bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 7
Numbers 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 8 →
1
იმ დღეს, როდესაც მოსემ დაასრულა კარვის აღმართვა და ზეთი სცხო მას და აკურთხა იგი და მთელი მისი აღჭურვილობა, და საკურთხეველი მთელი მისი აღჭურვილობით, და ზეთი სცხო მას და აკურთხა ისინი,
2
მიეახლნენ მას ისრაელიანთა თავკაცები, მათი მამისსახლების თავკაცები, ტომების თავკაცები, რომლებიც ზედამხედველობდნენ აღრიცხვას,
3
და მიიტანეს შესაწირავი უფლის წინაშე: 6 მოჩარდახული ურემი და 12 ხარი, თითო ურემი ორი თავკაცისგან და თითო ხარი თითოზე, და წარადგინეს ისინი კარვის წინაშე.
4
და უთხრა უფალმა მოსეს:
5
გამოართვი, რათა იყოს ეს საკრებულო კარავის სამუშაოებისათვის. და გადაეცი ისინი ლევიანებს, თითოეულს თავისი სამუშაოს მიხედვით.
6
აიღო მოსემ ურმები და ხარები, და გადასცა ლევიანებს.
7
ორი ურემი და ოთხი ხარი მისცა გერშონიანებს, მათი სამსახურის მიხედვით.
8
და ოთხი ურემი და რვა ხარი მისცა მერარიანებს, მათი სამსახურის მიხედვით, აარონ მღვდლის ძის, ითამარის, ზედამხედველობით.
9
ხოლო კოჰათიანებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო საწმიდრის ტარება; მხრებით უნდა ეტარებინათ ის.
10
და მოიტანეს მსხვერპლი თავკაცებმა სამსხვერპლოს კურთხევისათვის, მისი ცხების დღეს, და წარადგინეს თავკაცებმა თავიანთი შესაწირავი სამსხვერპლოს წინ.
11
და უთხრა უფალმა მოსეს: თითო თავკაცმა თითო დღეს შესწიროს თავისი მსხვერპლი სამსხვერპლოს კურთხევისათვის.
12
და პირველ დღეს თავისი მსხვერპლის შემწირველი იყო ნახშონი, ძე ყამინადაბისა, იუდას ტომიდან.
13
მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის თასი, 130 შეკელის წონისა, ვერცხლის ერთი თასი 70 შეკელისა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
14
ათ შეკელიანი ოქროს ერთი სასაკმევლე, საკმევლით სავსე.
15
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
16
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
17
და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს შესაწირავი იყო ნახშონისა, ყამინადაბის ძისა.
18
მეორე დღეს შესწირა თავისი მსხვერპლი ნეთანელმა, ცუყარის ძემ, ისაქარის თავკაცმა.
19
მან შესწირა თავისი შესაწირავი: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის მსხვერპლად,
20
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
21
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
22
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
23
და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ნეთანელისა, ცუყარის ძისა.
24
მესამე დღეს შესწირა ზებულუნიანთა თავკაცმა, ელიაბმა, ხელონის ძემ;
25
მისი შესაწირავი იყო: ერთი ვერცხლის ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის მსხვერპლად,
26
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
27
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
28
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
29
და სამადლობელო შესაწირავად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიაბის, ხელონის ძისა.
30
მეოთხე დღეს შესწირა რეუბენიანთა თავკაცმა ელიცურმა, შედეურის ძემ;
31
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
32
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
33
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
34
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
35
და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ელიცურის, შედეურის ძისა.
36
მეხუთე დღეს შესწირა სიმეონიანთა თავკაცმა შელუმიელმა, ცურიშადაის ძემ;
37
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
38
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
39
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
40
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
41
და სამადლობელო მსხვერპლად ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი შელუმიელისა, ცურიშადაის ძისა.
42
მეექვსე დღეს შესწირა გადიანთა თავკაცმა ელიასაფმა, რეღუელის ძემ;
43
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვენად,
44
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
45
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
46
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
47
და სამადლობელო შესაწირავად: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიასაფისა, რეღუელის ძისა.
