bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 15
Numbers 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 16 →
1
და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
2
გამოუცხადე ისრაელიანთ და უთხარი მათ: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც მე თქვენ დასამკვიდრებლად გაძლევთ,
3
და მიიტანთ საცეცხლო მსხვერპლს უფლისათვის – სრულადდასაწველს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღესასწაულების დროს, უფლისათვის სურნელების საკმევად, ნახირიდან შესწირავთ თუ ფარიდან,
4
შესწიროს შემწირავმა თავისი შესაწირავი უფალს: შესაწირავი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა – ეფის მეათედი, მოზელილი მეოთხედ ჰინ ზეთში.
5
და მოიტანე ღვინო საღვრელად სრულადდასაწველთან ერთად და საკლავთან ერთად – მეოთხედი ჰინი თითო კრავზე.
6
ხოლო როცა ვერძს შესწირავ, მასთან ერთად მიიტანე პურეულის შესაწირავი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ეფის ორი მეათედი, მოზელილი ჰინის მესამედ ზეთში,
7
და საღვრელად მიიტანე ღვინო ჰინის მესამედი კეთილსურნელებად უფლისათვის.
8
და თუ მოზვერი მიგყავს სრულადდასაწველად ან საკლავ მსხვერპლად, აღთქმის აღსასრულებლად, ან სამადლობელო მსხვერპლად უფლისათვის,
9
მოზვერთან ერთად უნდა მიიტანო ძღვენი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ეფის სამი მეათედი, მოზელილი ნახევარ ჰინ ზეთში.
10
და მიიტანე საღვრელი ღვინო ნახევარი ჰინი საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
11
ასე გააკეთე ყოველი ზვარაკის, ვერძის, თიკნის ან კრავის შეწირვისას.
12
რაოდენობის მიხედვით, რამდენსაც ამზადებთ, თითოზე იმდენი მიიტანეთ მათი რაოდენობის მიხედვით.
13
ყოველმა მკვიდრმა ასე გააკეთოს ეს, როცა მიიტანს საცეცხლო მსხვერპლს კეთილსურნელებად უფლისათვის;
14
და თუ თქვენი ხიზანი, ან სხვა ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც თაობიდან თაობამდე ცხოვრობს თქვენთან, და მოიტანს საცეცხლო მსხვერპლს კეთილსურნელებად უფლისათვის, როგორც თქვენ აკეთებთ, მანაც ისე გააკეთოს.
15
თქვენთვის, უფლის თემისთვის, და ხიზნისთვის, რომელიც თქვენშია, ერთი წესია, მარადიული წესი თქვენი თაობებისთვის: როგორც თქვენ ხართ, ისევე იყოს ხიზანიც უფლის წინაშე.
16
ერთი კანონი და ერთი სამართალი უნდა იყოს თქვენთვის და ხიზნისთვის, რომელიც შემოხიზნულია თქვენთან.
17
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
18
„დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც მე მიმყავხართ,
19
და შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, შესაწირავი უნდა აძლიოთ უფალს.
20
პირველგამომცხვარი კვერი თქვენი ცომისა შესწირეთ შესაწირად. როგორც კალოს შესაწირავი, ისე შესწირეთ იგი.
21
თქვენი პირველგამომცხვარი ცომისაგან აძლიეთ უფალს შესაწირავი თაობიდან თაობამდე.
22
და თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ მცნებას, რომელიც უფალმა უთხრა მოსეს,
23
ყოველივე, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს მეშვეობით, იმ დღიდან, რაც თქვენ და თქვენს მოდგმას გიანდერძათ უფალმა,
24
და თუ თემის უყურადღებობით მოხდა ეს შეცდომა, მთელმა თემმა მოამზადოს ერთი მოზვერი სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლისათვის, და მისი პურეულის ძღვენი და მისი საღვრელი წესისამებრ, და ერთი თიკანი ცოდვის მსხვერპლად.
25
და შეუნდოს მღვდელმა ისრაელიანთა მთელ თემს, და მიეტევება მათ, რადგან ეს შეცდომა იყო; და მათ მიიტანეს თავიანთი შესაწირავი უფლის წინაშე საცეცხლო მსხვერპლად და ცოდვის მსხვერპლად მათი შეცდომისათვის.
26
და მიეტევება ისრაელიანთა მთელ თემსა და ხიზანს, რომელიც შეხიზნულია მათთან, რადგან მთელმა ხალხმა შეცდომით გააკეთა ეს.
27
და თუ ერთი ვინმე შესცოდავს შეცდომით, შესწიროს წელგამოვლილი დედალი თიკანი.
28
და შეუნდობს მღვდელი შეცდომით შემცოდეს უფლის წინაშე, შეუნდობს და ეპატიება მას.
29
ისრაელიანი მკვიდრისთვის და ხიზნისთვის, რომელიც თქვენთანაა შემოხიზნული, ერთი წესი იყოს შეცდომის ჩამდენისათვის.
30
ის კი, ვინც თავხედურად მოიქცევა, მკვიდრთაგან იქნება ის თუ ხიზანთაგან, და უფალს დაგმობს, მოიკვეთოს ის თავისი ხალხიდან,
31
რადგან უფლის სიტყვა შეურაცხყო და მისი მცნება დაარღვია. შემუსვრით შეიმუსროს ის კაცი, მისი ცოდვა მის კისერზეა.“
32
როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს.
33
და მათ, ვინც ის შეშის შემგროვებელი ნახეს, მიჰგვარეს ის მოსეს, აარონსა და მთელ თემს;
34
და ჩასვეს ის საპყრობილეში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ უნდა მოქცეოდნენ მას.
35
და უთხრა უფალმა მოსეს: „უნდა მოიკლას ეს კაცი. ქვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა ბანაკს გარეთ.“
36
გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლა; და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
37
და უთხრა უფალმა მოსეს:
38
„დაელაპარაკე ისრაელიანთ და უთხარი, რომ გაიკეთონ ფოჩები სამოსის კალთებზე და ასე ატარონ თაობიდან თაობამდე, და ჩააწნან სამოსის კალთის ფოჩებში ლურჯი ძაფი.
39
და გქონდეთ ის ფოჩები სამოსლის კალთებზე, რომ მის დანახვაზე გაიხსენოთ ყოველი მცნება უფლისა და აღასრულოთ ისინი და არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც გიბიძგებენ მრუშობისაკენ,
40
რათა გახსოვდეთ და აღასრულებდეთ ყოველ ჩემს მცნებას, და იყოთ წმიდები თქვენი ღმერთისათვის.
41
მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენი ღმერთი. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.“
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36