bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 14
Deuteronomy 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 15 →
1
თქვენ ხართ ძენი უფლისა, თქვენი ღმერთისა. მკვდრის დატირებაზე ტანს ნუ დაისერავთ და თმას ნუ აიპარსავთ შუბლს ზემოთ.
2
რადგან წმიდა ხალხი ხართ თქვენ უფლის, თქვენი ღმერთისათვის, და თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რომ მისი უნჯი ხალხი ყოფილიყავით, ყველა სხვა ხალხებს შორის დედამიწის ზურგზე.
3
ისეთი არაფერი ჭამოთ, რაც უფლისთვის სისაძაგლეა.
4
აი, ის ცხოველები, რომელთა ჭამაც შეგიძლიათ: ხარი, ცხვარი, თხა,
5
ირემი, ქურციკი, შველი, არჩვი, ანტილოპა, კამეჩი და ნიამორი.
6
და ყოველი ჩლიქგაყოფილი პირუტყვი, თუ გაცალკევებული აქვს ჩლიქები მთლიანად და იცოხნის, ის ჭამეთ.
7
ოღონდ ამათგან (მცოხნელთაგან და ჩლიქგაყოფილთაგან) არ ჭამოთ აქლემი, კურდღელი და კლდის ბოცვერი, რადგან იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაცალკევებული, უწმიდურია ისინი თქვენთვის.
8
და ღორი, რომელსაც ჩლიქი აქვს გაყოფილი, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის. მათი ხორცი არ ჭამოთ და მათ მძორს ნუ მიეკარებით.
9
და აი, რის ჭამა შეგიძლიათ იმათგან, რაც წყალშია: ჭამეთ ყოველი, რასაც ფარფლი და ქერცლი აქვს;
10
და ყოველი, რასაც არა აქვს ფარფლი და ქერცლი, არ ჭამოთ, უწმიდურია ის თქვენთვის.
11
ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.
12
და აი, რა არ უნდა ჭამოთ ფრინველთაგან: ორბი, არწივი და სვავი,
13
ძერა, შევარდენი, სონღული და მათნაირები,
14
ყველა ყორანი მისი გვარობითურთ,
15
სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და ყველა მისნაირი,
16
ბუკიოტი, ბუკნაჭო, ჭოტი,
17
ვარხვი, სვავი, თევზიყლაპია,
18
ყარყატი, ყანჩა და მისნაირნი, ოფოფი და ღამურა.
19
და ყოველი ფრთიანი მწერი უწმიდურია თქვენთვის, ნუ შეჭამთ.
20
ყოველი წმიდა ფრინველი ჭამეთ.
21
არ ჭამოთ არავითარი უსულადი ხიზანს მიეცი, რომელიც შენს კარიბჭეებშია, და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ. თქვენ ხომ წმიდა ხალხი ხართ უფლის, თქვენი ღმერთისათვის. თიკანს ნუ მოხარშავთ თავისი დედის რძეში.
22
ყოველ წელს უფლისათვის გადადე მეათედი მთელი შენი მოსავლისა, რაც მოგდის მინდორში,
23
და იგი ჭამე უფლის წინაშე იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევს თავისი სახელის იქ დასავანებლად: მიიტანე მეათედი შენი ხორბლისა, შენი ღვინისა და შენი ზეთისა, და შენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულისა, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის შიში სამუდამოდ.
24
და თუ შორი გზა იქნება და ვერ შეძლებ მის ტარებას იქამდე, რადგან შორსაა შენგან ის ადგილი, რომელიც ამოირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, თავისი სახელის იქ დასავანებლად, როცა გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი,
25
გადაცვალე ის ვერცხლზე, აიღე ის ვერცხლი და წადი იქ, რომელიც აირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა,
26
და გადაცვალე ის ვერცხლი იმაზე, რასაც შენი სული მოისურვებს: ცხვარ-ძროხაზე, ღვინო-არაყზე და, და რასაც ისურვებ. და ჭამეთ იქ უფლის, შენი ღმერთის, წინაშე, და გაიხარეთ შენ და შენმა სახლმა.
27
და არ დაივიწყო ლევიანები, რომელნიც შენს კარიბჭეებშია, რადგან მათ, შენგან განსხვავებით, არა აქვთ წილი და სამკვიდრო შენთან.
28
ყოველი მესამე წლის ბოლოს აიღე მეათედი ამ წლის მოსავლიდან და მიიტანე ქალაქის კარიბჭეებში.
29
და მოვიდნენ ლევიანები (რადგან შენგან განსხვავებით, არ გააჩნია თავისი წილი და სამკვიდრო); მოვიდნენ ხიზნები, ქვრივ-ობლები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ მაძღრისად, რათა აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ყოველი საქმე, რასაც აკეთებ.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34