48
მეშვიდე დღეს შესწირა ეფრემიანთა თავკაცმა ელიშამაყმა, ყამიჰუდის ძემ.
49
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
50
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
51
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი, სრულადდასაწველად,
52
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
53
და სამადლობელო შესაწირავი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ელიშამაყისა, ყამიჰუდის ძისა.
54
მერვე დღეს შესწირა მანაშეანთა თავკაცმა, გამალიელმა, ფედაცურის ძემ;
55
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
56
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე;
57
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
58
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად.
59
და მისი სამადლობელო მსხვერპლი იყო ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი გამალიელისა, ფედაცურის ძისა.
60
მეცხრე დღეს შესწირა ბენიამინიანთა თავკაცმა, აბიდანმა, გედეონის ძემ.
61
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
62
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
63
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
64
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
65
და სამადლობელო მსხვერპლად იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი აბიდანისა, გედეონის ძისა.
66
მეათე დღეს შესწირა დანიანთა თავკაცმა ახიყეზერმა, ყამიშადაის ძემ.
67
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
68
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
69
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
70
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
71
და მისი სამადლობელო მსხვერპლი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირავი ახიყეზერისა, ყამიშადაის ძისა;
72
მეთერთმეტე დღეს შესწირა აშერიანთა თავკაცმა, ფაგეყიელმა, ყოქრანის ძემ.
73
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
74
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
75
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
76
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
77
და სამადლობელო მსხვერპლად იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი; ეს იყო შესაწირი ფაგეყიელისა, ყოქრანის ძისა.
78
მეთორმეტე დღეს შესწირა ნაფთალიანთა თავკაცმა ახირაყმა, ყენანის ძემ.
79
მისი შესაწირავი იყო: ვერცხლის ერთი ლანგარი, წონით 130 შეკელი, ვერცხლის ერთი 70 შეკელიანი ფიალა, საწმიდრის შეკელით, ორივე სავსე ზეთში მოზელილი ხორბლის გამტკიცული ფქვილით, პურეულის ძღვნად,
80
ოქროს ერთი ათ შეკელიანი სასაკმევლე, საკმევლით სავსე,
81
ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, ერთი წელგამოვლილი კრავი სრულადდასაწველად,
82
ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად,
83
და სამადლობელო მსხვერპლი იყო: ორი ხარი, ხუთი ვერძი, ხუთი ვაცი, ხუთი წელგამოვლილი კრავი. ეს იყო შესაწირავი ახირაყისა, ყენანის ძისა.
84
ეს იყო სამსხვერპლოს განწმედის, მისი ცხების, დღის ძღვენი და შესაწირავი ისრაელის თავკაცთაგან: ვერცხლის 12 ლანგარი, ვერცხლის 12 ფიალა, ოქროს 12 სასაკმევლე;
85
თითოეული ლანგარი – 130 შეკელიანი ვერცხლი, თითოეული ფიალა – 70 შეკელიანი ვერცხლი. მთელი ჭურჭლეულობის ვერცხლი – 2 400 შეკელი, საწმიდრის შეკელით.
86
ოქროს 12 საკმევლით სავსე სასაკმევლე, თითოეული სასაკმევლე წონით ათი შეკელი, საწმიდრის შეკელით. სასაკმევლეები სულ იყო 120 შეკელის ოქრო.
87
სრულადდასაწვევლად სულ იყო 12 მოზვერი ნახირიდან, 12 ვერძი, 12 წელგამოვლილი კრავი და მათი პურეულის ძღვენი, და 12 თიკანი ცოდვის მსხვერპლად.
88
სულ იყო სამადლობელო მსხვერპლად 24 მოზვერი ნახირიდან, 60 ვერძი, 60 ვაცი და 60 წელგამოვლილი კრავი. ეს იყო ძღვენი სამსხვერპლოს კურთხევისა მისი ზეთისცხების შემდეგ.
89
და როცა მოსე შედიოდა საკრებულო კარავში, რათა ელაპარაკეა უფალთან, მას ესმოდა ხმა, რომელიც ელაპარაკებოდა სჯულის კიდობნის სარქვლიდან, ორი ქერუბიმის შუადან, ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36