bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 24
Deuteronomy 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 25 →
1
თუ კაცი ცოლს შეირთავს, მაგრამ ქალი მადლს ვერ ჰპოვებს მის თვალში, რადგან სამარცხვინოს რასმე უპოვნის კაცი, დაუწეროს გაყრილობის ბარათი, ხელში მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.
2
და გავა ქალი მისი სახლიდან, წავა და გათხოვდება სხვა კაცზე.
3
და თუ შეიძულა იგი ამ მეორე ქმარმაც, და დაუწერა მას გაყრილობის ბარათი, და მისცა მას და გაუშვა იგი თავისი სახლიდან, ან თუ მოკვდება ეს მეორე ქმარი, რომელმაც იგი ცოლად მოიყვანა,
4
არ შეუძლია მის პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, კვლავ დაიბრუნოს ცოლად, მას შემდეგ, რაც წაიბილწა, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის წინაშე, და ნუ გარყვნი ქვეყანას, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამკვიდროდ.
5
თუ კაცს ახლად შერთული ცოლი ჰყავს, ნუ გავა ლაშქარში და ნურც ნურაფერი დაეკისრება. ერთი წელი თავისუფალი იყოს თავის სახლში და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც შეირთო.
6
არავინ აიღოს გირაოდ დოლაბები (თუნდაც მხოლოდ ზედა), რადგან კაცის სულის დამგირავებელი იქნება იგი.
7
თუ აღმოჩნდება კაცი, რომელმაც მოიტაცა თავისი მოძმე ისრაელიანი, დაიმონა და გაყიდა იგი, უნდა მოიკლას მომტაცებელი; ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
8
არ გამოგრჩეს კეთრის წყლული, რათა ზუსტად დაიცვა და შეასრულო ყველაფერი, რასაც გასწავლიან ლევიანი მღვდლები. რაც მე ვუბრძანე მათ, დაიცავით შესასრულებლად.
9
გაიხსენე, თუ რა უყო უფალმა, შენმა ღმერთმა, მირიამს გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით.
10
თუ შენს მოყვასს რაიმეს ასესხებ, არ შეხვიდე მის სახლში გირაოს ასაღებად.
11
გარეთ დადექი და მოვალე თვითონ გამოგიტანს გირაოს.
12
და თუ ის ღარიბია, ღამე არ დაიტოვო მისი გირაო;
13
დაუბრუნე მზის ჩასვლამდე, რათა დაიძინოს თავის მოსასხამში; ის დაგლოცავს, და ეს სიკეთედ ჩაგეთვლება უფლის, შენი ღმერთის, წინაშე.
14
ნუ შეავიწროვებ მოჯამაგირეს, ღარიბს და გლახაკს, შენი მოძმეთაგანი იქნება იგი თუ შენი ხიზანი, რომელიც შენს ქვეყანაშია, შენს კარიბჭეებში;
15
იმავე დღეს მიეცი თავისი გასამრჯელო, ვიდრე მზე ჩავა, რადგან ღარიბია და ნატრობს მისი სული მას; რათა არ შეჰღაღადოს უფალს შენზე და ცოდვა არ დაგედოს.
16
მამები არ უნდა მოიკლან შვილების ცოდვებისათვის, და შვილები არ უნდა მოიკლან მამების გამო, არამედ თითოეული თავისი ცოდვის გამო მოიკლას.
17
ნუ გაამრუდებ ხიზნისა და ობლის სამართალს, და ნუ აიღებ გირაოდ ქვრივის მოსასხამს.
18
გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტეში და გიხსნა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას.
19
როცა მომკი ყანას და ძნა დაგავიწყდება ნამკალში, ნუ გაბრუნდები მის ასაღებად – ხიზნისათვის და ქვრივ-ობლისათვის იყოს ის, რათა გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ნაამაგარი.
20
როცა ჩამობერტყავ ზეთისხილს, თუ რამ დარჩა ზედ, ნუღარ მიუბრუნდები – ხიზნისა და ქვრივ-ობლისათვის იყოს.
21
როცა ვენახს დაკრეფ, ნუღარ მოიმცვრევ დარჩენილ ნაყოფს: ხიზნისა და ქვრივ-ობლისათვის იყოს.
22
გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში. ამიტომ გიბრძანებ ამის აღსრულებას.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 25 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34