bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 5
Deuteronomy 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 6 →
1
და მოუწოდა მოსემ მთელს ისრაელს და უთხრა მათ: ისმინე, ისრაელ, წესები და კანონები, რომელთაც მე ვიტყვი დღეს თქვენს გასაგონად. დაისწავლეთ ისინი და ეცადეთ მათი შესრულება.
2
უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, დაგვიდო აღთქმა ხორების მთაზე.
3
ჩვენს მამებთან კი არ დადო უფალმა ეს აღთქმა, არამედ ჩვენთან, ყველა ჩვენგანთან, ვინც აქ ცოცხლები ვართ დღეს.
4
პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.
5
მე კი ვიდექი უფალსა და თქვენს შორის იმ დროს, რათა მეუწყებინა თქვენთვის სიტყვა უფლისა, რადგან გეშინოდათ ცეცხლისა და არ ასულხართ მთაზე. და მან მითხრა მე:
6
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან:
7
ნუ იყოლიებ სხვა ღმერთებს ჩემს გარდა.
8
ნუ გაიკეთებ კერპებს და ნურც რაიმე სხვა მსგავსებას იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია მიწის სიღრმეში.
9
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვებს შვილებს მოვკითხავ, ჩემი მტრების მესამე და მეოთხე თაობამდე,
10
და ჩემს მოყვარულ და ჩემი მცნებების დამცველ ათასეულ თაობათა მწყალობელი.
11
ნუ ახსენებ უფლის, შენი ღმერთის, სახელს ამაოდ, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მახსენებელი.
12
დაიცავი შაბათის უქმე, რათა წმიდად შეინახო იგი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.
13
ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველგვარი საქმე,
14
ხოლო მეშვიდე დღე – უფლის, შენი ღმერთის, შაბათია, ამ დღეს არა საქმე არ აკეთოთ, არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა შენსავით დაისვენოს შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა.
15
გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დაიცვა შაბათი დღე.
16
პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს.
17
არა კლა.
18
არ იმრუშო.
19
არ იპარო.
20
ცრუ მოწმედ არ დადგე შენი მოძმის წინააღმდეგ.
21
არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.“
22
ეს სიტყვები უთხრა უფალმა მთელ თქვენს კრებულს მთაზე, ცეცხლის, ღრუბლისა და კუნაპატი სიბნელიდან დიდი ხმით, და სხვა მეტი არაფერი დაუმატებია ამ სიტყვებისთვის. და დაწერა ისინი ქვის ორ დაფაზე, და მომცა მე.
23
და როცა მოისმინეთ ხმა სიბნელიდან, და მთა ცეცხლში იწვოდა, მაშინ მოხვედით ჩემთან ახლოს თქვენი ტომების მთავრები და თქვენი ერის უხუცესები
24
და მითხარით: „აჰა, გვიჩვენა ჩვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, თავისი დიდება და თავისი სიდიადე, და მისი ხმა მოგვესმა ცეცხლის შუაგულიდან. იმ დღეს ვიხილეთ, რომ ღმერთი ელაპარაკა ადამიანს და ადამიანი ცოცხალი გადარჩა.
25
და ახლა რიღისთვის დავიხოცოთ? ხომ გვშთანთქავს ეს დიდი ცეცხლი! თუ ჩვენ კვლავ მოვისმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის, ხმას, მაშინვე დავიხოცებით.
26
რადგან რომელ ხორციელს შეუძლია, რომ მოისმინოს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა და ჩვენსავით ცოცხალი გადარჩეს?
27
შენ მიდი და მოისმინე, რას იტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი, და შემდეგ მოგვიყევი ჩვენ ყველაფერი, რასაც გეტყვის უფალი, ჩვენი ღმერთი. ჩვენ კი მოგისმენთ და შევასრულებთ.“
28
ისმინა უფალმა თქვენი ლაპარაკის ხმა, მე რომ მელაპარაკებოდით, და მითხრა: „ვისმინე ამ ხალხის ლაპარაკის ხმა, შენ რომ გელაპარაკებოდნენ. ყველაფერი სწორია, რაც შენ გელაპარაკნენ.
29
ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და დაეცვათ ყველა ჩემი მცნება ყოველთვის, რათა კარგად ყოფილიყვნენ ისინი და მათი ძენი უკუნისამდე.
30
წადი, უთხარი მათ, დაბრუნდნენ თავ-თავიანთ კარვებში.
31
ხოლო შენ აქ დადექი ჩემთან, და მე გეტყვი ყველა მცნებას, წესებს და კანონებს, რაც უნდა ასწავლო მათ, რათა შეასრულონ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე დასამკვიდრებლად ვაძლევ მათ.“
32
ისე უნდა დაიცვათ შესასრულებლად, როგორც უფალმა, თქვენმა ღმერთმა, გიბრძანათ. ნუ გადაუხვევთ ნურც მარჯვნივ და ნურც მარცხნივ.
33
იარეთ ყველა იმ გზით, რომელიც გამცნოთ თქვენმა ღმერთმა, რათა იცოცხლოთ და კარგად იყოთ, და დღეგრძელნი იყოთ იმ ქვეყანაში, რომელსაც დაეუფლებით.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→