bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 10
Deuteronomy 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 11 →
1
და იმ დროს მითხრა მე უფალმა: „გამოთალე ორი ქვის დაფა იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.
2
და დავწერ ქვის დაფებზე იმ სიტყვებს, რომლებიც იყო პირვანდელ ქვის დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. და კიდობანში ჩააწყვე ისინი.“
3
და გავაკეთე მე კიდობანი აკაციის ხისგან, და გამოვთალე ორი ქვის დაფა, პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. და ხელში ორი ქვის დაფა მეჭირა.
4
და მან დაწერა ქვის დაფებზე პირვანდელი ნაწერის მსგავსად ათი მცნება, რომელნიც თქვა თქვენს მიმართ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან შეკრების დღეს, და მომცა მე ისინი უფალმა.
5
და გამოვბრუნდი და ჩამოვედი მთიდან, და ჩავაწყვე დაფები კიდობანში, რომელიც გავაკეთე, და აწყვია იქ, როგორც მე მიბრძანა უფალმა.
6
და ისრაელის ძენი გაემართნენ ბეეროთ-ბენე-იაყაკანიდან მოსერასაკენ. და იქ მოკვდა აარონი და იქვე დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე, ელეაზარი, გახდა მღვდელი.
7
იქიდან გუდგოდასაკენ გაემგზავრნენ და გუდგოდადან იოტბათასაკენ, წყლის ნაკადთა ქვეყნისაკენ.
8
იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდე არის.
9
ამიტომაც არა აქვთ ლევიანებს წილი და სამკვიდრო თავის მოძმეებთან. თავად უფალია მათი სამკვიდრო, როგორც უთხრა მას უფალმა, შენმა ღმერთმა.
10
და მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით 40 დღე და 40 ღამე. და მისმინა მე უფალმა ამჯერადაც და არ ისურვა შენი დაღუპვა.
11
და მითხრა მე უფალმა: „ადექი და წინ წაუძეხი ამ ხალხს; დაე, მივიდნენ და დაიმკვიდრონ ის ქვეყანა, რომლის მიცემაც მე ფიცით აღვუთქვი მათ მამებს.“
12
და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზებით, გიყვარდეს ის, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით,
13
დაიცვა მცნებანი უფლისა და მისი წესები, რომელთაც გიბრძანებ დღეს შენს სასიკეთოდ.
14
უფლის, შენი ღმერთის, არის ცანი და ცანი ცათანი, მიწა და ყოველივე, რაც მასზეა.
15
მხოლოდ შენი მამები შეიტკბო უფალმა და შეიყვარა ისინი, და გამოგარჩიათ თქვენ, მათი შთამომავლობა მათ შემდეგ ყველა ხალხიდან, როგორც ამ დღევანდელ დღეს.
16
დაიცვითეთ გული და ნუღარ გაჯიუტდებით,
17
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და მრისხანე ღმერთი, რომელიც მიუკერძოებელია და მოუქრთამავი;
18
რომელიც ობოლსა და ქვრივს სამართალს უჩენს და უყვარს ხიზანი, აჭმევს და აცმევს მათ.
19
და თქვენც გიყვარდეთ ხიზანი, რადგან თქვენ თვითონ ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
20
გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, მას ემსახურებოდე, მას მიეკარი და მისი სახელით ფიცულობდე.
21
იგია შენი დიდება და იგია შენი ღმერთი, რომელმაც მოიმოქმედა შენთვის ის დიდი და მრისხანე საქმეები, რაც შენმა თვალებმა იხილეს.
22
70 სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლა უფალმა, შენმა ღმერთმა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34