bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 13
Deuteronomy 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 14 →
1
თქვენში რომ აღდგეს წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცეთ რაიმე ნიშანი ან სასწაული,
2
და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც მან გაუწყათ, და თან გითხრათ: გავყვეთ სხვა ღმერთებსო (რომელთაც თქვენ არ იცნობთ) და ვემსახუროთო მათ,
3
ყურს ნუ დაუგდებთ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის სიტყვებს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი სულითა და გულით;
4
გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მისი მცნებები, ისმინეთ მისი ხმა და ემსახურეთ მას, და მას მიეკარით.
5
და ის წინასწარმეტყველი თუ სიზმართმხილველი უნდა მოიკლას, რადგან მან გირჩიათ განდგომა უფლის, თქვენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან, რათა იმ გზიდან აეცდინეთ, რომელზეც გიბრძანათ სიარული უფალმა, თქვენმა ღმერთმა. და აღმოფხვერით ბოროტება თქვენი წიაღიდან.
6
თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ – დედაშენის ნაშობმა – ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს მკლავზე მწოლმა ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს გერჩივნა, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს“, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები იცნობდნენ,
7
ღმერთებს იმ ხალხებისა, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან – თქვენგან ახლოს თუ თქვენგან შორს, ქვეყნის კიდეებამდე,
8
არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ შეიბრალო, არ შეიბრალო იგი და არ დაინანო იგი,
9
არამედ მოკალი. პირველი შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი.
10
ჩაქოლე იგი, და მოკვდეს, რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლის, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან – მონობის სახლიდან.
11
მთელი ისრაელი მოისმენს ამას და შეშინდება, და შემდგომ აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას თქვენში.
12
და თუ გაიგებთ, რომ რომელიმე თქვენს ქალაქში, რომელიც საცხოვრებლად მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა,
13
გამოჩნდნენ უღირსი კაცები თქვენი წიაღიდან და შეაცდინეს ამ ქალაქის მცხოვრებნი ამ სიტყვებით: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს.“ თქვენ კი არ იცნობთ იმ ღმერთებს,
14
გამოიძიე, გამოიკვლიე და კარგად გამოიკითხე და, თუ ეს სრული სიმართლეა და ნამდვილად მოხდა ეს სისაძაგლე თქვენში,
15
მახვილის პირით შემუსრე იმ ქალაქის მცხოვრებნი, და დაარისხე იგი და ყველაფერი, რაც მასშია, თვით პირუტყვიც გაჟლიტეთ ბასრი მახვილით.
16
მთელი ნადავლი შეაგროვეთ ქალაქის შუა მოედანზე და ცეცხლით დაწვით ქალაქიცა და მთელი ის ნადავლიც, როგორც უფლის, შენი ღმერთის, სრულადდასაწველი მსხვერპლი. დაე საუკუნო ნანგრევებად დარჩეს ეს ქალაქი და აღარასოდეს აშენდეს.
17
ნუ მიეკარება შენი ხელი იმ დარისხებულს, რათა მოიქცეს უფალი რისხვისაგან და მოგცეს წყალობა და შეგინდოს, და გაგამრავლოს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს.
18
და ასე იქნება, თუ მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელთაც მე გაუწყებ დღეს, და გააკეთებ, რაც სწორია უფლის, შენი ღმერთის, თვალში.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34