უფალს, შენს ღმერთს, ყველა ამის მოქმედი.
6
თუ გზად მიმავალი წააწყდები ხეზე ან მიწაზე ჩიტის ბუდეს, რომელშიც დედა ზის ბარტყებზე ან კვერცხებზე, ნუ დაიჭერ დედას და ბარტყებს.
7
დედა გაუშვი, ბარტყები კი შინ წაასხი, რათა ხელი მოგემართოს და იდღეგრძელო.
8
თუ ახალ სახლს იშენებ, ბანს მოაჯირი შემოარტყი, რათა არავინ გადმოვარდეს ბანიდან და სისხლი არ დაედოს შენს სახლს.
9
ნუ დათესავ ვენახში სხვა თესლს, რომ არ გააუწმიდურო ნაყოფი თესლისა, რომელსაც დათესავ და ვენახის მოსავალიც.
10
ნუ მოხნავ გუთანში ერთად შებმული ხარითა და ვირით.
11
არ ჩაიცვა მატყლისა და სელის ნარევით ნაქსოვი სამოსელი.
12
ფოჩები გაუკეთე შენი მოსასხამის ოთხივე კიდეს.
13
თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი,
14
ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხს და იტყვის: „ეს ქალი შევირთე, შევედი მასთან და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები,“
15
ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაუტანონ ყმაწვილი ქალის ქალწულობის ნიშნები ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან,
16
და უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: „ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი,
17
ცილი დასწამა და თქვა: ქალწული არ გამოდგაო შენი ასული; და აჰა, ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა.“ და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთა წინაშე.
18
და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და გვემონ იგი,
19
და დააჯარიმონ 100 ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.
20
და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,
21
გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ქალაქის ხალხმა, და მოკვდეს, რადგან სამარცხვინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
22
თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაასწრეს, ორივე მოკლან – კაციც და ქალიც. ასე აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23
თუ კაცზე დანიშნულ ქალწულს ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან,
24
გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ქვით ჩაქოლეთ, და მოკვდებიან – ქალწული იმისათვის, რომ არ მოუხმო საშველად, კაცი კი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25
თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ქალწულს, ძალით დაიჭერს და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა;
26
ქალწულს კი ნურაფერს უზამ. არა აქვს მას სასიკვდილო ცოდვა: რადგან ეს იმას ჰგავს, კაცი რომ დაესხას თავის მოყვასს და მოკლას იგი,
27
რადგან კაცმა იგი მინდორში ნახა, ქალწულმა იკივლა, და იქ არავინ იყო მისი შემწე.
28
თუ ნახავს კაცი ქალწულს, რომელიც არაა დანიშნული, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, და წაასწრებენ,
29
მისცეს მასთან მწოლარე კაცმა ყმაწვილი ქალის მამას 50 ვერცხლი და ქალი გახდება იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.
30
არავინ შეირთოს თავისი მამის ცოლი რათა არ შეარცხვინოს თავისი მამა.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34