bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 32
Deuteronomy 32
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 33 →
1
„ისმინე, ცაო, რას ვამბობ! ისმინოს მიწამ სიტყვანი ჩემი პირისა!
2
წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება, ნამივით დაეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე და როგორც თქეში ბალახზე.
3
ვადიდებ უფლის სახელს! დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს!
4
სალი კლდეა იგი; სრულყოფილია საქმენი მისნი, და სამართლიანია ყოველი მისი გზა; სარწმუნოა ღმერთი და არაა მასში უსამართლობა; მართალი და წრფელია იგი;
5
შესცოდეს მას, მისმა ბიწიერმა შვილებმა. გარყვნილი და გზასაცდენილი მოდგმაა ის!
6
ასე მიუზღავ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი, შენ ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!
7
გაიხსენე გარდასული დღეები და გონებით გადახედე წინა თაობათა წლებს. ჰკითხე მამაშენს და გიამბობს; შენს უხუცესთ და ისინი გეტყვიან.
8
როცა უზენაესი სამკვიდროებს უნაწილებდა ხალხებს, როცა მან დააცალკევა ადამის ძენი, საზღვრები დაუდგინა ხალხებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.
9
რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი.
10
უდაბურ ქვეყანაში იპოვა უფალმა ეს ხალხი, გადახრუკულ ტრამალზე. თავს ევლებოდა იგი, თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას;
11
როგორც ორბი ფხიზლობს თავის ბუდეზე, თავს დაჰბრუნავს მართვეებს, ფრთებს შლის, ზედ ისხამს მათ და ატარებს თავისი ფრთებით,
12
ასე ატარებდა მათ უფალი – მარტო! უცხო ღმერთები არ ჰყოლია გვერდით.
13
მან დაუმორჩილა მათ იმ ქვეყნის მთა-ბარი და კვებავდა მინდვრის ნაყოფით; პიტალო კლდეებიდან თაფლით და სალი კლდეებიდან ზეთით კვებავდა;
14
ასმევდა ძროხის რძის ნაღებსა და ცხვრის რძეს, აჭმევდა ნასუქალ ბატკნებს, ბაშანურ ვერძებს და ვაცებს, ყუათიან პურს. და ღვინოს სვამდი, ყურძნის სისხლს.
15
გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გათქვირდა, ჩამრგვალდა და დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი, მოიძულა თავისი გადარჩენის ბურჯი.
16
შური აღუძრეს მას უცხო ღმერთებით, სისაძაგლეებით განარისხეს იგი:
17
დემონებს – ცრუღმერთს – სწირავენ მსხვერპლს, და არა თავის ღმერთს, არამედ ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, რომელთა შიში არ ჰქონია თქვენს მამა-პაპას.
18
კლდე, შენ რომ გაგაჩინა, აღარ გახსოვს, და დაივიწყე ღმერთი, შენი შემოქმედი.
19
დაინახა უფალმა, და რისხვით მოიძულა თავისი ძენი და ასულნი.
20
და თქვა: ‘დავუმალავ ჩემს სახეს და ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან უკუღმართი თაობაა ის, ძენი, რომლებშიც არ არის ერთგულება;
21
მათ განმარისხეს თავისი არაღმერთით და გამამწარეს თავიანთი ამაოებით; და მეც განვარისხებ მათ არახალხით, უგუნური ხალხით გავამწარებ მათ.
22
რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ნთქავს დედამიწას და მის ნაყოფს, და ბუგავს მთათა საფუძვლებს.
23
თავზე დავატეხ მათ უბედურებას, მათზე გავცვეთ ჩემს ისრებს.
24
დაძაბუნდებიან შიმშილით, შთაინთქმებიან ციებ-ცხელებითა და მომსვრელი სენით. მხეცის ეშვს მივუშვებ მათზე, და გესლით სავსე მიწის ქვეწარმავალთ.
25
გარეთ მახვილმა მოსრას, შინ – ძრწოლამ ჭაბუკნი, ქალწულნი, ძუძუთა ყმაწვილნი, ჭაღარა მოხუცები.
26
და ვთქვი: გავფანტავ-მეთქი მათ, წავშლი კაცთა მოდგმიდან მათ სახსენებელს,
27
მტრის ღვარძლს რომ არ ვერიდებოდე, რომ მისი წინაღმდგომნი არ გაკადნიერდნენ და არ თქვან: დიდია ჩვენი ძალა, უფალს არ გაუკეთებიაო ეს ყველაფერი.’
