bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 1
Numbers 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 2 →
1
ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში, საკრებულო კარავში, მეორე თვის პირველ დღეს, ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლის მეორე წელს, და უთხრა:
2
აღრიცხეთ ისრაელიანთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, ყოველი მამრი სათითაოდ,
3
20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელიანი შენ და აარონმა აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით.
4
თითოეული ტომიდან თქვენთან იყოლიეთ თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი.
5
ეს არის სახელები იმ თავკაცებისა, რომელნიც იქნებიან თქვენთან ერთად: რეუბენიდან ელიცური, ძე შედეურისა;
6
სიმეონიდან შელუმიელი, ძე ცურიშადაისა;
7
იუდადან ნახშონი, ძე ყამინადაბისა;
8
ისაქარიდან ნეთანელი, ძე ცუყარისა;
9
ზებულუნიდან ელიაბი, ძე ხელონისა;
10
იოსებიანთაგან: ეფრემიდან ელიშამაყი, ძე ყამიჰუდისა; მანაშედან გამალიელი, ძე ფედაცურისა;
11
ბენიამინიდან აბიდანი, ძე გიდეონისა;
12
დანიდან ახიყეზერი, ძე ყამიშადაისა;
13
აშერიდან ფაგეყიელი, ძე ყოქრანისა;
14
გადიდან ელიასაფი, ძე დეუელისა;
15
ნაფთალიდან ახირაყი, ძე ყენანისა.
16
ესენი იყვნენ არჩეულნი თემიდან, თავკაცნი თავიანთი მამების შტოებისა, ისრაელის ათასისთავები.
17
მოიყვანეს მოსემ და აარონმა ეს კაცები, რომლებიც სახელებით იყვნენ ჩამოთვლილი,
18
და შეკრიბეს მთელი თემი მეორე თვის პირველ დღეს, და გამოაცხადეს მათ თავიანთი წარმომავლობა, მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლებისა და სახელთა რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყველანი სათითაოდ.
19
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე აღრიცხა მან ისინი სინაის უდაბნოში.
20
სულ აღირიცხა რეუბენის, ისრაელის პირმშოს, შთამომავალთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოებისა და მათი მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ყველა მამაკაცი სათითაოდ, 20 წლიდან და მათზე უფროსნი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
21
რეუბენის ტომში აღირიცხა 46500.
22
სიმეონის ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, სათითაოდ, ყოველი მამაკაცი 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი.
23
სიმეონის ტომში აღირიცხა 59300.
24
გადიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
25
გადის ტომში აღირიცხა 45650.
26
იუდას ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
27
იუდას ტომში აღირიცხა 74600.
28
ისაქარიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
29
ისაქარის ტომში აღირიცხა 54400.
30
ზებულუნიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
31
ზებულუნის ტომში აღირიცხა 57400.
32
იოსების ძეთაგან: ეფრემის ძეთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
33
ეფრემის ტომში აღირიცხა 40500.
34
მანაშეანთაგან მათი საგვარეულოების, მათი ტომების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
35
მანაშეს ტომში აღირიცხა 32 200.
36
ბენიამინიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
37
ბენიამინის ტომში აღირიცხა 35 400.
38
დანიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
39
დანის ტომში აღირიცხა 62 700.
40
აშერიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
41
აშერის ტომში აღირიცხა 41 500.
42
ნაფთალიანთაგან მათი საგვარეულოების, მათი შტოების, მათი მამისსახლების, მათი სახელების რიცხვის მიხედვით, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი,
43
ნაფთალის ტომში აღირიცხა 53 400.
44
ესენი არიან აღრიცხულნი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა და ისრაელის მთავრებმა – თორმეტმა კაცმა – თითო კაცმა თითო ტომიდან.
45
და ყველა აღრიცხული ისრაელიანი, მათი მამისსახლებიდან, 20 წლიდან და ზევით, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელიანი,
46
და მთლიანად აღრიცხული იყო 603550.
47
ლევიანები მათი მამის ტომების მიხედვით არ აღრიცხულან მათ შორის.
48
უთხრა უფალმა მოსეს:
49
მხოლოდ ლევის ტომი არ შეიტანო აღწერაში და არ აღრიცხო ისინი ისრაელიანთა შორის.
50
არამედ დაადგინე ლევიანები საკრებულო კარვის მსახურებაზე, მთელ მის აღჭურვილობასა და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის გარშემო დაბანაკდნენ.
51
როცა საჭირო იქნება კარვის გადატანა, დაშალონ იგი ლევიანებმა; და კარვის შეჩერებისას დადგან ის ლევიანებმა, უცხო კი, ვინც მას გაეკარება, მოიკლას.
52
დაიბანაკონ ისრაელიანებმა, თითოეულმა თავის ბანაკში და თითოეულმა თავის დროშასთან – თავ-თავისი ლაშქრის მიხედვით.
53
ლევიანებმა კი დაიბანაკონ საკრებულო კარვის გარშემო, რათა არ მოვიდეს რისხვა ისრაელიანთა თემზე, და იდგნენ ლევიანები საკრებულო კარვის დარაჯად.
54
და გააკეთეს ისრაელიანებმა ყველაფერი ისე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36