bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 30
Deuteronomy 30
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 31 →
1
და როცა აგიცხადდება ყველა ეს სიტყვა – კურთხევაცა და წყევლაც, რომლებიც გადმოვეცი შენს წინაშე, და მიიტან მას შენს გულთან, ყველა იმ ხალხებს შორის მყოფი, სადაც გაგდევნის უფალი, შენი ღმერთი,
2
და მიუბრუნდებით უფალს, თქვენს ღმერთს, და შეისმენთ მის ხმას ყველაფერში, როგორც მე გამცნებთ დღეს, შენ და შენი ძენი მთელი გულით და მთელი სულით,
3
მაშინ დააბრუნებს უფალი, შენი ღმერთი, შენს ტყვეებს და შეგიწყალებს, და კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაგფანტა უფალმა, შენმა ღმერთმა.
4
ცის კიდემდეც რომ იყო გაფანტული, იქიდანაც კი შემოგკრებს უფალი, შენი ღმერთი, და წამოგიყვანს.
5
და მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომელსაც ფლობდნენ შენი მამები, და შენც დაიმკვიდრებ მას. და სიკეთეს გიზამს და გაგამრავლებს შენს მამებზე მეტად.
6
და წინადასცვეთს უფალი, შენი ღმერთი, შენს გულს და შენი შთამომავლობის გულს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით, რათა იცოცხლო.
7
და მოაწევს უფალი, შენი ღმერთი, მთელ ამ წყევლას შენს მტრებზე და შენს მოძულეებზე, რომელნიც გდევნიდნენ შენ.
8
შენ კი მოიქცევი და შეისმენ უფლის ხმას და შეასრულებ ყველა მის მცნებას, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს.
9
და აღავსებს სიუხვით უფალი, შენი ღმერთი, ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ – შენი მუცლის ნაყოფს, შენი პირუტყვის ნამატს, შენი მიწის მოსავალს სასიკეთოდ, რადგან უფალი კვლავ გაიხარებს შენით სასიკეთოდ, როგორც შენი მამებით ხარობდა,
10
თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა მისი მცნებანი და მისი წესები, რომლებიც დაწერილია ამ რჯულის გრაგნილზე, და თუ დაუბრუნდები უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით.
11
რადგან ეს მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, არ არის შენთვის ძნელი და მიუწვდომელი.
12
ცაში არ არის იგი, რომ თქვა: ‘ვინ ავა ჩვენთვის ზეცაში და ვინ ჩამოგვიტანს მას, ვინ შეგვასმენს მას, რომ შევასრულოთ?’
13
არც ზღვის გაღმაა იგი, რომ თქვა: ‘ვინ გადალახავს ჩვენთვის ზღვას და წამოგვიღებს მას და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?’
14
რადგან ეს სიტყვა ძალზე ახლოსაა შენთან: ის შენს ბაგეებშია და შენს გულშია, რათა შეასრულო იგი.
15
აჰა, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება.
16
და გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა იარო მისი გზებით და დაიცვა მისი მცნებანი, მისი წესები და კანონები, და იცოცხლებ და გამრავლდები, და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
17
ხოლო თუ გადაუხვევს შენი გული, და არ შეისმენ, და გზას ასცდები, და სხვა ღმერთებს სცემ თაყვანს და მოემსახურები მათ,
18
მე დღეს გიცხადებთ, რომ დაიღუპებით და ვერ იდღეგრძელებთ იმ მიწაზე, რომლისთვისაც გადადიხართ იორდანეზე, რათა მიხვიდეთ იქ მის დასამკვიდრებლად.
19
მოწმეა დღეს თქვენს წინაშე ცა და დედამიწა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინ, ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,
20
რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და შეეკვეთო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს.“
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34