bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 29
Numbers 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 30 →
1
მეშვიდე თვის პირველ დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ. ბუკისცემის დღე იყოს ის თქვენთვის.
2
და შესწირეთ სრულადდასაწველი კეთილსურნელებად უფლისათვის: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი.
3
მათთან ერთად პურეულის ძღვენი ხორბლის გამტკიცული ფქვილისა ზეთში მოზელილი, ეფის სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე,
4
და ერთი მეათედი თითოეულ იმ შვიდ კრავზე,
5
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ.
6
გარდა ახალმთვარობის სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა, და მათი საღვრელებისა, რჯულის მიხედვით კეთილსურნელებად შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს.
7
მეშვიდე თვის მეათე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. დაიოკეთ თქვენი სულები და არავითარი საქმე არ აკეთოთ.
8
და შეწირეთ სრულადდასაწველი უფალს კეთილსურნელებად: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი;
9
მათთან ერთად პურეულის ძღვენი, ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, ეფის სამი მეათედი მოზვერზე, ორი მეათედი ვერძზე,
10
და ერთი მეათედი თითოეულ იმ შვიდ კრავზე.
11
ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, თქვენს მისატევებლად, გარდა ცოდვის მსხვერპლისა და ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა.
12
მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს წმიდა შეკრებილობა გქონდეთ. არავითარი საქმე არ აკეთოთ და იდღესასწაულეთ უფლის დღესასწაული შვიდ დღეს;
13
და შესწირეთ უფალს სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი – კეთილსურნელებად: 13 მოზვერი, 2 ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი;
14
მათი პურეულის ძღვენი სამი მეათედი ეფა ხორბლის გამტკიცული ფქვილი ზეთში მოზელილი, თითო მოზვერზე იმ ცამეტ მოზვერთაგან; ორი მეათედი თითო ვერძზე იმ ორ ვერძთაგან,
15
და ეფის ერთი მეათედი თითო კრავზე იმ თოთხმეტ კრავთაგან.
16
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
17
მეორე დღეს შესწირე: 12 მოზვერი, 2 ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი;
18
და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვრებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
19
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მათი საღვრელებისა.
20
მესამე დღეს: 11 მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი,
21
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
22
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
23
მეოთხე დღეს: ათი მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი,
24
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
25
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
26
მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი,
27
და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ.
28
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
29
მეექვსე დღეს: რვა მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი,
30
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისათვის მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ;
31
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელებისა.
32
მეშვიდე დღეს: შვიდი მოზვერი, ორი ვერძი, 14 უხინჯო წელგამოვლილი კრავი,
33
და მათი პურეულის ძღვენი, და მათი საღვრელები მოზვერებისათვის, ვერძებისათვის და კრავებისთვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
34
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა, მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
35
და მერვე დღეს დღესასწაული იყოს თქვენთვის: არავითარი საქმე არ აკეთოთ;
36
შესწირეთ სრულადდასაწველი, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებაა უფლისათვის: ერთი მოზვერი, ერთი ვერძი, შვიდი უხინჯო წელგამოვლილი კრავი,
37
და მათი პურეულის ძღვენი და მათი საღვრელები მოზვრისათვის, ვერძისათვის და კრავებისათვის, მათი რაოდენობის მიხედვით, წესისამებრ,
38
და ერთი ვაცი ცოდვის მსხვერპლად, გარდა ყოველდღიური სრულადდასაწველისა და მისი პურეულის ძღვენისა და მისი საღვრელისა.
39
ესენი შესწირეთ უფალს თქვენს დღესასწაულებზე, გარდა თქვენი აღთქმისა და თქვენი ნებაყოფლობითი მსხვერპლისა: თქვენი სრულადდასაწველები და თქვენი პურეულის ძღვენი და თქვენი საღვრელები და თქვენი სამადლობელო მსხვერპლები.“
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36