bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 27
Numbers 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 28 →
1
და მოვიდნენ ასულნი ცელოფხადისა, ხეფერის ძისა, გალაადის ძისა, მაქირის ძისა მანაშეს ძისა, იოსების ძის საგვარეულოდან. მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
2
და წარდგნენ მოსეს წინაშე და ელეაზარ მღვდლის წინაშე, თავკაცთა და მთელი თემის წინაშე კარვის კართან ამ სიტყვებით:
3
„მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა უფლის წინააღმდეგ ამბოხებულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვით მოკვდა. და ვაჟი არ ჰყავდა მას.
4
რატომ უნდა გაქრეს მამაჩვენის სახელი თავისი საგვარეულოდან იმის გამო, რომ ვაჟი არ ჰყავდა? მოგვეცი ჩვენ სამკვიდრებელი მამაჩვენის ძმებს შორის.“
5
წარადგინა მოსემ მათი საქმე უფლის წინაშე.
6
და უთხრა უფალმა მოსეს:
7
„მართალს ამბობენ ასულნი ცელოფხადისა, მიეცი მათ საკუთარი სამფლობელო მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე.
8
და ისრაელიანებს განუცხადე: ‘თუ კაცი მოკვდება და ვაჟი არ ეყოლება მას, გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი მის ასულზე.
9
თუ არ ჰყავს ასული, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის ძმებს.
10
თუ არ ჰყავს მას ძმები, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მისი მამის ძმებს.
11
და თუ არ ჰყავს ძმები მის მამას, მაშინ გადაეცით მისი სამკვიდრებელი მის უახლოეს ნათესავს მისი საგვარეულოდან, და დაიმკვიდროს იგი. და ეს იყოს ისრაელიანთათვის სამართლის წესად, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.’“
12
უთხრა უფალმა მოსეს: „ადი ყაბარიმის მთაზე და გადახედე ქვეყანას, რომელიც მე მივეცი ისრაელიანთ.
13
და როცა იხილავ მას, შენც შეეძინები შენს მამებს, როგორც შეეძინა აარონი, შენი ძმა.
14
რადგან ეურჩეთ ჩემს ბრძანებას ცინის უდაბნოში თემის დრტვინვის დროს, როცა ჩემი სიწმიდე უნდა გამოცხადებულიყო მათ თვალწინ წყლებთან.“ (ეს არის მერიბათ-კადეშის წყლები ცინის უდაბნოში.)
15
და უთხრა მოსემ უფალს:
16
„დაე უფალმა, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთმა, დაუდგინოს კაცი ამ თემს,
17
რომელიც გამოვა მათ წინაშე და რომელიც შევა მათ წინაშე, რომელიც გაიყვანს მათ და რომელიც შემოიყვანს მათ, რათა არ იყოს უფლის თემი იმ ცხვარივით, რომელსაც არა ჰყავს მწყემსი.“
18
და უთხრა უფალმა მოსეს: „მოიყვანე იესო, ძე ნავესი, კაცი, რომელშიც არის სული, და დაადე ხელი,
19
დააყენე იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე, და დამოძღვრე იგი მათ თვალწინ.
20
და უწილადე შენი დიდება, რათა უსმინოს მას ისრაელიანთა მთელმა თემმა.
21
მააგრამ ის უნდა იდგეს ელეაზარ მღვდლის წინაშე, რომელიც გამოიკითხავს მისთვის ურიმის სამართალს უფლის წინაშე; მისი ბრძანებით გავა და მისი ბრძანებით შემოვა ის, და ყოველი ისრაელიანთა მთელი თემი მასთან ერთად.“
22
და გააკეთა მოსემ, როგორც უბრძანა მას უფალმა, და მოიყვანა იესო და წარადგინა იგი ელეაზარ მღვდლის წინაშე და მთელი თემის წინაშე,
23
დაასხა მას ხელები და დანიშნა იგი, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36