bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 6
Deuteronomy 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 7 →
1
და აჰა, მცნებები, წესები და კანონები, რომლთა სწავლაც გიბრძანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, რათა დაიცვათ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
2
რათა გეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომ დაიცვათ ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გაუწყებთ თქვენ და თქვენს შვილებს, და თქვენს შვილიშვილებს, მთელი თქვენი სიცოცხლის მანძილზე, რათა იდღეგრძელოთ.
3
მაშ ისმინე, ისრაელ, და მტკიცედ დაიცავი ეს ყოველივე შესასრულებლად, რათა კარგად იყო, და ძლიერ გამრავლდე, როგორც გითხრა უფალმა, შენი მამების ღმერთმა, რომ მოგცემო იმ ქვეყანას, სადაც მოედინებაო რძე და თაფლი.
4
ისმინე, ისრაელ! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი!
5
და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით.
6
და იყოს ეს სიტყვები შენს გულში, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს.
7
ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და მუდამ ელაპარაკე მათზე შინა ხარ თუ გარეთ, წევხარ, თუ დგახარ.
8
და ნიშნად შეიბი ისინი მაჯაზე, და შუბლსაკრავით ატარე,
9
და დააწერე ისინი შენი სახლის კარის წირთხლებსა და შენს კარიბჭეებს.
10
და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამოც შეჰფიცა შენს მამებს: აბრაამს, ისააკსა და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდ და კარგ ქალაქებს, რომლებიც შენ არ აგიშენებია,
11
და ყოველნაირი სიკეთით სავსე სახლებს, რომლებიც შენ არ აგივსია დოვლათით, და ჭებს, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ბაღ-ვენახებსა და ზეთისხილის ჭალებს, რომლებიც შენ არ გაგიშენებია. და შეჭამ იქ ძღომაზე,
12
გაფრთხილდი, რათა არ დაივიწყო უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
13
გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, და მას ემსახურე, და მისი სახელით ფიცულობდე.
14
არ მიჰყვე უცხო ღმერთების კვალს, იმ ხალხების ღმერთებისა, რომლებიც თქვენს ირგვლივ სახლობენ,
15
რადგან უფალი, შენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია; არ აღეგზნოს მისი, რისხვა შენზე და არ აღგგავოს მიწის პირისაგან.
16
არ გამოსცადოთ უფალი, თქვენი ღმერთი, როგორც გამოსცადეთ იგი მასაში.
17
მტკიცედ დაიცავით უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებები, მისი მოწმობანი და მისი წესები, რაც გიბრძანათ თქვენ.
18
და სწორად და კეთილად მოიქეცით უფლის თვალში, რათა კარგად იყოთ, რომ მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ კარგი ქვეყანა, რომელიც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს,
19
რომ განდევნოს მთელი თქვენი მტრები თქვენი პირისაგან, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
20
თუ შეგეკითხება ხვალ შენი ძე და გეტყვის: „რა არის ეს მოწმობანი, წესები და კანონები, რაც გიბრძანათ თქვენ უფალმა, ჩვენმა ღმერთმა“ –
21
ასე უპასუხე: „ფარაონის მონები ვიყავით ეგვიპტეში, და უფალმა გამოგვიყვანა ეგვიპტიდან ძლიერი ხელით.
22
მოუვლინა უფალმა დიდი და საშინელი ნიშნები და სასწაულები და განსაცდელები ეგვიპტეს, ფარაონსა და მთელ მის სახლს ჩვენს თვალწინ.
23
და ჩვენ გამოგვიყვანა იქიდან, რათა აქ მოვეყვანეთ, რომ მოეცა ჩვენთვის ქვეყანა, რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს.
24
და გვიბრძანა აღსრულება ყველა იმ წესისა, რათა გვეშინოდეს უფლისა, ჩვენი ღმერთისა, კარგად ვიყოთ დღენიადაგ, რომ ცოცხალი დავრჩეთ, როგორც ამ დღესა ვართ.
25
და ჩვენ ჩაგვეთვლება სიმართლედ, თუ დავიცავთ შესასრულებლად ყველა ამ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე, როგორც მან გვიბრძანა.“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34