bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 20
Deuteronomy 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 21 →
1
როცა ომში გახვალ შენი მტრის წინააღმდეგ და დაინახავ ცხენებსა და ეტლებს და შენზე უამრავ ჯარს, ნუ შეუშინდები მათ, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.
2
და როცა ომს მიუახლოვდებით, მოდგეს მღვდელი და ხალხს ელაპარაკოს,
3
და უთხრას მათ: „ისმინე, ისრაელ! თქვენ დღეს ებმებით ომში თქვენს მტრებთან. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნუ შეშინდებით, ან ნუ შეძრწუნდებით მათ წინაშე,
4
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენთან ერთად მოდის თქვენს მტრებთან საომრად, რათა გადაგარჩინოთ თქვენ.“
5
ზედამხედველებმა კი ასე უთხრან ხალხს: „თქვენს შორის ვინც ახალი სახლი აიშენა და ვერ მოასწრო მისი კურთხევა, წავიდეს და შინ დაუბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ აკურთხოს მისი სახლი;
6
ვინც ვენახი გააშენა და ვერ მოასწრო ნაყოფის მოწევა, შინ წავიდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ მოისთვლას მისი ვენახი;
7
ვინც ქალი დანიშნა და ჯერ არ შეურთავს, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ წაიყვანოს ის ქალი.“
8
და კიდევ ელაპარაკონ ზედამხედველები ხალხს და უთხრან: „ვინც მშიშარაა და ჯაბანი, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რათა თავისი გულივით არ გაუდედლოს თავის მოძმეებს გული.“
9
როცა ზედამხედველები მორჩებიან ხალხთან ლაპარაკს, მაშინ დაუყენეთ სარდლები ხალხს მეთაურებად.
10
როცა მიუახლოვდები ქალაქს საომრად, ჯერ ზავისაკენ მოუწოდე მას.
11
თუ ზავზე დაგთანხმდეს და კარიბჭე გაგიღოს, მთელი ხალხი, ვინც კი იქ აღმოჩნდება, შენს ხარკს დაიდებს და ყმა გაგიხდება.
12
და თუ არ დაგეზავა და ომი გაგიმართა, ალყა შემოარტყი,
13
და როცა ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, მახვილის პირით განგმირე ყველა მისი მამაკაცი.
14
მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და რაც ქალაქში იქნება, შეგიძლია ნადავლად დაიტაცო; ჭამე ნადავლი შენი მტრისა, რომელიც უფალმა, შენმა ღმერთმა, ჩაგიგდო ხელში.
15
ასევე მოექეცი შენგან ძალზე დაშორებულ ყველა ქალაქს, რომლებიც არ ეკუთვნის აქაურ ხალხებს.
16
მხოლოდ იმ ქალაქებში, რომლებსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ, არ აცოცხლო არც ერთი სული.
17
პირწმინდად მოსპე ისინი – ხეთელები და ამორეველები, ქანაანელები და ფერიზელები, ხიველები და იებუსელები – როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.
18
რათა არ გასწავლონ ყველა იმ სისაძაგლეების კეთება, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი ღმერთებისათვის, და არ შესცოდოთ უფალს, თქვენს ღმერთს.
19
თუ დიდხანს გეყოლება ქალაქი ალყაში, რათა იომო მის წინააღმდეგ მის ასაღებად, ნუ გაკაფავ ხეებს მის ირგვლივ, რადგან მის ნაყოფს ჭამ, და არ უნდა მოჭრა, რადგან ხე ადამიანი ხომ არ არის, რომ გაგექცეს და ციხესიმაგრეს შეაფაროს თავი?
20
მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იცი, რომ უნაყოფოა, შეგიძლია აჩეხო და ააგო მისგან სიმაგრე იმ ქალაქის წინააღმდეგ, რომელიც გეომება, ვიდრე არ დაიმორჩილებ.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34