28
რადგან ისრაელიანთ განსჯა აღარ აქვთ.
29
სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
30
ერთი როგორ განდევნის ათასს და ორნი როგორ გააქცევენ ათი ათასს? თუ მათმა კლდემ არ გაწირა, თუ უფალმა არ ჩაუგდო ხელში?
31
რადგან მათი კლდე არ ჰგავს ჩვენს კლდეს. და თავად ჩვენი მტრები განსჯიან ამას.
32
რადგან სოდომის ვენახებიდანაა მათი ვაზი, და გომორადანაა მათი ლერწი; მათი ყურძენი ნაღველივითაა და მწარეა მისი მტევანი.
33
მათი ღვინო გველეშაპის გესლია და ასპიტთა უკურნებელი გესლი.
34
ის ხომ ჩემთანაა დამარხული, ჩემს საგანძურებშია დაბეჭდილი,
35
მე მივაგებ შურს, მე მივუზღავ, როცა წაიფორხილებენ, რადგან ახლოა მათი დაღუპვის დღე, ისწრაფვის მათი ბედისწერა.
36
რადგან თავად უფალი განიკითხავს თავის ერს და შეიწყალებს თავის მსახურთ, როცა დაინახავს, რომ ღონე მიხდილი აქვთ და აღარ არის აღარც მონა, აღარც აზატი.
37
და იტყვის იგი: ‘სად არიან მათი ღმერთები, კლდე, რომლითაც ისინი სასოობდნენ?
38
რომლებიც ჭამდნენ მათ მსხვერპლთა ლურთებს და სვამდნენ მათი ზედაშეს ღვინოს? აბა, ადგნენ და მოგეშველონ, მფარველად გაგიხდნენ!
39
იხილეთ ახლა, რომ მე ვარ ერთი, და არ არის სხვა ღმერთი, ჩემს გარდა! მე ვკლავ და ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და ვკურნავ, და ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან.
40
რადგან ხელს აღვმართავ ზეცისკენ და ვამბობ: მე ცოცხალი ვარ უკუნისამდე!
41
როცა გავლესავ ჩემს ელვარე მახვილს და ხელს მივყოფ განკითხვას, ჩემს მტრებს შურს მივაგებ და ჩემს მოძულეებს მივუზღავ.
42
სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის მთავართა თავებით.’
43
წარმართნო, ადიდეთ მისი ერი; რადგან აიღებს თავის მონათა სისხლს, და შურს მიაგებს თავის მტრებს, და შეუნდობს თავის მიწას და თავის ერს.“
44
და მივიდა მოსე და წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა მათ გასაგონად. და მასთან იყო იესო, ნავეს ძე.
45
და როცა დაასრულა მოსემ ყოველი ამ სიტყვის წარმოთქმა მთელი ისრაელის მიმართ,
46
კვლავ უთხრა მათ: „გულში ჩაიბეჭდეთ ყოველი სიტყვა, რომელსაც მე გიმოწმებთ დღეს, რათა უბრძანოთ თქვენს ძეებს, რომ დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
47
რადგან ეს არ არის ფუჭი სიტყვა თქვენთვის, არამედ ეს არის თქვენი სიცოცხლე და ამით იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“
48
და ელაპარაკა უფალი მოსეს იმავე დღეს და უთხრა:
49
„ადი ყაბარიმის მთებში – ნებოს მთაზე, რომელიც მოაბის ქვეყანაშია, იერიხოს პირდაპირ, და გადახედე ქანაანის ქვეყანას, რომელსაც სამფლობელოდ ვაძლევ ისრაელიანთ.
50
და მოკვდი მთაზე, რომელზეც ახვალ, და შეეძინე შენს ერს, როგორც მოკვდა აარონი, შენი ძმა, ჰორის მთაზე, და შეეძინა თავის ერს,
51
იმის გამო, რომ მიმტყუნეთ ისრაელიანთა შორის, მერიბათ-კადეშის წყლებთან, ცინის უდაბნოში, იმის გამო, რომ არ მომეპყარით, როგორც წმიდას ისრაელის ძეთა შორის.
52
რადგან შორიდან დაინახავ ქვეყანას, იქ კი ვერ შეხვალ, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე ვაძლევ ისრაელიანთ.“
← Chapter 31
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 33 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→